x
მეტი
  • 06.05.2024
  • სტატია:134639
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508834
ჰოლივუდური "აკრძალული სიყვარულის'' ისტორია

ჩემს, დღევანდელ, სტატიაში მსურს ერთ-ერთი ჰოლივუდური "აკრძალული სიყვარული''-ს ისტორიის შესახებ მოგიყვეთ. ქეთრინ ჰეპბერნი და სპენსერ ტრეისი ჰოლივუდის რამოდენიმე, დიდებული, ეპოქის ამომავალ ვარსკვლავებად ითვლებოდნენ, განსაკუთრებით, 30-იანი წლებიდან 80-იან წლებამდე, ამ პერიოდში, მათი პოპულარობა პიკს აღწევდა და ერთად 9 ფილმშიც კი მიიღეს მონაწილეობა. ქეთრინ ჰეპბერნმა მთელი თავისი კარიერის განმავლობაში 4 ოსკარიც კი მოიპოვა, ხოლო სპენსერ ტრეისი 2 ოსკარით დაჯილდოვდა.

image

წყვილი ერთმანეთს პირველად, 1942 წელს, კომედია-დრამის „წლის ქალი“-ს გადასაღებ მოედანზე შეხვდა. ზემოაღნიშნულ ფილმში ისინი, თამაშობდნენ ორ განსხვავებულ ჟურნალისტს, რომლებსაც ერთმანეთი შეუყვარდებათ და ცდილობენ თავიანთი პირადი ცხოვრება, მათი კარიერისადმი ერთგულებით, დააბალანსონ. ამ დროს, ტრეისი 41 წლის, ხოლო ჰეპბერნი 34 წლის იყო და მათი პირველი შეხვედრის შესახებ, ჰეპბერნმა წლების შემდეგ, განაცხადა, რომ „იგი, თავად, მაშინვე მიხვდა, რომ [მან] ის ერთადერთი პიროვნება იპოვა, რომელსაც მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში ეძებდა.''

image


მიუხედავად იმისა, რომ სპენსერსაც შეუყვარდა ქეთრინი და მათი ურთიერთობა გადასაღებ მოედანზევე დაიწყო, იგი ცოლს არ გაშორდა თავისი კათოლიკური შეხედულებების გამო. სპენსერი ღრმად მორწმუნე ქრისტიანი იყო და თვლიდა, რომ ღმერთმა იგი, ისედაც, საკმარისად დასაჯა იმით, რომ მან მის შვილს სმენა დაუქვეითა.

image

ქეთრინსაც არასდროს გამოუთქვამს სურვილი, რომ წყვილი დაქორწინებულიყო (რადგან პირველი განქორწინების შემდეგ თვლიდა, რომ ქორწინება წარუმატებელ ინსტიტუტს წარმოადგენდა). ჰეპბერნი ძალზე "თავისუფალი სული''-ს პატრონი იყო და შეზღუდვებს ვერ იტანდა, თუმცა შემდეგ თავის მემუარებში "მე: ჩემი ცხოვრების ისტორიებში'' აღნიშნა, რომ სპენსერი, რომელიც ძალზე "ნატანჯი'' სული იყო, რომელსაც ამასთანავე დეპრესია, უძილობა და შფოთვა, გამუდმებით, აწუხებდა, მისი სულიერი მეგობარი იყო და მის გამო არაერთ დათმობაზე წასულა, რასაც არასდროს ინანებდა.

image

ბევრი ადამიანი იმასაც კი ფიქრობდა, რომ მათი ურთიერთობა, ყალბი იყო და უბრალოდ, ერთმანეთის შეფარვის მიზნით განაცხადეს ერთმანეთის სიყვარულის შესახებ, როგორც ტეილორ ჯენკინს რეიდის ნაწარმოებ "ეველინ ჰუგო"-შია, ეველინისა და ჰარის ურთიერთობის თაობაზე აღნიშნული. თუმცა, ეს ჭორი არასდროს დადასტურებულა, თანაც, ქეთრინი ისეთი პირდაპირი პიროვნება იყო, რომ ხალხის უმეტესობა ფიქრობს, რომ სიკვდილის წინ მიცემულ ინტერვიუში იგი არაფრით მოიტყუებოდა და პირადად, მეც, ამ მოსაზრებას ვემხრობი.

image

ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჰეპბერნიდა ტრეისის მეგობრებმა და მთელმა ჰოლივუდმა იცოდა, რომ ისინი ერთად იყვნენ, თუმცა, ამას არ ასაჯაროვებდნენ. მათ ამ გადაწყვეტილბას მეგობრები და ჰოლივუდი დიდ პატივს სცემდა და ტაბლოიდებისგან, ისინი, ნებისმიერი სახის ინფორმაციას მალავდნენ."ისინი ყოველთვის ერთად ისხდნენ, ან ყავას სვამდნენ და უბრალოდ, ხელჩაკიდებულები საუბრობდნენ, ჩვენც მათ თავიანთ პატარა სამყაროში ვტოვებდით." - მათმა ერთ-ერთმა, საერთო, მეგობარმა მათი ურთიერთობა, სწორედ, შემდეგი სახით აღწერა.

image

საბოლოოდ, მათი რომანი, თითქმის, 27 წლის განმავლობაში გაგრძელდა, სპენსერის გარდაცვალებამდე, რომელიც გარდაცვლილი, სწორედ, ჰეპბერნმა, მათ საერთო სახლში, იპოვა, რაც შემდეგ სპენსერის მეუღლეს (ფორმალურსა და სპენსერისგან, ცალკე მცხოვრებს) შეატყობინა და პანაშვიდის ჩატარებაც, ყველა რელიგიური წესის თანახმად, მას მიანდო და თავად, ღრმა პატივისცემის ნიშნად, დაკრძალვას არ დაესწრო.

image

სწორედ, ასე ტრაგიკულად დასრულდა, ჰოლივუდური "აკრძალული სიყვარული''-ს ისტორია, რომელიც მხოლოდ მაშინ გასაჯაროვდა, როცა ერთ-ერთი შყვარებული გარდაიცვალა. აი ასეთი უსამართლო და უცნაურია ცხოვრება, თუმცა, ხალხი მაინც აგრძელებს ცხოვრებას და რაც მთავარია ცდილობენ, რომ წყენა გულში არ დაიტოვონ.

image


0
67
2-ს მოსწონს
ავტორი:ლიკა ზუბიაშვილი97
ლიკა ზუბიაშვილი97
67
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0