x
მეტი
  • 04.05.2024
  • სტატია:134617
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508756
იცით, რატომ არ იყენებენ ამერიკელები ელექტროჩაიდანს?
ელექტროჩაიდანი თითქმის ყველას გვაქვს სამზარეულოში. ამ საყოფაცხოვრებო ტექნიკას ვიყენებთ არა მხოლოდ სახლში, არამედ სამსახურშიც. ძნელი დასაჯერებელია, რომ ამერიკელები ასეთ ჩაიდანს პატივს არ სცემენ. უფრო მეტიც, აშშ–ში ელექტროჩაიდანი იშვიათობაა. რა არის ასეთი გულგრილობის მიზეზი მოსახერხებელი და მარტივი წყლის გამაცხელებლის მიმართ?



ელექტროენერგიის დაზოგვა

image



მთავარი მიზეზი, რატომ არ არის აშშ–ში ელექტროჩაიდნის კულტი დენის მაღალი გადასახადია. ცნობილია, რომ ამ მოწყობილობას აქვს მაღალი სიმძლავრე 1, 5–2 კილოვატი. ჩვენთვის და ევროპის ქვეყნებისთვის ქსელში სტანდარტული ძაბვა 220 ვოლტია. აშშ–ში საყოფაცხოვრებო ქსელებს შეუძლიათ მხოლოდ 110 ვოლტის შეთავაზება.



image




დაბალი ძაბვა ხელს უშლის ჩვეულებრივი ჩაიდნის ეფექტურ გამოყენებას, ხოლო სპეციალური ძალიან ძვირია. აშშ–სთვის ადაპტირებულ ჩაიდანსაც 3–4–ჯერ მეტი დრო სჭირდება წყლის გასაცხელებლად. თუ გავითვალისწინებთ, რომ ამ ქვეყანაში ელექტროენერგია ძვირია, წამგებიანია.



გემოს პრეფერენციები

image



ცნობილია, რომ აშშ–ს მაცხოვრებლებს თავისებური გემოს პრეფერენციები აქვთ. უპირატესობას ანიჭებენ ცივ სასმელებს, მათ შორის ცივ ჩაის. ყინვაშიც აზრს არ იცვლიან. სწორედ ამიტომ, ელექტრო ჩაიდანი საშუალო სტატისტიკური ამერიკელისთვის უსარგებლო ნივთია.



თუ ამერიკაში კაფეში შეუკვეთავთ ცხელ ყავას ან ჩაის, შეიძლება ვერ გაგიგონ. ცხელი ყავის მიღების იმედი შეიძლება გქონდეთ, მაგრამ ჩაის შემთხვევაში ყველაფერი რთულდება. უარი შეიძლება გითხრან ან მოგიტანონ ცხელი წყალი და ჩაის პაკეტი, რომ სასმელი თავად გააკეთოთ.



როგორ აცხელებენ წყალს აშშ–ში?

image



როგორ აცხელებენ წყალს ამერიკელები, თუ მდუღარე წყალი სჭირდებათ? აშშ–ში წყლის გაცხელების ყველაზე პოპულარული მეთოდია მიკროტალღური ღუმელი. ეს საყოფაცხოვრებო ტექნიკა ყველგან არის, სადაც შესაძლებელია. ბევრი ადუღებს წყალს "საერთაშორისო" მეთოდით, რომელიც გამოიყენება მთელ მსოფლიოში – გაზქურაზე ქვაბში ან ჩვეულებრივ ჩაიდანში.



ამერიკაში ყავას იშვიათად ადუღებენ. ამ საქმეს ყავის აპარატებს ანდობენ. ეს მოწყობილობები საზღვარგარეთ თითქმის სრულყოფილია. ყავის აპარატი სწრაფად ამზადებს არომატულ სასმელს მინიმალური ენერგიის მოხმარებით. ასე რომ, თუ საზღვარგარეთ მიდიხართ, მოემზადეთ შეცვალოთ თქვენი პრეფერენციები ცხელი სასმლის მიმართ.



ასევე დაგაინტერესებთ:

იცით, რატომ არ შეიძლება დაბანა, როცა სარეცხი მანქანა ჩართულია

კორეული გათბობის სისტემა – თბილი იატაკები, რომელიც ჩვენს წელთაღრიცხვამდე გაჩნდა

ღობე რომბებით - ვინ გამოიგონა და რა არის მისი საიდუმლო

როგორ უმკლავდებიან სიცხეს ქვეყნებში, სადაც ზაფხულში ყველაზე მაღალი ტემპერატურაა

როგორ ფიქრობთ, რატომ შეიძინა იაპონიამ სსრკ-დან უზარმაზარი რაოდენობით გატეხილი მინის ბოთლი?




0
579
1-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
579