x
მეტი
  • 18.05.2024
  • სტატია:134737
  • ვიდეო:351972
  • სურათი:509077
რუსეთმა ზელენსკიზე ძებნა გამოაცხადა
image

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმერ ზელენსკი ძებნილთა სიაში შეიყვანა, იუწყება РИА Новости უწყების მონაცემთა ბაზაზე დაყრდნობით.


მასში ნათქვამია, რომ ზელენსკი იძებნება რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის მუხლით, მაგრამ არ აკონკრეტებენ რომელით (რუსეთი ადრე არც აღუძრიათ მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე ).


შსს-ს განცხადებაში ძებნილზე ასევე მითითებულია ზელენსკის დაბადების თარიღი, ადგილი და ეროვნება („უკრაინელი“).


image

ამ დღეებში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ შესაძლოა 20 მაისის შემდეგ არ იყოს საჭირო ვოლოდიმერ ზელენსკის, როგორც უკრაინის პრეზიდენტად აღიარება.



„რაც შეეხება 20 მაისს და რა იქნება 21 მაისს, მოდით დაველოდოთ მანამდე. შესაძლოა, არაფრის აღიარება აღარ დაგვჭირდეს“, - აღნიშნა მან.



შეგახსენებთ, რომ ვოლოდიმერ ზელენსკის საპრეზიდენტო უფლებამოსილება 21 მაისს ეწურება. საომარი მოქმედებების პერიოდში ხმის მიცემის აკრძალვის არარსებობის მიუხედავად, კიევმა უარი თქვა 2024 წლის გაზაფხულზე საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებაზე.. ამასთან, ადრე ცნობილი გახდა, რომ ზელენსკის ლეგიტიმაციის მიზნით, უკრაინის პრეზიდენტის აპარატმა შესაძლოა პარლამენტი დაითხოვოს.

7
29
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
29
  
სულ დამავიწყდა,ამ ნიუსის მსგავსად,მიშაც მიმართავდა ხოლმე იგივეს და პროპაგანდისთვის იყენებდა. გემახსოვრებათ,რუსის "აგენტები" რო დაიჭირა და საუკუნის ოპერაციად შერაცხა,როინ შავაძეც რუსების აგენტად გამოაცხდა და ა.შ. მსგავს არსებებს სჭირდებათ ეგრე,რათა ხალხის კონსოლიდაცია მოახდინონ და თავი გადაირჩინოს დამხობისგან. რუსეთს აწყობს ზელენსკი,რათა უფრო შორს შეატოპინონ და უფრო დაითრიოს უკრაინა. შეხეთეთ რა ხდება,როგორც მიშას საქმენი გახდა ცნობილი და ყველა ქართველი ხვდება რო მსგავსი აღარავინ გვინდა,ეგრე იქნება იქაც.უკრაინა თავად მოიშორებს ზელენსკის,რუსების დახმარება არც დასჭირდებათ.
რავიცი მეგობარო,შეიძლება ეგრეც იყოს და მართლაც მოძებნოს რაკეტამ,თუმცა მე არ მჯერა რო ასე იქნება. არც ამ ინფორმაციას ვენდობი,უკრაინულ სამთავრობო არხებიდან წამოსული ნიუსების 99% ტყუილია,არც ჩვენთან აკლებენ,მარა იქ ძალიან გასულები არიან. 2 წელია მოდის სიახლეები და ამბობენ,რომ ომს იგებენ და რუსები ფაქტიურად დამარცხებულები არიან,მარა დღეში უამრავ რაკეტას აყრის თავზე უკრაინას.აგერ ახლა იყო,ბრიტანეთმა და საფრანგეთმა ცოტა თამამი განცხადებები გააკეთეს,პუტინმა მაშინვე ბრძანება გასცა და ტაქტიკური ატომური რაკეტების(თავს ვერ დავდებ რო ზუსტად ასე ქვია) გამოცდა დაიწყო და ორივე ქვეყანა გაისუსა. ეს იცით რას გავს,ქუჩაში რო მიდიხარ და ფინია ძაღლი გამოგეკიდება,როგორც კი ძალას ანახებ,წკმუტუნით შევლენ ბუჩქებში,ასეა საფრანგეთ-ბრიტანეთის ამბავი. დღეს დასავლეთს არ ყავს ლიდერი,ვინც თავისთავზე აიღებს ან გამბედაობა ეყოფა რაღაცის გაკეთების.გარდა სხვა რაღაცეების,რუსეთის ბანაკს ეს უპირატესობაც აქვს. აგერ 8 მაისია და 1939 წელს,როცა გემრანიამ პოლონეთს დაარტყა,ბრიტანეთმა ომი გამოუცხადა გერმანიას,აყვა საფრანგეთიც,ხოდა ახლა მსგავსი არაფერი მომხდარა. ან უკრაინას არ თვლიან მოკავშირედ ან ლიდერები არ უვარგათ ან ორივე ერთად. სიმართლე გითხრათ,არ ვდარდობ იმაზე,თუ რა მოუვა ზელენსკის და მის ბანდას,არც უკრაინელების გაჭირვება მირღვევს ძილს,მე საქართველო მაინტერესებს და ამ ამბების გავლენა ჩვენზე.არ ვარ იმ კატეგორიაში,ვინც სადღაც შესვლაზე ან წასვლაზე ოცნებობს,აქ მინდა განვითარება და ნორმალურად ცხოვრება. ნაცფაშისტი არ ვარ,თუ რუსეთთან დაახლოებით იქნება ეს შესაძლებელი ან ჩინეთთან,პრობლემა არ მქვს არანაირი. თან ვთვლი,რომ რუსეთთან უნდა დავალაგოთ და გამოვნახოთ საერთო ენა,ვაშინგტონში ან ბრიუსელში სირბილი კარგს არაფერს მოიტანს,საერთოდ არაფრის მომტანია.აზერბაიჯანის მაგალითი გვაქვს აგერ,მოსკოვში დაალაგა და სიტუაცია გამოიყენა. ამბობენ რო დიდხანს არ გაგრძელდებაო ეგრე,თუმცა ეგ რუსეთის ბრალი კი არ იქნება,საფრანგეთი აიარაღებს სომხებს და ჩვენი გავლით აწვდიან ტვირთს,რაც არასწორი ამბავი მგონია.
7 მაისი, 17:53
აბა ეს ნახე რას ვამბობდი მოკლავენ მეთქი,

https://www.interpressnews.ge/ka/article/798429-ukrainuli-mxaris-inpormaciit-gamoavlines-rusetis-ushishroebis-samsaxuris-kseli-romelic-volodimir-zelenskis-mzevlad-aqvanas-da-likvidacias-gegmavda

ეს დასწყისია ესე არ გამოვა რაკეტა მოძებნის.
ჯერ ერთი,თქვენი მისამართით არაფერი დამიწერია და მეორეც,გამოჩნდება ეგ ყველაფერი. არ ვთვლი რო პუტინი ზელენსკის მტრად მიიჩნევს,მათ წიაღში აღმოცენებული კადრია,ვინც იმდენი ქნა რო უკრაინას ჩააბარებს რუსეთს. იქნებ ისიც მითხრათ რო მიშა რუსების აგენტი არ არის,უფრო სწორად,ორმაგი აგენტი. ეგ ზელენსკი არ იყო,ქართველებზე ღადაობდა და ართობდა რუსებს,ხომ იყო ასე? უფრო შორს წავალ,იქნებ ისიც მითხრათ რო ზვიადის მთავრობის დამხობის გადაწყვეტილება ამერიკა-რუსეთის ამბავი არ იყო და ისიც რო ამ ორ ქვეყანას არ აწყობს მარიონეტები საქართველოს სათავეში. ჩემი აზრით,როგორც საქართველოში ცდილობენ ნაც-ქოცები ერთმანეთისგან მტრის ხატის შექმნას და ასე ძალაუფლების გამტკიცებას,ეგრე არის ამერიკა-რუსეთი მსოფლიოში. მშვენვრად არსებობენ და კაი დიდ ფულსაც შოულობენ. ძლიერი ევროპა არც რუსებს და არც ამერიკელებს არ აწყობთ,როგორც საქართველო. შეიძლება ისე არის როგორც თქვენ ამბობთ,თუმცა მე ესე მგონია და დაველოდოთ,ყველაფერი გამოჩნდება
5 მაისი, 19:53
რას ბრახუნობ ვიღაცა ხარ? ეგ კომენტარი შენ რომ ჭკუა მასწავლო იმისთვის არ დამიწერია. სასარგებლო იდიოტი მიშა იყო სააკაშვილი, სააკაშვილი ძებნაში არ გამოუცხადებიათ, ზელენსკი კი მტერია რუსებისთვის. ნიძლავს ვდებ ნოემბრამდე ზელენსკის გაისტუმრებენ საიქიოში თუ მანამდე ვერ გაასწრო და არ გაიქცა თავის პატრონებთან. ზელენსკის ძებნაში გამოცხადება ნიშნავს იმას რომ რუსები მოლაპარაკების წარმოებას არ აპირებენ, ძებნილთან მოსალაპარაკებლად არავინ არ დაჯდება. ე. ი. რუსები გავლენ ბოლომდე.
ერთი მიშას მოკვლა უნდოდა პუტინს და მეორე ზელენსკის ეძებს. ამდენი ხანია პუტინი მართავს რუსეთს და ვერ ისწავლეთ ვერაფერი. არაფერში არ სჭირდება პუტინს არც მიშას სიკვდილი და არც ზელენსკის გადადგომა,როცა ამას გაიაზრებთ შეიძლება გეშველოთ.პირიქით არის,პუტინს ისევ უნდა ზელენსკის მართველობა გახანგძლივდეს ან მიშა ისევ მთავრობაში დაბრუნდეს,რადგან სასარგებლო იდიოტები სულ სჭირდება რუსეთს. აგერ ბიძინა არის და ერთი მიზეზი ვერ მოუჩხრიკა ომის დასაწყებად. პუტინს ვინც მტრად მიაჩნდა ყველა სამარეში გაუშვა,ზოგი აქეთ და ზოგიც იქეთ.შეშვით ამ ქათმებისგან გმირების გამოყვანას,არც არავის უძებნია ზელენსკი მოსაკლავად და არც მიშა არის პუტინის ნომერო უნო მტერი
4 მაისი, 19:32
21 მაისის შწმდეგ ზელენსკის მოძებნის რუსული რაკეტა.
0 1 7