x
image
Yoona
Mediator image
„მოეჭიდე“ – ინდოეთის რკინიგზის მთავარი პრინციპი
ინდოეთს აქვს მეორე ყველაზე გრძელი სარკინიგზო ხაზი მსოფლიოში. და ყველა მგზავრს შეეძლო კომფორტულად ემოგზაურა ბუდას ქვეყანაში, რომ არ იყოს ამდენი მგზავრი. ინდოეთის მატარებლით ყოველდღიურად 23 მილიონი მგზავრი სარგებლობს.



შედეგად, ადამიანების ასეთი რაოდენობა ვაგონებში ვერ ეტევა, როგორც შეჩვეული ვართ (ანუ შიგნით ვაგონში). ინდოეთის მოქალაქეები ამ პრობლემას საკმაოდ მარტივად აგვარებენ: ტრანსპორტს გარედან ეჭიდებიან და გულწრფელად უხარიათ, თუ სადმე მოჭიდებას მოახერხებენ.



ინდოეთში მატარებლები ყველაზე ტრადიციული ტრანსპორტია. მსოფლიოში ყველაზე ძველი მატარებელი, რომელიც 1855 წელს აშენდა, ნიუ–დელისა და რაჯასტანს შორის კვლავ მოძრაობს.


image




ინდოეთის ამჟამინდელი მოსახლეობა 1, 2 მილიარდი ადამიანია და მათ ყველას ძალიან უყვარს მატარებელი.


image



ინდოეთის რკინიგზა არის ყველაზე დიდი დამსაქმებელი ქვეყანაში. ოფიციალური მონაცემებით, დღეს მილიონ ნახევარი ადამიანი მუშაობს ყველაზე პოპულარული ტრანსპორტის სასარგებლოდ.


image



ყოველდღიურად 11 ათასი მატარებელი ტოვებს ინდოეთის რკინიგზის დეპოს.


image



ინდოეთის სარკინიგზო ხაზის სიგრძე 114 ათასი კილომეტრია.


image



ინდოეთის ყველაზე სწრაფი მატარებლის სიჩქარე, რომელიც მოძრაობს ნიუ დელი – ბჰოპალის მარშრუტზე, 140 კმ/სთ–ია.


image



აი, ყველაზე ნელი მატარებლის სიჩქარეა 9 კმ/სთ. ამ სიჩქარეზე ადამიანს დრო აქვს, რომ მატარებლიდან გადმოხტეს და უკან დაბრუნდეს.


image



არ იფიქროთ, რომ ინდოეთში მატარებლებით მგზავრობა არ არის რეგულირებული. მაგალითად, თითოეულ ვაგონს უნდა ჰქონდეს ოთხი ფანჯარა, რომელიც ავარიის შემთხვევაში გადაუდებელი გასასვლელი იქნება.


image



ინდოეთის ყველაზე პრობლემური მარშრუტია გუვაჰატი – ტირუვანანტაპურამი. მატარებლის გასვლა შეიძლება 12 საათამდე გადაიდოს.


image



ნიუ დელის რკინიგზის სადგური აღიარებულია მსოფლიოში ყველაზე დიდ სარკინიგზო კვანძად და გინესის რეკორდების წიგნში შეტანილია.


image



ქვეყანაში ყველაზე გრძელი უწყვეტი მონაკვეთია ტირუვანანტაპურამი – ნიზამუდინის ხაზზე. მეზობელ გაჩერებებს, ვადოდარასა და კოტას შორის მგზავრობა 6, 5 საათია.


image



აი, ჰოვრაჰი – ამრიტსარის მარშრუტზე 115 გაჩერებაა.


image



ინდოეთში არის სადგური, რომლის სახელსაც ვერ შეედრება ისლანდიის ვულკანიც. ეწოდება „ვენკატანარასიმჰარაიუვარიპეტა“.


image



არის სადგურები უფრო მარტივი სახელებით. მაგალითად, სადგური „იბი“, ჯარსუგუდასთან ახლოს.


image

0
383
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
383