x
მეტი
  • 03.06.2024
  • სტატია:135073
  • ვიდეო:351974
  • სურათი:509424
ეს ნიღაბი თქვენს თმას სასწაულად სწრაფად გაზრდის!
თმა წარმოადგენს სხეულის დამცავი სისტემის ნაწილს და შედგება- ძირითადად კერატინისგან. ადამიანის სხეული, მცირე გამონაკლისების გარდა (ტუჩები, ხელის გულები), მთლიანად დაფარულია თმით. ზრდასრულებს აქვთ ორი ტიპის თმა ღინღლი-მოკლე, თხელი, არაპიგმენტირებული, ე.წ. პირველადი თმა და ტერმინალური თმა, რომელიც უფრო უხეში, სქელი და ძირითადად პიგმენტირებულია. ტერმინალური თმის მაგალითია თმა წარბებზე და თავზე. ადამიანს თავზე 200 ათასი, ხოლო ტანზე 20 ათასი თმის ღერი აქვს. თხელი და სუსტი თმის ღერი – 100 გრამიან ტვირთს, ხოლო ქალის ნაწნავი 20 ტონიან სიმძიმესაც უძლებს. თმა ყველაზე სწრაფად ზაფხულში იზრდება, მისი სიგრძე წელიწადში საშუალოდ 10–15 სანტიმეტრს იმატებს. როგორც ამბობენ ჟღალი თმა უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე ქერა. ადამიანმა თმა რომ არ შეიჭრას, სიცოცხლის ბოლომდე, მისი სიგრძე 725 კმ–ს მიაღწევს.



image



ქალის ყველაზე ძვირფასი სამკაული იყო, არის და იქნება თმა, ამიტომ მისი ბზინვარება და სიჯანსაღე ძალზედ მნიშვნელოვანია ჩვენთვის.


ბევრ თქვენგანს თმა ალბათ მალე არ ეზრდება, მიუხედავად იმისა, რომ ხშირად იბანთ და იყენებთ მცენარეულ მოვლის საშუალებებს სპეციალურს თმის ზრდისთვის. სწორედ დღევანდელ სტატაში გაგიზიარებთ რეცეპტს, რომლის წყალობით თქვენი თმა სასწაულებრვად სწრაფად დაიწყებს ზრდის პროცესს.




ე.წ საფუარის ნიღბების რეგულარული გამოყენება, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას სკალპში, კვებავს და აძლიერებს თმის ფოლიკულებს, ასტიმულირებს მათ ზრდას, აღმოფხვრის ზედმეტ ცხიმიანობას, აძლევს თმას მოცულობას და სისქეს, ბზინვარებას, ელასტიურობას და ჯანსაღ იერს.


ნიღბის ეს ეფექტი განპირობებულია საფუარით, რომელიც შეიცავს თმისთვის აუცილებელ პროტეინს, ბევრ მინერალს (განსაკუთრებით რკინას, მანგანუმს, თუთიას, მაგნიუმს, კალციუმს), B, D, PP ვიტამინებს. ეს კომპონენტები ერთად უზრუნველყოფენ საფუარის ნიღაბს ასეთ გასაოცარ ეფექტს.



რა ინგრედიენტები გვჭირდება საფუარიანი ნიღბის მოსამზადებლად?



1 ს.კ წყალი

1 ს.კ საფუარი

1 ს.კ შაქარი

1 ს.კ თაფლი

2 ს.კ მდოგვის ფხვნილი




მომზადების ტექნოლოგია: საფუარი გავხსნათ თბილ წყალში და დავამატოთ შაქარი ამოდუღების პროცესის დასაჩქარებლად. როგორც კი საფუარი აფუვდება, შევურიოთ თაფლი და მდოგვის ფხვნილი. წაისვით ნიღაბი სკალპსა და თმის ძირებზე, დაიხურეთ პოლიეთილენის ქუდი და შემოიხვიეთ პირსახოცი.


image


ერთი საათის შემდეგ დაიბანეთ თავი ჩვეულებრივ შამპუნით. შეგექმნებათ შთაბეჭდილება, რომ თავზე ორჯერ მეტი თმა გაქვთ!


0
85
4-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
85
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0