x
მეტი
  • 24.05.2024
  • სტატია:134846
  • ვიდეო:351973
  • სურათი:509251
იცით, როგორ გავზარდოთ ავიაკატასტროფაში გადარჩენის შანსი
სტატისტიკა გვარწმუნებს, რომ საჰაერო ტრანსპორტი ყველა არსებულიდან ყველაზე უსაფრთხოა. მაგრამ ყველაფერი ხდება, ამიტომ უმჯობესია მოემზადოთ ნებისმიერი სიურპრიზისთვის. შესაძლებელია ავიაკატასტროფაში გადარჩენა? ამ კითხვაზე პასუხი არ არსებობს, რადგან ამ სიტუაციაში ბევრი ფაქტორია ჩართული. მაგრამ არსებობს რიგი წესები, რომლებიც მნიშვნელოვნად ზრდის გადარჩენის შანსს.



image



თანამედროვე ავიახაზების მგზავრებს გადარჩენის მართლაც კარგი შანსი აქვთ. 1983 წლიდან 2000 წლამდე ამერიკელი ექსპერტების მიერ შედგენილი სტატისტიკა ამბობს, რომ ავიაკატასტროფაში გადარჩენის მაჩვენებელი 95, 7 პროცენტია. უფრო მეტიც, სერიოზულ ავარიებშიც, რომელსაც თან ახლდა ლაინერის განადგურება და ხანძარი, მგზავრების 76, 6 პროცენტი გადარჩა.



image




საავიაციო უსაფრთხოების ექსპერტები ამბობენ, რომ დაღუპულთა 40 პროცენტის პრევენცია შესაძლებელი იყო. უბრალოდ უნდა დაიცვათ მარტივი, მაგრამ ძალიან ეფექტური წესები. თუ სერიოზულად გადაწყვეტთ გადარჩენილთა 95%–დან ერთ–ერთი იყოთ, ეს წესები უნდა იცოდეთ და დაიცვათ.



რაც უფრო სწრაფად, მით უკეთესი



აშშ–ს ფედერალური საავიაციო ადმინისტრაციის (FAA) ექსპერტები ამბობენ, რომ ავიაკატასტროფაში მოხვედრილ მგზავრს მხოლოდ 90 წამი აქვს თვითმფრინავიდან გამოსასვლელად. სტატისტიკის მიხედვით, ასეთ ავარიებში ადამიანების უმეტესობა იღუპება არა დარტყმისგან, არამედ მის შემდეგ გაჩენილი ხანძრისგან. სამწუხაროდ, დაცემისას გადარჩენილთა უმეტესობა თავს გადარჩენილად თვლის და აქტიურ მოქმედებას არ მიმართავს.



image



გამოკითხვებმა აჩვენა, რომ ავიაკომპანიის მგზავრებს ბუნდოვანი წარმოდგენა აქვთ იმის შესახებ, თუ რამდენად სწრაფად ვრცელდება ხანძარი. უმეტესობა თვლის, რომ ხანძრის გაჩენისას 30 წუთი აქვთ თვითმფრინავიდან გასასვლელად. სინამდვილეში, საქმე წამებშია. თანამედროვე საჰაერო ლაინერის ალუმინის ფიუზელაჟი უძლებს 90 წამს, რის შემდეგაც ცეცხლი სალონში ვარდება და ყველაფერს შთანთქავს.



კარგი ფიზიკური ფორმა



სხვადასხვა წლებში ავიაკატასტროფებში გადარჩენილი 2500 ადამიანის მონაცემების ანალიზით შექმნეს „იღბლიანი ადამიანის პორტრეტი“. ახალგაზრდა, გამხდარ და ფიზიკურად ძლიერ მამაკაცებს გადარჩენის მეტი შანსი აქვთ, ვიდრე მოხუცებს და ჭარბწონიანებს. გადარჩენის დროს სწრაფად უნდა გაიაროთ ნამსხვრევებში, ბარგით და ზოგჯერ გვამებით გადაკეტილ ვიწრო გასასვლელში.



image



დიდი ალბათობით, მოგიწევთ ნანგრევების გაწმენდაც, რომ გასასვლელამდე მიაღწიოთ. თავად გასასვლელი საკმაოდ ვიწროა, ზოგიერთ შემთხვევაში მხოლოდ 50 სმ, ამიტომ ჭარბწონიან ადამიანს გაუჭირდება გასვლა. გასასვლელში გაჭედილი ჭარბწონიანი თავადაც შეიძლება მოკვდეს და სხვა მგზავრებიც დაღუპოს.



დიდი თვითმფრინავები უფრო უსაფრთხოა



თუ არჩევანი გაქვთ, იყიდეთ ბილეთი დიდი თვითმფრინავზე. FAA-ს მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ასეთი თვითმფრინავები უკეთესად შთანთქავს დარტყმის ენერგიას. ასე მგზავრები ნაკლებ დატვირთვას იღებენ სხვა ობიექტთან ან მიწასთან შეჯახების შემთხვევაში.



image



რეგიონულ ფრენებს უნდა მოერიდოთ. სტატისტიკის მიხედვით, მათ 2–ჯერ მეტი აქვთ ავიაკატასტროფა, ვიდრე ეროვნულ კომპანიებს. ეს გამოწვეულია როგორც თვითმფრინავების მოძველებული ფლოტით, ასევე პილოტების დაბალი კვალიფიკაციით. რეგიონული ავიახაზები ხშირად იტვირთება და პილოტებს სათანადო დასვენების საშუალება არ აქვთ.



„ხუთი რიგის“ წესი



საჰაერო ავარიების გამომძიებლები არ გვირჩევენ, ბრმად ვენდოთ სტატისტიკას. საქმე იმაშია, რომ ყველა კატასტროფა უნიკალურია და რაღაცის პროგნოზირება ადვილი არ არის. ავარიების უმეტესობას ერთი რამ აქვს საერთო. ხშირად დარტყმა მოდის თვითმფრინავის ცხვირზე. სავსებით ლოგიკურია, რომ ამის გამო თვითმფრინავის უკანა სავარძლები ყველაზე უსაფრთხოდ ითვლება.



image



თუმცა უკანა სავარძლები გადარჩენის გარანტიას არ იძლევა. ბევრად უფრო მიზანშეწონილია იყოთ საავარიო გასასვლელთან – ასე აღმოჩნდებით პირველთა შორის, ვინც მას გამოიყენებს. კვლევა ამბობს, რომ გადარჩენილები, როგორც წესი, სხედან გასასვლელიდან ხუთი რიგის მიდამოში. რაც უფრო შორს, მით ნაკლებია გასვლის და გადარჩენის შანსი.



წესი „პლუს 3 / მინუს 8“



ავიაკატასტროფების კვლევამ აჩვენა, რომ ყველა სერიოზული ავარიის 80% მოხდა აფრენიდან პირველი 3 წუთის განმავლობაში და დაშვებამდე ბოლო 8 წუთის განმავლობაში. ამ თავისებურებას ჰქვია „პლუს 3 / მინუს 8“. დანარჩენ დროს პრობლემების ალბათობა მნიშვნელოვნად მცირდება. გადარჩენის შანსის გასაზრდელად ფხიზლად უნდა იყოთ აფრენისას და დაშვებისას.



image



არსებობს ბევრი სხვა რჩევაც, რომელიც სისულელედ მიაჩნია მხოლოდ მას, ვინც ექსტრემალურ სიტუაციაში არ აღმოჩენილა. სპეციალისტები გირჩევენ, თავი შეიკავოთ ძილისგან და ალკოჰოლისგან. ასევე შეამოწმეთ, კარგად არის თუ არა შეკრული ფეხსაცმლის თასმები. თუ ქალი ხართ, მაღალქუსლიან ფეხსაცმელზე უარი თქვით. უმჯობესია აირჩიოთ საბალეტო ფეხსაცმელი კომფორტული ბრტყელი ძირებით. ყურადღება მიაქციეთ, სწორად არის თუ არა შეკრული უსაფრთხოების ღვედი.



ასევე მნიშვნელოვანია სამოქმედო გეგმის ქონა. არავის მოვიწოდებთ პარანოიდისკენ, მაგრამ მინიმუმ უნდა იცოდეთ, როგორ არის მოწყობილი ლაინერის ინტერიერი და სად არის რეგულარული და საავარიო გასასვლელები.



ასევე დაგაინტერესებთ:

20+ სახალისო ფოტო, რომლებიც აეროპორტს განსაკუთრებულ ატმოსფეროს აჩვენებენ

რომელ ადგილებს არ უნდა შეეხოთ თვითმფრინავში?


0
184
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
184