x
მეტი
  • 19.05.2024
  • სტატია:134753
  • ვიდეო:351972
  • სურათი:509100
როლისთვის მას "ოსკარს" და მილიონს აძლევდნენ, თუმცა მან ჰოლივუდის ვარსკვლავობაზე უარი თქვა: ჯეი დევიდსონი

image


ზოგიერთი ადამიანი ჰოლივუდში დიდებისა და სიმდიდრის მოხვეჭას მთელი ცხოვრება ამაოდ ცდილობს, ზოგს კი პროდიუსერები ვარსკვლავად გახდომას ძალით აიძულებენ. ზუსტად ეს დაემართა ჯეი დევიდსონს, რომლის შესახებაც 1990-იანი წლების დასაწყისში ყველა მედია საშუალება საუბრობდა.


image


ჯეი დევიდსონი ბრიტანელის და განელის ოჯახში დაიბადა. 1990-იანი წლების დასაწყისში ის დიდ ბრიტანეთში ცხოვრობდა, იყო ლგბტ თემის წარმომადგენელი, ატარებდა გრძელ თმას და ანდროგენული, თითქმის თინეიჯერული გარეგნობით გამოირჩეოდა, მიუხედავად იმისა რომ უკვე 20 წლის გახლდათ. ჯეი მოდის ინდუსტრიაში იყო დასაქმებული, როდესაც ის ერთ-ერთ კინემატოგრაფიულ ღონისძიებაზე ფილმ "სასტიკი თამაშის" პროდიუსერებმა შენიშნეს.


image


"სასტიკი თამაში" ირლანდიის რესპუბლიკური არმიის ყოფილი მებრძოლის შოკისმომგვრელ ისტორიაზე მოგვითხრობს, რომელიც ყოფილ ბრიტანელ ტყვეს სურვილს უსრულებს და მის შეყვარებულს ეცნობა, თუმცა ბოლოს ირკვევა, რომ გოგონა სულაც არ არის გოგო, არამედ ტრანსგენდერია. სწორედ ეს როლი შესთავაზეს ჯეი დევიდსონს. ის შეთავაზებას ისე დათანხმდა, რომ დიდი წარმატების იმედი არც ჰქონია, თვლიდა რომ მოკრძალებულ არტჰაუსში მონაწილეობდა, თუმცა ფილმს უდიდესი წარმატება ხვდა წილად არა მარტო ბრიტანეთში, არმედ აშშ-შიც. "სასტიკმა თამაშმა" 1992 წელს "ოსკარის" 6 ნომინაცია მიიღო, მათ შორის წლის საუკეთესო ფილმის, "ოსკარის" ნომინაცია ასევე დებიუტანტ ჯეი დევიდსონსაც ხვდა წილად.


image


და მიუხედავად იმისა, რომ ჯილდო საბოლოოდ ჯინ ჰეკმანს "Unforgiven"-ისთვის გადაეცა, ჟურნალები გადავსებული იყო ჯეი დევიდსონის სადიდებელი სტატიებით, რომლებიც მკითხველს ახალი ვარსკვლავის დაბადებას აუწყებდნენ, თუმცა თავად დამწყებ მსახიობს ასეთი წარმატება არ ახარებდა, მეტიც, ის ღიად საუბრობდა იმაზე, რომ საერთოდ არ იყო კარგი მსახიობი, და რომ რეალურად ნომინირებული არა მისი ნამუშევარი, არამედ მისი არატრადიციული პერსონაჟი იყო. ჯეი დევიდსონის თქმით, მისთვის "ოსკარის" გადაცემა ყველა პროფესიონალი მსახიობისთვის ერთგვარი შეურაცხყოფაც კი იქნებოდა, მაგრამ ჰოლივუდი ჯეი დევიდსონში უკვე შეყვარებული იყო და მასთან დაკავშირებით დიდი გეგმებიც ჰქონდა. მსახიობმა მარტივად მიიღო სარეკლამო კონტრაქტები "GAP"-თან და "Vogue"-თან.


image



როდესაც პროდიუსერებმა გადაწყვიტეს როლანდ ემერიხის 1994 წელს "ვარსკვლავური კარიბჭის" გადაღება, მათ რა - უცხოპლანეტელის როლისთვის ქარიზმატული მსახიობი სჭირდებოდათ, რომელიც ეგვიპტური პირამიდების შექმნის უკან იდგმებოდა, ხალხს მონებად აქცევდა და ადამიანური ცივილიზაციის განადგურებას დაემუქრებოდა. მათი არჩევანი ჯეი დევიდსონზე შეჩერდა.



image


იმ დროს მსახიობმა გადაწყვიტა, რომ უკვე აღარ სურდა ჰოლივუდურ პროექტებში მონაწილეობა. როლზე უარის თქმის მიზნით კი მან არარეალურად დიდი თანხა - 1 მილიონი დოლარი დაასახელა, ფიქრობდა რომ აბეზარ პროდიუსერებს ასე უფრო მარტივად მოიშორებდა, თუმცა ჯეი დევიდსონის გასაკვირად კინემატოგრაფისტები აღნიშნულმა თანხამ არ დააბნია, პირიქით, ისინი მის პირობას დათანხმდნენ, მან კი ამხელა ჰონორარზე უარი ვერ თქვა.


image


ორაზროვნად პატარა ბავშვებით გარშემორტყმული და ნახევრად ქალის სამოსში გამოწყობილი ღვთაება რას შესრულების შემდეგ დიდ კინოს ის აღარასდროს დაბრუნებია. 1994 წელს მან ითამაშა არტჰაუსის ბრიტანულ მუსიკალურ პროექტში "Jiggery Pokery"-ში, 2009 წელს კი მონაწილეობა მიიღო მოკლემეტრაჟიან ფილმში.


image


ჯეი დევიდსონი დღემდე არ საუბრობს კონკრეტულად თუ რა არ მოეწონა გავლენიანი პროდიუსერების ხელით შექმნილ თავსდამტყდარ წარმატებაში, თუმცა მან მოდელობაც და მსახიობობაც მალევე მიატოვა, და საკუთარი არჩევანი სტილისტის პროფესიაზე შეაჩერა. გადაღებებზე უარის თქმით, მან თავისი ანდროგენულ - თინეიჯერული გარეგნობის ექსპლუატაციაც შეწყვიტა. ახლა უკვე თითქმის შეუძლებელია მასში იმ ორი გახმაურებული ფილმიდან ერთ დროს ცნობილი მსახიობის ამოცნობა, რადგან მას აქვს უკვე მოკლედ შეჭრილი თმა, ტატუებით დაფარული სხეული და ნავარჯიშები მასკულინური სხეული.






0
276
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
276