x
მეტი
  • 04.05.2024
  • სტატია:134620
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508794
15 უმარტივესი გამოცანა ტვინის გასავარჯიშებლად (პასუხები აქვს)

1. რბოლაში მონაწილეობდით და ადამიანს გადაასწარით, რომელიც მეორე პოზიციაზე იყო. თქვენ რომელ ადგილზე იქნებით?

2. როგორ შეიძლება 10 დღე ძილის გარეშე?

3. ტაქსის მძღოლი ქუჩაში მიდიოდა, ერთმხრივი, საპირისპირო მიმართულებით. გზაში მას 5 პოლიციელი შეხვდა, მაგრამ არცერთმა არ გააჩერა. რატომ?

4. თუ გაქვს, მას არავის უზიარებ. თუ გაუზიარებ, ის არსებობას შეწყვეტს. რა არის?

5. მანქანაში ორი მამა და ორი ვაჟი იმყოფება, მაგრამ მხოლოდ სამი ადამიანი. ეს როგორ არის შესაძლებელი?

6. ადამიანს, ვინც მას აკეთებს, არ სჭირდება... და ვინც ყიდულობს — არც მას სჭირდება. ხოლო ადამიანს, რომელიც მისით სარგებლობს, მისი არც დანახვა და არც შეგრძნება შეუძლია. რა არის?

7. ბნელ ოთახში ხართ, ასანთის ყუთით. იქვე 3 რამ არის: სანთელი, ლამპარი და შეშა. პირველად რას აანთებთ?

8. ხეები მისი სახლია, მაგრამ შიგნით არასდროს შედის... თუ ხიდან ჩამოვარდა, — აუცილებლად მოკვდება. რა არის?

9. ორი ადამიანი ჭადრაკს თამაშობდა და ორივემ მოიგო. ასეთი რამ როგორ უნდა მომხდარიყო?

10. რამ შეიძლება გაიაროს მინაში, ისე რომ ის არ გატეხოს?

11. სანამ კატა გარეთ იყო, წვიმა დაიწყო. მან თავშესაფარი ვერ იპოვა. მაგრამ, ბეწვის არცერთი ღერი არ დასველებია. როგორ შეიძლებოდა ეს მომხდარიყო?

12. სამი მეგობარი მიდის ერთად.

პირველი ამბობს:

— მე უკან ორი მეგობარი მომყვება!

მეორე ამბობს:

— უკან ერთი მეგობარი მომყვება. და კიდევ ერთი — წინ მიდის.

მესამე ამბობს:

— ჩემს წინ 2 მეგობარი მიდის და კიდევ ერთი, უკან მომყვება!

ეს როგორ შეიძლება მოხდეს?

13. ელმავალი აღმოსავლეთისკენ მიქრის. ქარი კვამლს რა მიმართულებით წაიღებს?

14. ეს ერთადერთი ორგანოა, რომელმაც სახელი თვითონ დაირქვა. რომელია?

15. რამდენად შორს შეუძლია მელას ტყეში შერბენა?


image


პასუხები:


1. მეორეზე

2. შეიძლება! თუ ადამიანი ღამე დაიძინებს.

3. იმიტომ რომ, მძღოლი ფეხით მიდიოდა

4. საიდუმლო

5. შვილი, მამა და შვილიშვილი

6. კუბო

7. ასანთს

8. ფოთოლი

9. ისინი სხვა მეტოქეებთან თამაშობდნენ

10. სინათლე

11. კატა სფინქსის ჯიშის იყო და ბეწვი არ ჰქონდა.

12. სამი მეგობარი წრეზე დადის

13. ელმავალს კვამლი არა აქვს

14. ტვინი

15. ნახევარზე. თუ უფრო ღრმად შევა, — ის ტყიდან უკვე გამორბის.


image

არხის სხვა სიახლეები:


* 10 მითი ევოლუციის შესახებ, რომლისაც სულ ტყუილად გვჯერა

* დაფნის ფოთოლი, როგორც სასწრაფო დახმარება დასუსტებული მცენარეებისთვის

* უცნაური და საგანგაშო ფაქტები ჩვენი გარემოს შესახებ

* რა საფრთხე გელით თუ საკმარისად არ გძინავთ?



0
568
1-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
568
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0