x
მეტი
  • 18.05.2024
  • სტატია:134730
  • ვიდეო:351972
  • სურათი:509051
"მითხრეს, მიცემული აქვს მითითება..."- რას წერს შალვა ნათელაშვილი

image


"
ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსელში საგანგებო პოსტს ავრცელებს, სადაც იმ ადამიანებს მიმართავს, ვინც მისი აქციებზე არყოფნის მიზეზით ინტერესდება. შალვა ნათელაშვილის თქმით, ის ე.წ. "რუსული კანონის" წინააღმდეგ გამართულ მშვიდობიან საპროტესტო აქციებს მუდმივად ესწრება, ხოლომ თუ რატო არ ჩანს ის ოპოზიციური ტელე-ეთერების საშუალებით ამის შესახებ ქვეყნის ნომერ პირველ ლეიბორისტს თავისი ახსნა აქვს:


"მითხრეს, რომ ზოგიერთი ჩვენი გულშემატკივარი სვამს ფანტასტიკურ კითხვას, თუ რატომ არ ვჩანვარ მიტინგებზე. მინდა მოგახსენოთ, აქციებზე მუდმივად ვარ და ბედნიერებაა, რომ ასეულ--ათასობით ადამიანს პირადად ჩამოვართვი უკვე ხელი. ასევე აქციაზეა მთელი ჩემი ოჯახი, ბექა ყოველ გათენებისას ბრუნდება წყალ--მისხმული და გაზის არომატით. პრობლემა კი იმაშია, რომ ე. წ ოპო--ტელევიზიებს მიცემული აქვს მითითება არ გამაშუქონ რათა მათ დამფინანსებელ ოლიგარქებს, რეიტინგში პრობლემა არ შეექმნათ და არიქა არ ვაჯობო.


ამიტომ ვიფარგლები ჩემი ფეისბუქ--ჩართვებით მიტინგებიდან და პირადი კონტაქტით ხალხთან, რომლებიც მხვდებიან ისეთი სიყვარულით, რომ ზოგჯერ მეტირება კიდეც. მოკლედ ერთად ვართ გამარჯვებამდეც და საბოლოოდაც.ამ ჩემზე ცენზურის დამდები ოლიგარქებისაგან კი პოლიტიკოსი მით უფრო პოლიტ-ლიდერი ისევე ვერ დადგება როგორც ჩემგან ედგარ პო." - წერს შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსელში.






0
416
1-ს არ მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
416