x
მეტი
  • 07.05.2024
  • სტატია:134654
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508852
ქალს შეუყვარდა ცრუ ილონ მასკი და დიდი რაოდენობით ფულიც დაკარგა
image


სამხრეთ კორეელ ქალს ცრუ ილონ მასკი შეუყვარდა და ''მილიარდერს'' 70 000 აშშ დოლარიც ჩაურიცხა.



სამხრეთ კორეელი ქალი თაღლითის მსხვერპლი გახდა, ის მილიარდერ ილონ მასკად ასაღებდა თავს და ფულიც დასცინცლა . ამის შესახებ The Korea Herald იტყობინება.



2023 წლის 17 ივლისს ილონ მასკმა, ეს ქალი სოციალურ ქსელში მეგობრად დაამატა. „მიუხედავად იმისა, რომ მასკის დიდი ფანი ვიყავი, მისი ბიოგრაფიის წაკითხვის შემდეგ, თავდაპირველად ეჭვი მეპარებოდა, რომ ეს ნამდვილად ის იყო“, - განუცხადა მან ჟურნალისტებს.


კორეელმა ქალმა თანდათან დაიჯერა“ რომ ნამდვილ მასკს ესაუბრებოდა, მას შემდეგ, როდესაც პირმა, რომელთანაც მესიჯობდა, პირადობის მოწმობის და ოფისში გადაღებული ფოტოები გაუგზავნა.


მასკი ქალს ესაუბრებოდა ბავშვებზე და იმაზე, თუ როგორ მიფრინავს ვერტმფრენით სამუშაოზე Tesla-სა და SpaceX-ში . მან ასევე განმარტა, რომ თაყვანისმცენლებთან ძალიან იშვიათად ურთიერთობს“, - გააზიარა ქალმა მათი კომუნიკაციის დეტალები.



მალე თაღლითი კორეელ ქალს ვიდეოზარებით უკავშირდებოდა, რომლის დროსაც ის აშკარად deepfake ტექნოლოგიას იყენებდა. ერთ-ერთი მორიგი ვიდეოზარის დროს მან კორეელ ქალს სიყვარული აუხსნა.


"მასკმა აი ასე მითხრა : "იცი, რომ მიყვარხარ?" -აღიარა ქალმა.

საბოლოოდ, თაღლითის მსხვერპლს შეუყვარდა ყალბი მასკი .



ამის შემდეგ თაღლითმა კორეული ანგარიშის ნომერი მისცა და თან უთხრა ქალს: „მიხარია, როცა ჩემი ფანები ჩემი წყალობით მდიდრდებიან“.


მისი თქმით, ანგარიში თითქოსდა მის ერთ-ერთ კორეელ თანამშრომელს ეკუთვნოდა, რომელიც მის ფულს ინვესტიციაში ჩადებდა .


ქალმა 70 მილიონი კორეული ვონი(დაახლოებით 70 000 აშშ დოლარი)გადარიცხა, ფიქრობდა, რომ თანხას"საქმეში ჩადებნდენ".


სერიის მიხედვით, ეს არის ტიპიური რომანტიული თაღლითობა, რომელშიც გამოყენებულია ხელოვნური ინტელექტი.



სამხრეთ კორეაში " რომანტიკული თაღლითობით" გამოწვეული დანაკარგები წლიდან წლამდე იზრდება - 2020 წელს 370 მილიონი ვონიდან 2023 წელს 5, 51 მილიარდ ვონამდე.

0
41
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
41
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0