x
მეტი
  • 04.05.2024
  • სტატია:134617
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508782
რუსულ საიტზე ჩვენი "ჰალკი", ლევან საღინაშვილი ძალიან თბილადაა ნახსენები და უმაგრეს კაცს უწოდებენ

image
რუსულ სპორტულ საიტებს ხშირად ვათვალიერებ, ასევე სხვადასხვა თემატიკის რუსულ რესურსებს, მაინტერესებს რას წერენ რუსები ჩვენზე, ქართველებზე და რომ არ დაგიმალოთ ძალიან ნასიამოვნები დავრჩი, როცა საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მიერ საბერძნეთის დამარცხებასთან დაკავშირებით, რუსმა კომენტატორებმა საჯაროდ მოგვილოცეს გამარჯვება.
ახლა კი მორიგი სიამაყის განცდა გამიჩნდა, როცა რუსების მიერ მსოფლიოს საუკეთესო მკლავჭიდელი ლევან საღინაშვილი, იგივე "ჰალკი" ძალიან თბილი სიტყვებით შეამკეს.

"უმაგრესი კაცი", "ლეგენდა", ქართველი გოლიათი", "ადამიანი-ტიტანი", "ყველა დროის საუკეთესო მკლავჭიდელი"-ასეთ მოკლე კომენტარებს, მაგრამ სასიამოვნო კომენტარებს დებენ ლევანზე რუსები.
მე არ ვეკუთვნი ადამიანების იმ კატეგორიას, სპორტს და პოლიტიკას, ერთ კონტექსტში, რომ ახსენებს.
რუსეთთან ომს შევალიე წლები, მაგრამ ცხოვრებამ მასწავლა კარგი და ცუდი ნებისმიერ ერშია და არაა სწორი საქციელი, ერი ცუდი სიტყვებით შეამკო.

რუსების თქმით:

ლევან საღინაშვილია ყველაზე ძლიერი მკლავჭიდელი, მკლავჭიდის ისტორიის მანძილზე, წონითი კატეგორიისგან დამოუკიდებლად.
ლევან საღინაშვილის წონა 180 კილოგრამია, სიმაღლე 190 სმ, ეს მაშინ როცა მკლავჭიდელების საშუალო წონა 120-130 კილოგრამია", ლევანის სხეულის ფორმები ნებისმიერ მეტოქეს დააფრთხობს შეხვედრამდეც კი".

როგორ უნდა მოგიბრუნდეს ადამიანს ენა, ჩვენს სასიქადულო მკლავჭიდელზე ამის დამწერ რუსებზე ენა მოგიბრუნდეს და ცუდი დაწერო?

image

0
152
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
152