x
მეტი
  • 19.05.2024
  • სტატია:134753
  • ვიდეო:351972
  • სურათი:509100
რას წარმოადგენს ბეთჰოვენის" მე-9 სიმფონიის წყევლა?"
image

ზუსტად 200 წლის წინ, 1824 წლის 7 მაისს ვენაში შედგა ბეთჰოვენის უკანასკნელი, მე-9 სიმფონიის პრემიერა.


ბევრი კრიტიკოსის და მუსიკოლოგის მიერ მე-9 სიმფონია მიიჩნევა მუსიკის ისტორიაში ერთ-ერთ უდიდეს ნაწარმოებად, რომელიც ოდესმე დაწერილა.2010-იანი წლებისთვის, ის მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ხშირად შესრულებული სიმფონიების რიცხვს მიეკუთვნება.



მე-9 სიმფონია წარმოადგენს წამყვანი კომპოზიტორის მიერ სიმფონიაში ვოკალის გამოყენების პირველ შემთხვევას და საგუნდო სიმფონიის პირველ მაგალითს. ვოკალური ნაწილი ჩართულია სიმფონიის ბოლო (IV) მოქმედებაში და სრულდება ოთხი სოლისტის და გუნდის მიერ. ბეთჰოვენმა სასიმღერო ტექსტად აირჩია ფრიდრიხ შილერის ლექსი „სიხარულის ოდა“ (გერმ. An die Freude) (დაიწერა 1785 წელს, რევიზია 1803 წელს), ტექსტის გარკვეული ნაწილი აგრეთვე დამატებულია თავად კომპოზიტორის მიერ. როგორც პირველმა საგუნდო სიმფონიამ, მან გარდატეხა მოახდინა მუსიკის ისტორიაში და მის გავლენას შემდეგი თაობის მუსიკოსებიც განიცდიდნენ.



2001 წელს, სიმფონიის ორიგინალი, ხელნაწერი პარტიტურა, რომელიც ბერლინის სახელმწიფო ბიბლიოთეკაშია დაცული, შეტანილ იქნა გაეროს მსოფლიო მეხსიერების პროგრამის სიაში და წარმოადგენს ამ პროგრამაში მოხვედრილ პირველ სანოტო ჩანაწერს.


ცივი ომის დროს გერმანიის გაყოფის კვალდაკვალ, "სიხარულის ოდა"ს სეგმენტი გამოყენებული იქნა გერმანიის გაერთიანებული გუნდის ჰიმნად ოლიმპიურ თამაშებზე 1956-დან 1968 წლამდე.


მუსიკალური ფონი (სიტყვების გარეშე) 1972 ევროსაბჭომ, ხოლო მოგვიანებით, 1985 წელს, ევროკავშირმა, ევროპის ჰიმნად მიიღო.


თუმცა დღეს ერთ საინტერესო ამბავზე ვისუბრებთ, რომელსაც "მე-9 სიმფონიის" წყევლა ეწოდება.



ცრურწმენა, მდგომარეობს იმაში, ბეთჰოვენით დაწყებული, ყველა კომპოზიტორმა, ვინც დაწერა მე-9 სიმფონია, მალევე მოკვდა.


ითვლება, რომ არნოლდ შენბერგი იყო პირველი, ვინც განაცხადა მეცხრე სიმფონიის წყევლაზე და ამ ცრურწმენის აღმოჩენა გუსტავ მალერს მიაწერა. შონბერგის თქმით, მალერს ორი პრეცედენტი ჰქონდა მხედველობაში: თავად ბეთჰოვენი, რომელიც გარდაიცვალა მეათე სიმფონიაზე მუშაობისას და ანტონ ბრუკნერი, რომელიც სიცოცხლის ბოლოს მუშაობდა მეცხრე სიმფონიაზე (რომლის ფინალი, როგორც ჩანს, დაუმთავრებელი დარჩა). მაგრამ არსებითად ეს სიმფონია ასევე მეათე იყო, რადგან ბრუკნერმა მიატოვა თავისი ერთ-ერთი სიმფონია და ნომრის ნაცვლად ∅ ნიშანი დაუდო (ახლა ეს სიმფონია ცნობილია როგორც ბრუკნერის ნულოვანი სიმფონია);


ბრუკნერი ბეთჰოვენის უშუალო ზეგავლენით წერდა თავისი მეცხრე სიმფონიას, შეგნებულად აიღო იგივე ტონალობა, რომლითაც დაიწერა ბეთჰოვენის მეცხრე სიმფონია. მალერმა, შონბერგის თქმით, ამ ყველაფერში მისტიური კანონდებლობა დაინახა, რადგან ბუკნერი ცდილობდა მაქსიმალურად მიახლოვებოდა ბეთჰოვენის მე-9 სიმფონიას, თუნდაც „სიმღერა დედამიწაზე““ რომელიც არის ექვსნაწილიანი ორხმიანი ციკლი ორკესტრთან ერთად. . მან დაასრულა მეცხრე სიმფონია და გარდაიცვალა მეათეზე მუშაობის დროს, ისევე როგორც ბეთჰოვენი.


„მათ, ვინც დაწერეს მეცხრე, ზედმეტად მიუახლოვდნენ საიქიოს“, - აღნიშნა შენბერგმა


შემდგომში, იმ კომპოზიტორთა რიცხვში, რომლებსაც მიეწიათ " მეცხრე სიმფონიის წყევლა", არიან ფრანც შუბერტი და ანტონინ დვორჟაკი. ახლა საყოველთაოდ ცნობილია, რომ შუბერტმა დაწერა ცხრა სიმფონია, თუმცა ორი მათგანი ავტორმა არ დაასრულა (სიმფონია No-8, ე.წ. „დაუმთავრებელი“, შედგება ორი დასრულებული ნაწილისგან და მესამე მონახაზისგან; სიმფონია E მაჟორი დაიწერა სრულად, მაგრამ არ გაორკესტრებულა). დვორჟაკმა დაწერა ზუსტად ცხრა სიმფონია, მაგრამ პირველი არ შესრულებულა ორკესტრის მიერ და არ გამოქვეყნებულა ავტორის სიცოცხლეში; უფრო მეტიც, თავად დვორჟაკს ხელნაწერი საბოლოოდ დაკარგულად მიაჩნდა.


მე-20 საუკუეში არაერთი კომპოზიტორია, რომლებსაც მიეწია 'მეცხრე სიმფონიის წყევლა', ანუ მათი შემოქმედება და ცხოვრება მეცხრე სიმფონიაზე შეჩერდა. ამ სახელებს შორის ყველაზე მნიშვნელოვანია რალფ ვონ უილიამსი, მალკოლმ არნოლდი, კურტ ატერბერგი, როჯერ სესიონსი, ეგონ უელსი.


ალექსანდრე გლაზუნოვმა 1900-იანი წლების მეორე ნახევარში დაიწყო მუშაობა " მეცხრე სიმფონიაზე" მაგრამ მხოლოდ პირველი ნაწილი დაასრულა, თუმცა იცოცხლა კიდევ ორი ათეული წელიწადი . მეცხრე სიმფონია ასევე უკანასკნელი იყო ალფრედ შნიტკესთვის, რომელმაც ის სიკვდილის წინ დაწერა; გარდა ამისა, ნიკოლაი კორნდორფი, რომელიც შნიტკეს ქვრივის თხოვნით, სწორედ ამ ნაწარმოების აღდგენაზე მუშაობის დროს გარდაიცვალა.


დიმიტრი შოსტაკოვიჩმა მეცხრე სიმფონიაზე მუშაობა დაიწყო, გაიხსენა ისტორიული პრეცედენტები. ამის შემდეგ შოსტაკოვიჩმა დაწერა კიდევ ექვსი სიმფონია. თუმცა, მუსიკათმცოდნე სოლომონ ვოლკოვის თქმით, წყევლამ მაინც მიაღწია შოსტაკოვიჩამდე: მეცხრე სიმფონიამ თავისი ირონიული კოლორიტით გამოიწვია სტალინის მკვეთრი უკმაყოფილება, რასაც მოჰყვა დიდი პრობლემები შოსტაკოვიჩის ცხოვრებაში და კარიერაში 1940-იანი წლებიდან დაწყებული 1950-იანი წლების მიჯნამდე.



რა თქმა უნდა, მე-20 საუკუნეში იყო მრავალი კომპოზიტორი, რომლებმაც დაწერეს ცხრაზე მეტი სიმფონია; მათ შორის, კერძოდ, ჰანს ვერნერ ჰენზე და ედუარდ ტუბინი (10), დევიდ დაიმონდი და ედმუნდ რაბრა (11), ჰეიტორ ვილა-ლობოსი და დარიუს მილჰაუდი (12), ჰენრი კაუელი და ალან პეტერსონი (17), მოსე ვაინბერგი (22), ნიკოლაი მიასკოვსკი (27), ალან ჰოვანესი (67) და ა.შ.

0
131
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
131
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0