x
მეტი
  • 02.05.2024
  • სტატია:134568
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508706
რქადადგმულთა სტატისტიკა: 10 ქვეყანა, რომელთა მაცხოვრებლები ყველაზე ხშირად ღალატობენ მეუღლეებს
პროექტი World Population Review აგროვებს სტატისტიკურ მონაცემებს და აქვეყნებს თავისი მუშაობის შედეგებს სხვადასხვა კატეგორიაში. ამჯერად ცნობილი გახდა ქვეყნები, რომელთა მაცხოვრებლებმაც პარტნიორები ყველაზე ხშირად ამხილეს ღალატში. ამ ცნებაში იგულისხმება, რომ ოფიციალურ ან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ერთ-ერთ პარტნიორს ჰქონდა სქესობრივი კონტაქტი სხვა ადამიანთან პარტნიორის თანხმობის გარეშე. კვლევაში არ მონაწილეობდნენ წყვილები, რომელთათვის ღია ურთიერთობები მისაღებია.



image



მსოფლიო რეიტინგის მიხედვით, რომელ ქვეყნებში ღალატობენ პარტნიორები ერთმანეთს ყველაზე ხშირად?



მე–10 ადგილი. ავსტრალია

image


ღალატის მაჩვენებელი: 44%

მეტი სიცხადისთვის გამოყენებულია სიაში შეტანილი ქვეყნების ცნობილი ადამიანების ფოტოები. ისინი შემთხვევით შერჩეულია და არ არის დაკავშირებული კვლევის თემასთან.

სტატისტიკა აჩვენებს, რომ ავსტრალიელები ყველაზე ხშირად ღალატობენ თავიანთ პარტნიორებს უცნობებთან.



მე-9 ადგილი. რუმინეთი

image

ღალატის მაჩვენებელი: 46%

რუმინელები დიდი ალბათობით უღალატებენ პარტნიორს მეგობართან.



მე–8 ადგილი. იაპონია

image

ღალატის მაჩვენებელი: 49%

იაპონელებიც ამ საქმისთვის მეგობრებს ირჩევენ.



მე–7 ადგილი. რუსეთი

image

ღალატის მაჩვენებელი: 53%

რუსეთში ღალატის შემთხვევების დიდი პროცენტი შემთხვევით კავშირებზე მოდის.



მე–6 ადგილი. საფრანგეთი

image

ღალატის მაჩვენებელი: 57%

ფრანგები უფრო ხშირად ღალატობენ უცნობებთან, ვიდრე ნაცნობებთან.



მე–5 ადგილი. ბრაზილია

image

ღალატის მაჩვენებელი: 57%

ბრაზილიელები სხვებისგან განსხვავდებიან. ხშირად ღალატობენ პარტნიორს გაცნობის საიტებისა და აპლიკაციების გამო.



მე–4 ადგილი. ტაილანდი

image

ღალატის მაჩვენებელი: 61%

ტაილანდში ღალატის დიდი პროცენტი შემთხვევით კავშირებზე მოდის.



მე–3 ადგილი. დიდი ბრიტანეთი

image

ღალატის მაჩვენებელი: 66%

დიდ ბრიტანეთში ღალატის ყველაზე გავრცელებული მიზეზი მეგობრები არიან.



მე–2 ადგილი. გერმანია

image

ღალატის მაჩვენებელი: 68%

გერმანელებიც ხშირად ღალატობენ პარტნიორს მეგობრებთან.



1–ელი ადგილი. აშშ

image

ღალატის მაჩვენებელი: 71%

აშშ–ში ყველაზე ხშირად ღალატის მიზეზი ყოფილი პარტნიორია.



კვლევაში მსოფლიოს ყველა ქვეყანა არ მონაწილეობდა. მაგალითად, აფრიკის კონტინენტის ქვეყნები გამოკითხვებში არ მონაწილეობდნენ. სხვა ქვეყნების სტატისტიკა აჩვენებს, რომ ყველაზე ნაკლები მოღალატე ცხოვრობს ისლანდიაში (9%) და გრენლანდიაში (12%), არც ისე ბევრია ირლანდიაში (15%).



ასევე დაგაინტერესებთ:

ფოტოგრაფმა გაამხილა, რომელი 3 კადრი მიუთითებს მალე განქორწინებაზე

ცოლმა ქორწილის მეორე დღეს განქორწინება მოითხოვა - მიზეზი რომ იცოდეთ, თქვენც ასე მოიქცეოდით

50-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ ქმარმა ცოლს ჰკითხა, მისი ერთგული თუ იყო - მოსმენილმა გონება დააკარგვინა

ძველი ტრადიცია ბრუნდება – რატომ ეძინა ადრე ცოლ–ქმარს ცალ–ცალკე?

15 საჩუქარი, რომელიც ქალებს არასდროს უნდა აჩუქოთ

იყო კარგი მეცნიერი, მაგრამ არა ქმარი: ქცევის წესები, რომელიც აინშტაინმა ცოლისთვის შეადგინა



0
817
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
817