x
მეტი
  • 04.05.2024
  • სტატია:134617
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508756
დასახელდა 5 პროფესიის წარმომადგენელი, რომელიც ყველაზე ხშირად სტუმრობს უროლოგს
image

დასახელდა იმ ხუთი პროფესიის წარმომადგენელი, რომელიც ყველაზე ხშირად სტუმრობენ უროლოგს




უროლოგმა და ანდროლოგმა ალექს ლუბენიკმა აღნიშნა, რომ მეწარმეები და მძღოლები ყველაზე ხშირად მიმართავენ.


თავის Telegram არხზე მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა ჩამოთვალა ხუთი პროფესიის წარმომადგენელი, რომლებსაც სხვებზე მეტად აქვთ მამაკაცების ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები.



დოქტორის თქმით, მის სამედიცინო კაბინეტში ყველაზე ხშირად ხვდებიან IT სპეციალისტები, ბიზნესმენები, მძღოლები, მსხვილი ბიზნესის მფლობელები და ოფისის თანამშრომლები.


მისი განმარტებით, ყველა ამათგანს აერთიანებს ერთი რამ- უმოძრაო ცხოვრების წესი, რაც იწვევს ფიზიკურ უმოქმედობას და წონაში მატებას. და სწორედ ამ მიზეზების გამო ვითარდება პროსტატის ჯირკვლის დაავადებები, მათ შორის პრობლემები ექმნებათ სასქესო ორგანოებს.


"მეწარმეებს და მსხვილი ბიზნესის მფლობელებს აერთიანებს ქრონიკული სტრესი, კორტიზოლის (გლუკოკორტიკოიდების კლასის სტეროიდული ჰორმონი)მუდმივად მაღალი დონე, სიმპათიკური ნერვული სისტემის მუდმივი ტონუსი, რაც აბსოლუტურად შეუთავსებელია მათი სექსუალურობის რეალიზებასთან."



ბოლოს მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა აღნიშნა, რომ ჯანმრთელობაზე ისეთივე ინვესტიცია გჭირდებათ, როგორც თქვენს საქმიანობაში. მეტი უნდა იმოძრაოთ, აკონტროლოთ წონა, დაისვენოთ საკმარისად და არ გადაიქანცოთ.


ადრე გამოვაქვეყნეთ ბრიტანელი უროლოგის, ნილ ბარბერის რჩევა, -"სამი ძირითადი მეთოდი პროსტატის პროფილაქტიკისათვის".(მიყევი ბმულს)



ასევე სექსოლოგმა ტრეისი კოქსმა ჩამოთვალა ძირითადი ფაქტორები, რომლებიც პარტნიორთან სექსის დროს ხელს უშლის ქალებს ორგაზმის მიღწევაში . მის მოსაზრებას Daily Mail ავრცელებს.(მიყევი ბმულს)

0
43
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
43
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0