x
მეტი
  • 06.05.2024
  • სტატია:134646
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508836
"იმ ჯაგას ეს ფრაზა ვინც დაუწერეთ და წააკითხეთ არ გეცოდებათ? ეკაიფებით?"- ვისზე საუბრობს ნინო ჯანგირაშვილი

image


ნინო ჯანგირაშვილი გუშინ, დედაქალაქის მერის, კახა კალაძის მიერ "ქართული ოცნების" ოფისში გამართულ ბრიფინგს სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის პოსტით ეხმაურება და წერს:


"იმ კორუმპირებულ ჯაგას ეს ფრაზა ვინც დაუწერეთ და წააკითხეთ არ გეცოდებათ? ეკაიფებით? პრინციპში, მაგისთვის სულერთია ერთით მეტ ტყუილს იტყვის თუ ერთით ნაკლებს, მაგრამ რა ვიცი, მაინც სირცხვილია.



კალაძე:


"საზოგადოებას მინდა მივმართო, არ მოტყუვდეთ მეგობრებო, არავინ შეგიყვანოთ შეცდომაში. მინდა იცოდეთ, რომ ამის მექანიზმი არ არსებობს. ვიზალიბერალიზაციის არათუ გაუქმებას, არამედ ამ პროცესის წამოწყებას ევროკავშირის წევრი 27 წევრი ქვეყნის თანხმობა სჭირდება."- ვკითხულობთ ნინო ჯანგირაშვილის პოსტში.


შეგახსენებთ, რომ თბილისის მერმა კახი კალაძემ გუშინ, "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა და დოკუმენტს "მაკულატურა" უწოდა.

კალაძე გამოსვლისას ვიზალიბერალიზაციის გაუქმების საკითხსაც შეეხო და განაცხადა, რომ რეზოლუციაში ამ საკითხის შესახებ არსებული ჩანაწერი აბსურდულია და მისი ძირითადი მიზანი მოსახლეობაში მხოლოდ საპროტესტო მუხტის გამწვავებაა.








0
488
1-ს არ მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
488