x
მეტი
  • 17.05.2024
  • სტატია:134707
  • ვიდეო:351972
  • სურათი:509038
90-იან წლებში ის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მოდელი იყო - დღეს კი მას უბრალოდ ვერ იცნობთ!

image


90-იანი წლების ბოლოს ერთ-ერთი ყველზე წარმატებული და მოთხოვნადი მოდელის ქეით ფიშერის სახელი და გვარი ბავშვმაც კი იცოდა. მოდური წვეულებებისა და ხმაურიანი საღამოების ხშირი სტუმარი იმ წლების ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ და პერსპექტიულ მოდელად ითვლებოდა, თუმცა გარკვეული პერიოდის შემდეგ ქეითის კვალი მოულოდნელად გაქრა, ის თითქოს მიწამ ჩაყლაპა.


image


10 წელზე მეტია მის შესახებ არავინ არაფერი იცოდა. თუმცა, ახლახან ფიშერი ყველასდა გასაკვირად კვლავ გამოჩნდა. ყოფილი მოდელი მაღაზიაში შესვლისას პაპარაცებმა არაფხიზელ მდგომარეობაში დააფიქსირეს, რომელიც გაურკვეველ ზეწარში იყო გახვეული და საკმაოდ არაადეკვატურადაც იქცეოდა. ერთ დროს ერთ - ერთი წარმატებული მოდელის ფოტოებმა ინტერნეტმომხმარებელი შოკში ჩააგდო.


imageimage


ქეითის ერთგულმა თაყვანსმცემლებმა თავიანთი სათაყვანებელი კერპი ვერც კი იცნეს. შეგვიძლია მხოლოდ ვივარაუდოთ, რა გარემოებამ გამოიწვია მოდელის ასეთი გარეგნული გარდასახვა.


imageimage


უკვე მრავალი წელია ქეითი არც ინტერვიუებს იძლევა და არც პირად ცხოვრებაზე რაიმე სახის კომენტარს აკეთებს, მეზობლების თქმით, ის სახლიდანაც იშვითად გადის, თუმცა ჟურნალისტებმა მაინც მოახერხეს იმის გარკვევა რომ ის ახლა თერაპევტად მუშაობს, რელიგიური თემის შეხვედრებსაც რეგულარულად ესწრება და ცდილობს სამაგალითო იუდეველი გახდეს.


imageimage


როგორც გაირკვა, ქეითმა თავისი ებრაული ფესვების შესახებ გაიხსენა, მართლმადიდებლური იუდაიზმის მიმდევარიც გახდა და სახელიც შეცვალა. ის ახლა ავსტრალიაში ციპორა მალკა ბატ ისრაელის სახელით ცხოვრობს. შესამჩნევი ცვლილებები განიცადა ყოფილი მოდელის გარეგნობამაც. დღესდღეობით, ფუმფულა 49 წლის ქალში წარმატებულ მოდელს ვერავინ ამოიცნობს. ის ძირითადად, ფართო ხალათებს ატარებს, ქუჩაში საფოსტო ყუთის შესამოწმებლად კი ზეწარშემოხვეული გადის.


imageimage


წარმატებული მოდელი 1997 წლიდან მილიარდერ ჯეიმს პაკერს ხვდებოდა, რომელზეც მოგვიანებით მომღერალი მერაია ქერი დაინიშნა, ამ ურთიერთობის დასრულებიდან მალევე მოდელის კვალი უკვალოდ გაქრა, მის შესახებ ცნობები პრესაში მხოლოდ ცოტა ხნის წინ გავრცელდა.


image








0
302
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
302