x
მეტი
  • 02.05.2024
  • სტატია:134568
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508706
ლუდი მხოლოდ მოხუცებისთვის – ბრაზილიაში გამოიგონეს სასმლის ახალი სახეობა
ლუდს, როგორც სხვა დაბალ ალკოჰოლურ სასმელს, აქვს ასაკობრივი ზღვარი მსოფლიოს უმეტეს ქვეყანაში. ზოგიერთ ქვეყანაში ლუდს ყიდიან 18 წელს გადაცილებულ პირებზე, ზოგიერთ ქვეყანაში ასაკობრივი ზღვარი 21 წლიდან იწყება. ბრაზილიაში უფრო შორს წავიდნენ და მოიგონეს ლუდის ახალი სახეობა, რომლის დალევა მხოლოდ 70 წელს გადაცილებულებს შეუძლიათ. არა, არ ვსაუბრობთ ეგზოტიკურ სასმელზე ვალაკორდინის ნოტებით. ახალი ლუდი სპეციალურად ადაპტირებულია მოხუცების გემოს რეცეპტორებზე.



image



უჩვეულო ლუდი გამოუშვა Beck’s–ის კომპანიამ ლიმიტირებული ტირაჟით. იდეა სერიოზულ სამეცნიერო კვლევაზე დაფუძნებულია. ცნობილია, რომ ასაკთან ერთად ადამიანის გრძნობები უარესად იწყებს მუშაობას. მხედველობა და სმენა ქვეითდება, არომატები და შეხება ნაკლებად მკაფიოდ აღიქმება. სამწუხაროდ, ეს გემოს რეცეპტორებსაც ეხება.



image




ლუდის მცოდნეები კარგად ერკვევიან სასმლის გემოში. ყველა ეს „სიმწარე“, „სიმჟავე“ და „ნოტები“ მათთვის დიდ როლს თამაშობს. ოღონდ სიბერეში გემოს ნიუანსების გარჩევა ძნელდება, რაც ძალიან აწუხებთ ლუდის მოყვარულებს. უცნობია რატომ, მაგრამ გლობალური მასშტაბის აშკარა პრობლემაზე მხოლოდ ბრაზილიაში იზრუნეს. ხანგრძლივი მუშაობის და უთვალავი დეგუსტაციის შემდეგ დაიბადა სასმელი ლუდის მოყვარული მოხუცებისთვის.



image



რით განსხვავდება Beck’s–ის „მოხუცების“ ლუდი ჩვეულებრივი ლუდისგან? უბრალოდ სიმწარე გაზრდილია. ახალგაზრდებს მოეჩვენებათ სპეციფიკურად, არც ისე სასიამოვნოდ. აი, ვინც უკვე პენსიაზე გასულია, ლუდის გემო მისი გემოს რეცეპტორების გათვალისწინებით შესაფერისი იქნება. სასმლის შეზღუდული პარტია ცნობისმოყვარეობისგან რომ დაეცვათ, გადაწყვიტეს ახალი ლუდი მხოლოდ სამიზნე აუდიტორიისთვის მიეყიდათ.



ასე რომ, თუ ჯერ კიდევ არ ხართ 70 წლის, ამ ლუდზე ბაბუას ან ბებიას გაგზავნა მოგიწევთ. და მაინც, ლუდის სახეობას მნიშვნელობა არ აქვს. როგორც მეცნიერები ამბობენ, ლუდი გვაბედნიერებს. რა თქმა უნდა, თუ ზომიერებას დავიცავთ.



ასევე დაგაინტერესებთ:

უბრალოდ წყალი დაუმატეთ: გერმანიაში ლუდის ფხვნილი გამოიგონეს (ჯერ უალკოჰოლო)

ტეკილა წონის დაკლებაში დაგეხმარებათ - ნათქვამია კვლევაში

მეცნიერთა ჯგუფის მნიშვნელოვანი შეტყობინება: ალკოჰოლზე უარის თქმა არ გაბედოთ - ეს ნაადრევ სიკვდილს იწვევს



0
111
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
111