x
მეტი
  • 09.05.2024
  • სტატია:134684
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508879
"შენ თუ პრო@ი არ ხარ, ასეთ დროს კარგად როგორ ხარო!"-კახი კავსაძე

image


27 აპრილი (2021 წ.)შესანიშნავი ქართველი მსახიობის, კახი კავსაძის გარდაცვალების დღეა, ამასთან დაკავშირებით მოდით გავიხსენოთ რამდენიმე ეპიზოდი მსახიობის ცხოვრებიდან:





***ერთი ისტორია გამიგია კახი კავსაძეზე, არ ვიცი მართალია თუ არა. შეიძლება არც არის..

მოკლედ, იმ ბნელ 90-იანებში, რუსთაველზე მოდის კახი და შეხვდა ნაცნობი.


– როგორ ხარო, – კახის უკითხავს.

– კარგადო.

– შენ თუ პრო@ი არ ხარ, ასეთ დროს კარგად როგორ ხარო!

ძალიან ხშირად მახსენდება ხოლმე ეს ისტორია, რომელიც არც გადამიმოწმებია, მის მერე, მართალია თუ მორიგი ლეგენდა..(გიორგი მარშანია)




***


ერთხელ გივი ბერიკაშვილი „პახმელიაზე“ იყო, სახლში იწვა და ისვენებდა. დილაა. ატყდა თურმე კარზე ისტერიკული ბრახუნი. წამოხტნენ ბერიკაშვილები, ეცნენ კარს, გააღეს და გადარეული კახი კავსაძე შერჩათ ხელში. იფიქრეს, რამე მოხდაო. შევარდა კახი გივის საძინებელში და ყვირის: ადექი დროზე! წამოხტა გივი და ეკითხება: რა მოხდა კახი, ხომ მშვიდობაა, ამ დილაადრიან რამ გადაგრიაო.

კახიმ დაიწყო: კაცო, ავდექი, ჩავედი „პაპიროსის“ საყიდლად. გამყიდველი მეუბნება: – ბატონო გივი როგორ ბრძანდებითო. გივი გაოცდა, მერე მაგაზე გადაირიე, რა მოხდა, კაცს შეეშალა და მაგის გამო ცოფებს ყრიო? კახი სულ გაგიჟდა: კი, ბატონო, შეეშალა, მაგრამ დავიჯერო, ასეთი მახინჯი ვარო.



***

კახი კავსაძე რა რანგის და რა დონის მსახიობია, ყველასთვის არის ცნობილი. მის პროფესიონალიზმს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ის, რომ ბატონ კახის სიშიშვლის კომპლექსი არ აქვს, შემოქმედებაში ვგულისხმობ. სცენაზე საცვლისამარა გამოდის, ჭრელა-ჭრულა, ფერად-ფერადი საცვლით.

„მოხუცი ჯამბაზების“ დროს ზინა კვერენჩხილაძე და მედეა ჩახავა ეუბნებოდნენ, როგორ იხდი, როგორ არ გრცხვენიაო. ამაზე ბატონმა კახიმ, რას ჰქვია მრცხვენიაო, ავიდა სცენაზე, ჩაართვევინა მუსიკა და სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, სტრიპტიზის ცეკვა დაიწყო. სათითაოდ, ცეკვა-ცეკვით გაიხადა პერანგი, დაატრიალა და სცენიდან ისროლა კიდეც. სკამიც დადგა. სკამზე ფეხი შემოდო, პერანგის შეხსნა რომ დაიწყო, ქალბატონი ზინა გაგიჟდა და გადაირია. ისმოდა წივილ-კივილი. განსაკუთრებული აჟიოტაჟი მოჰყვა, როდესაც ბატონი კახი საცვლებამდე მივიდა და იმასაც, რომ დაუწყო ქვევით დაქაჩვა, ვინ სად გარბოდა, ვერ გაიგებდი.

ასეთი ჟრიამული რეპეტიციებზე სულ იყო. ზინა კვერენჩხილაძე - ქართული სიტყვის ოსტატი. როგორ შეიძლებოდა მის თანდასწრებით რაიმე უხეში ან არაქართული სიტყვა გეხსენებინა. გურამ საღარაძე და კახი კავსაძე კი, თუ სადმე რამე სიტყვა იყო „ტყ“, „ჭყ“ და ასეთი მჟღერი ასოებით გაძეძგილი ყველაფერს ქალბატონი ზინას თანდასწრებით ამბობდნენ. ზინა წამოხტებოდა, გაიქცეოდა, ბატონი გურამი ჩაუკეტავდა სარეპეტიციოს კარს, გასაღებს გულის ჯიბეში ჩაიდებდა და ეუბნებოდა, თუ გასაღები გჭირდება, ჩაყავი ხელი და ამოიღეო. მთელი ამბები იყო.(ნიკოლოზ წულუკიძე)


***

– კახი, რა გაქვს სადარდებელი?!.. რამდენი წელი იცხოვრეთ ერთად? ოცდახუთი, არა? – მკითხა მერაბ კოკოჩაშვილმა, ამით ჩემს ნუგეშისცემას შეეცადა.


– დიახ, – შევხედე გაკვირვებით.


– მერე, კახი? ადამიანები ისე მიდიან ამქვეყნიდან, ერთი დღეც არ გაუხარიათ, შენ კი 25 წელი იცხოვრე ბედნიერმა!.. ვერაფერი ვუპასუხე. მართლაც, მეოთხედი საუკუნე გავატარე, როგორც უბედნიერესმა კაცმა, სიყვარულსა და სრულ ჰარმონიაში. …

(კახი კავსაძე მეუღლეზე-ბელა მირიანაშვილზე)

0
198
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
198
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0