x
მეტი
  • 21.05.2024
  • სტატია:134783
  • ვიდეო:351972
  • სურათი:509139
ეკვადორში დიდი რეზონანსი გამოიწვია სილამაზის დედოფლის მკვლელობამ(ვიდეო)

image
სილამაზის კონკურსის მონაწილეს ლენდი პარაგას სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ფოტო საბედისწერო აღმოჩნდა, მოდელმა რესტორანში ვახშმობისას ფოტო გამოაქვეყნა, სადაც რესტორნის დასახელება ჩანდა, სწორედ ამით მიაგნეს ბანდიტებმა გოგონას და მოკლეს.
image

ეკვადორში ბანდიტებმა სილამაზის კონკურსის მონაწილე იპოვეს რვაფეხას სევიჩეს ფოტოთი და სასტიკად გაუსწორდნენ მას.
image
28 აპრილს, 23 წლის ქალაქ კევედოს "სილამაზის დედოფალი" და "მის ეკვადორის" ტოპ ხუთეულში მოხვედრილი ლენდი პარაგა ქალაქ კევედოში მდებარე რესტორანში სადილობდა. რის ამსახველი ფოტოც სოციალურ ქსელში გაავრცელა. ფოტოზე, რომელიც მისთვის საბედისწერო აღმოჩნდა, ნაწილობრივ ჩანს დაწესებულების სახელი.
image
ცოტა ხნის შემდეგ რესტორანში პისტოლეტებით შეიარაღებული ორი ნიღბიანი მამაკაცი შეიჭრა. ერთი მათგანი თავს დაესხა პარაგას და მამაკაცს, რომელთანაც ის საუბრობდა, მეორე კი დაწესებულების შესასვლელს იცავდა. სამი გასროლის შემდეგ ისინი გაიქცნენ, ხოლო სისხლის გუბეში მწოლიარე სილამაზის დედოფალის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
image
გოგონა ძალზე პოპულარული იყო ეკვადორში, მას მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავდა სოციალურ ქსელებში. გარდა ამისა, ლენდი პარაგა ფლობდა საკუთარ საოჯახო მაღაზიას და სპორტული ტანსაცმლის ბრენდს.
image
პოლიცია თვლის, რომ თავდასხმაში შესაძლოა მონაწილე იყოს ნარკორეალიზატორის, ლეანდრო ნორეროს ქვრივი. ითვლება, რომ მის ქმარს რომანი ჰქონდა პარაგასთან: მოდელის ფოტოები იპოვეს მისი ტელეფონის მეხსიერების ბარათში, ასევე მიმოწერა, რომელიც ადასტურებდა, რომ ის უხვად ასაჩუქრებდა გოგონას.
image
2023 წლის დეკემბერში, როდესაც პოლიციამ გამოაქვეყნა ინფორმაცია ნორეროს მიმოწერის შესახებ, გაზეთებში გაჩნდა ინფორმაცია მათი ურთიერთობის შესახებ.
image
თუმცა, ცოტა გაუგებარია, რატომ უნდა წასულიყო მისი ქვრივი ასეთ დანაშაულზე, როცა ქმარი უკვე წელიწადნახევარის გარდაცვლილია?
image
მაგრამ რას გაუგებ!ნორეროს საუბრებიდან დგინდება, რომ გამოცდილ კრიმინალს ძალიან ეშინოდა, რომ პარაგასთან რომანის შესახებ მისი ცოლი შეიტყობდა. ამის შესახებ ის თავის ბუღალტერ ხელივე ანგულოს მიმოწერაში საუბრობდა:
image
"მეგობარო, ჩემმა ცოლმა რომ რამე გაიგოს, დასამარებული ვარ. მისი სახელი არსად არ უნდა იყოს ნახსენები, თორემ ჩემი სამყარო ხუხულასავით ჩამოიშლება."

რესტორნის სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა მკვლელობის მომენტი

0
299
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
299
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0