x
მეტი
  • 22.05.2024
  • სტატია:134808
  • ვიდეო:351972
  • სურათი:509176
გელა ზედელაშვილი: ლმობიერება გამიგია, როგორ არა, მაგრამ ეგეთი?

image
"მოვუსმინე... გადავახვიე, მოვუსმინე... გადავახვიე, მოვუსმინე... გადავახვიე, კიდე მოვუსმინე... ემანდ არაფერი შემეშალოს-მეთქი.

შსს-ს ამ პატივცემულმა წარმომადგენელმა გამოაცხადა, რომ საქმე აღძრულია წვრილმანი ხულიგნობის მუხლით.
კი, მაგრამ რაც წუხელ თბილისში ხდებოდა, ეს იყო მხოლოდ წვრილმანი ხულიგნობა და პოლიციელების კანონიერ მოთხოვნაზე დაუმორჩილებლობა?
ვერ გავიგე!
წუხელ რომ კერძო მანქანები დალეწეს, შენობები დააზიანეს, პოლიციელებს ქვები დაუშინეს, ქუჩაში ბარიკადები აღმართეს და დიდძალი ნაგავი დაახვავეს, ეს არის წვრილმანი ხულიგნობა? ხულიგნობა და თანაც წვრილმანი?
ბოლო-ბოლო, ხელისუფლების დამხობის მცდელობაც წვრილმანი ხულიგნობაა?
“ო, ბოჟე, მოი''!
რა გამოდის? 63 “მეწვრილმანეს'' მხოლოდ ჯარიმებს დააკისრებენ და ხელწერილებით გამოუშვებენ? შემდეგ კი ისინი ისევ პარლამენტის წინ აღმოჩნდებიან და ისევ თავზე დაიმხობენ დედაქალაქს, ხომ?
ხალხო, ბოლო-ბოლო, მითხარით, რომ ქვეყნის მოქალაქე კი არა, ფაქიზ გრძნობათა ასოციაციის წევრი ვარ და ხმას აღარ ამოვიღებ. ჰო, მითხარით, გამომიტყდით, ნუ გერიდებათ!
ლმობიერება გამიგია, როგორ არა, მაგრამ ეგეთი? არა, ეგეთი საბავშვო ბაღშიც არ მინახავს, სადაც მხოლოდ სამი დღე ვიარე. რატომ ვიარე სამი დღე? ამაზე მეტი სიმკაცრე იყო და იმიტომ! ჰმ... წვრილმანი ხულიგნობაო, კაცოოო... წვრილმანიო!" - გელა ზედელაშვილი
0
188
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
188
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0