x
მეტი
  • 19.05.2024
  • სტატია:134753
  • ვიდეო:351972
  • სურათი:509100
7 მაისის წვიმა თბილისში ბედნიერების მომტანი იყო და დაე ყოველთვის იყოს!
imageზუსტად არავინ იცის, კონკრეტულად საიდან იღებს სათავეს აღნიშნული ტრადიცია და რატომ აირჩია ქალაქის მოსახლეობამ მაინცდამაინც 7 მაისი, თუმცა პროფესორი და კულტურული მემკვიდრეობის ცენტრის ხელმძღვანელი ცირა ელისაშვილი ამბობს, რომ ლეგენდა XIX საუკუნემდეც არსებობდა.


"თვითონ ამ დღის შინაარსობრივი მხარე უკავშირდება ბანიან ქალაქს, ბანიანი ქალაქი კი 1795 წლამდე არსებობდა. ეს იმას ნიშნავს, რომ ლეგენდა XIX საუკუნემდეც არსებობდა.

XIX საუკუნეში ეს ტრადიცია გადმოვიდა და თუ ბანიანი ქალაქი აღარ იყო, უკვე აივნიან ქალაქებზე გადმოინაცვლა. ის საკმაოდ ფეხმოკიდებული იყო”.


7 მაისი თბილისში დღესასწაულს ჰგავდა, თავისი ყველა ელემენტით: განწყობიდან – ფერებამდე.


image

ბანზე ჭრელ ფარდაგებს გადმოფენდნენ, სუფრებს შლიდნენ, მღეროდნენ, ცეკვავდნენ, ლექსებს ამბობდნენ და ზეცას წვიმას შესთხოვდნენ, თუნდაც ერთ წვეთ წვიმას, გასათხოვრები თმებს იშლიდნენ, წვიმით სველდებოდნენ და სჯეროდათ, რომ ასე საბედოს მალე იპოვიდნენ, შვიდი მაისის წვიმა 7 მარცვალს რომ მოხვდეს, 7 ჰექტარ ყანად იქცევაო! ბევრ სხვასაც ამბობდნენ ამ ლეგენდის მომსწრენი და 7 მაისის ბედნიერების წვიმას მთელი წელი ელოდნენ...


ლეგენდა ქართულ ზეპირსიტყვიერებასაც შემორჩა. ხალხურ ლექსში ვკითხულობთ:

“შვიდი მაისის წვიმაო, თმა კოჭებამდინაო.

შვიდი მაისის წვიმაო, თავზე დამედინაო.

შვიდ-შვიდი ნაწნავი თმა თავზე დამეფინაო”.


2006 წელს “თბილისის ჰამქარმა” გადაწყვიტა, მოქალაქეებისთვის მივიწყებული ლეგენდა შეეხსენებინა და ახლა 7 მაისის წვიმის შესახებ უფრო მეტმა ადამიანმა იცის, ვიდრე აქამდე იცოდა.


დღეს 7 მაისია, დილიდან გადაუღებლად წვიმს მთელ საქართველოში! ბედნიერად ეწვიმოს ამ ქვეყანაში და ამ ქალაქში!

0
283
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
283
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0