x
image
Yoona
Mediator image
ძილი ნებისა: 10 სასწაული პროდუქტი ძილის გასაუმჯობესებლად
თანამედროვე ადამიანის ცხოვრება მარადიულ რბოლას ჰგავს: მუდმივად სადმე წასვლას ვჩქარობთ, ბევრ ყავას ვსვამთ, ვნერვიულობთ და, რა თქმა უნდა, გვაწუხებს უძილობა. უმეტესობა ჩვენგანმა კარგად იცის, რომ ძილის ნაკლებობა ნეგატიურად მოქმედებს ორგანიზმზე, ასუსტებს მას და ზრდის დაინფიცირების რისკს იმუნიტეტის შემცირების გამო, მაგრამ უძილობა მაინც არ ჩერდება.



image



თუ დაძინება გიჭირთ და ცოტა ხნით გძინავთ, ვახშამზე მიირთვით ამ სასწაული პროდუქტიდან ერთ–ერთი და ბავშვივით ტკბილად დაიძინებთ.



1. შვრიის ფაფა

image


ბევრი მას აღიქვამს სასაუზმო პროდუქტად, მაგრამ სინამდვილეში, ბევრი სასარგებლო საკვები ნივთიერების გარდა შეიცავს ძილის ჰორმონს მელატონინს, ამიტომ შესანიშნავი დამხმარე იქნება მათთვის, ვისაც სჭირდება ადრე ადგომა და სათანადო დასვენება.



2. ბანანი

image

მინერალების ეს წყარო დაგეხმარებათ დაისვენოთ საღამოს ამინომჟავა ტრიპტოფანის წყალობით, რომელიც აუცილებელია რელაქსაციისთვის. თუმცა ბანანის ჭამასა და დაძინებას შორის მინიმუმ 1 საათი შუალედი უნდა იყოს.



3. ნუში

image

ნუში შეიცავს ცილებს, მაგნიუმს და ტრიპტოფანს, რომელიც ამ პროდუქტს ხდის იდეალურ ხემსად საღამოს. კარგი ძილისთვის 1 მუჭა კაკალი ან 1 სუფრის კოვზი ნუშის ზეთი საკმარისია.



4. ალუბალი

image

ალუბალი შეიცავს დიდი რაოდენობით მელატონინს, რის გამოც ერთი მუჭა კენკა საკმარისია ჯანსაღი ძილისთვის. თუ ალუბლის წვენს სვამთ, აირჩიეთ უშაქრო ვარიანტი.



5. რძე

image

თუ გსურთ ძილის გაუმჯობესება ბუნებრივად, რძე დალიეთ. რძე შეიცავს არა მხოლოდ კალციუმს, არამედ პროტეინს და ტრიპტოფანს. თუ რძე არ გიყვართ, იოგურტით ან ხაჭოთი ჩაანაცვლეთ.



6. კვერცხი

image

ერთი მოხარშული კვერცხი დაძინებას დააჩქარებს. კვერცხში შემავალი ცილა კარგ ძილს უზრუნველყოფს.



7. ჰუმუსი

image

ჰუმუსი მცენარეული ცილების წყალობით იდეალურია გვიან წასახემსებლად და დაძინებაში დაგეხმარებათ.



8. თევზი

image

თინუსი, პალტუსი და კრევეტი არა მხოლოდ B6 ვიტამინით მდიდარია, არამედ შეიცავს ტრიპტოფანს, რომელიც მონაწილეობს სეროტონინის და მელატონინის გამომუშავებაში, რაც აუცილებელია ხარისხიანი ძილისთვის.



9. მცენარეული ჩაი

image

ფინჯანი მწვანე ჩაი შეგიძლიათ დალიოთ სრულფასოვანი ძილისთვის. უკეთესია, თუ მის შემადგენლობაში იქნება გვირილა, ლიმონი და პასიფლორა.



10. თაფლი

image

თაფლი შეიცავს გლუკოზას, რომელიც გვეხმარება დაძინებაში. გარდა ამისა, თაფლი შეგიძლიათ მიირთვათ ცალკე პროდუქტად, ასევე მცენარეული ჩაის კომპონენტად.



ასევე დაგაინტერესებთ:

იცით, რატომ ვიძინებთ გვიან? – ფსიქოლოგის განმარტება

5 მიზეზი, რატომ არ შეიძლება ჩართულ ტელევიზორთან ჩაძინება

იცით თუ არა, რომ ჭამის შემდეგ ძილიანობა ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემის ნიშანია?

თქვენ მოგდით ნერწყვი როცა გძინავთ? თუ კი, იღბლიანი ხართ!

არა უძილობას! უნიკალური მეთოდი 4–7–8 დაგეხმარებათ დაიძინოთ სულ რაღაც ერთ წუთში


0
138
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
138