x
მეტი
  • 06.05.2024
  • სტატია:134643
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508836
"ყველა მხრიდან ადამიანების განწირული ყვირილი ისმოდა" - კიდევ ერთი უცნობი ტრაგედია საბჭოთა წარსულიდან
image

65 წლის წინ, 1959 წლის 25 აპრილს, მოხდა ყველაზე მასშტაბური კატასტროფა ბრაიანსკის ომისშემდგომ პერიოდში - ფილმის ჩვენებისას კინოთეატრ „ოქტომბრის“ სახურავი ჩამოინგრა. ტრაგედია ქალაქის ცენტრში მოხდა და მას 47 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, 120-ზე მეტი კი მძიმედ დაშავდა.


არა და სულ რაღაც ერთი თვით ადრე, "ოქტომბერი" რსფსრ-ის საუკეთესო კინოთეატრად აღიარეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ნგრევის მიზეზი შენობის გადახურვისთვის გამოყენებული მყიფე ხის ძელები გახდა.კინოთეატრს გერმანელი ტყვეები აშენებდნენ.


ტრადიციულად ცდილობდნენ ტრაგედია დაემალათ - პრესაში ამის შესახებ არაფერი დაწერილა. ფართო საზოგადოებამ ამის შესახებ მხოლოდ 30 წელზე მეტი ხნის შემდეგ შეიტყო ანუ როდესაც სსრკ დაიშალა, დღეს intermedia წარმოგიდგენთ მორიგ უცნობ ტრაგიკულ ისტორიას საბჭოთა წარსულიდან.




კინოთეატრი"ოქტომბერი" გაიხსნა 1949 წლის 4 დეკემბერს ფოკინას ქუჩაზე 35 ნომერში.შენობა გერმანელმა სამხედრო ტყვეებმა ააშენეს. კინოთეატრი აშენდა საბჭოთა მონუმენტური კლასიციზმის სტილში, არქიტექტორ ზელენინის ინდივიდუალური პროექტის მიხედვით. 1959 წლის 25 აპრილს, ფილმის «Сорока-воровка»“(ქურდი კაჭკაჭი) ჩვენებისას 22:33 საათზე (სხვა წყაროების მიხედვით 22:50) აუდიტორიაში ჭერის ძელზე დამაგრებული მასიური ჭაღი ჩამოვარდა. ჭაღს მიყვა ჭერი.იმ დროს დარბაზშიი 500-მდე ადამიანი იმყოფებოდა.ოფიციალური მონაცემებით, დაიღუპა 46 ადამიანი. (ზოგიერთი მონაცემით - 47. დაშავდა 107-დან 123-მდე ადამიანი.. 155 ადამიანმა მიიღო მსუბუქი დაზიანებები. სხვა წყაროები იუწყებიან, რომ სულ დაახლოებით 200 ადამიანი დაშავდა.

image

”ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა, - იხსენებს ლეონიდ სამაროვმა, რომელიც მე-14 რიგში იჯდა. „მტვერით აივსო იქაურობა და უზარმაზარი ძელი ჩვენს თვალწინ ჩამოვარდა. ყველაზე გასაკვირი ის არის, რომ საერთოდ არ შემხებია. მართალია, მერე რაღაცეები ცვიოდა, რომელიც ლავიწის ძალში მომხვდა".


დარბაზში მყოფი ერთ-ერთი მაყურებელი იხსენებს, რომ სეანსის დასრულებამდე 15 წუთი იყო დარჩენილი. ამ მოხუც კაცს ბევრი დეტალი აღარ ახსოვს, მაგრამ საშინელი ხმები მის მეხსიერებაში სამუდამოდ ჩაიბეჭდა


„ჯერ საშინელი გრუხუნი, შემდეგ კი სიჩუმე, გადის კიდევ რამდენიმე წამი და ისმის კვნესა, ყვირილი და ტირილი. ყველა მხრიდან ადამიანების განწირული ყვირილი ისმოდა. დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ ვეღარ ვსუნთქავდი. სუნთქვა მიჭირდა და ინსტინქტებით ვმოქმედებდი“.




ადგილობრივმა მოსახლეობამ და ტრაგედიის მოწმეებმა განაცხადეს, რომ დაღუპულთა რაოდენობა არასწორი იყო და სინამდვილეში კინოთეატრში 100 დან 250 -მდე ადამიანი დაიღუპა.

image

ნგრევისთანავე დაფიქსირდა ძარცვის შემთხვევები. სამაშველო ოპერაცია მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა. მასში სამხედროები მონაწილეობდნენ.


ტრაგედიის ადგილზე პირველი მივიდა საბჭოთა საოლქო კომიტეტის პირველი მდივანი ფიოდორ კოსტინი.


კატასტროფის შემდეგ დაიწყეს ყველა კულტურული დაწესებულებების მასობრივი შემოწმება. კინოს დირექტორის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.


ნგრევის მიზეზად მშენებლობის დროს დაშვებული დაუდევრობა დაასახელდა.


კინოთეატრი აღადგინეს, იგი გაიხსნა 1960 წლის 21 მაისს.


1980-იანი წლების მეორე ნახევარში იქ ვიდეობარი გაიხსნა.

image

1990-იან წლებში შენობა დახურეს ბზარების გამო. 2001 წელს კინოთეატრის ნაცვლად იქ მერიის გასართობი ცენტრი აშენდა. იგი დაიხურა 2019 წელს. 2021 წლის სექტემბრის მდგომარეობით, შენობა მიტოვებულია

image

კატასტროფის შესახებ პირველი სტატიები მედიაში მხოლოდ 1990 წელს გამოჩნდა გაზეთ "ბრიანსკი კომსომოლეცში" და 1992 წელს "ბრიანსკი ვრემიაში"


2017 წელს ტრაგედიის ადგილზე დამონტაჟდა მემორიალური დაფა კინოეკრანის გამოსახულებით და კადრით ფილმიდან „ქურდი კაჭკაჭი“.

image

0
114
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
114
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0