x
მეტი
  • 01.05.2024
  • სტატია:134567
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508702
"გაავრცელეთ ვისაც არ გეზარებათ და საჭიროდ ჩათვლით" - რა სტატუსს ავრცელებს იუნა შაფათავა?
image


"არც მცალია რამე ავხსნა.

არც მთავრობის მხარეს ვარ, არც ოპოზიციის.

უბრალოდ გადავხედე ‘უცხოურ აგენტებზე’ კანონს რუსეთში, ასევე აშშ-ში.


ორივე ქვეყანაში ერთი დასახელებით იძებნება, მსგავსი რეგულაციებით.

აშშ-ში პირველად იქნა მიღებული 1938 წელს და დღესაც ძალაშია, სხვადასხვა წლებში ჩასწორებებით; ყველა უცხოელი აგენტი (ანუ უცხო ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე) ვალდებულია, დაარეგისტრიროს თავისი საქმიანობა DOJ-ში- იუსტიციის დეპარტამენტში, აქტივობის ქვეყანაში თავისი კონტაქტების, საქმიანობის ჩამოთვლით, ასევე გადახდების და ფულის განკარგვის ჩათვლით.



აშშ-ც აკონტროლებს უცხო ე.წ.’აგენტებს’ თავის ტერიტორიაზე. ‘აგენტი’ შიკრიკს არ ნიშნავს, საქმიანობის წარმომადგენელს ნიშნავს;

უბრალოდ, დიპლომატიური პირებისგან განსხვავებით, ესენი არ სარგებლობენ დიპლომატიური იმუნიტეტით; ასევე, მათ არ აქვთ არჩევნებში რაიმე სახით მონაწილეობის უფლება (დამკვურვებლობის ჩათვლით), ქვეყნის მთავრობის მიერ გადაწყვეტილებებში მონაწილეობის უფლება.



რაც ძალიან კომფორტულია ნებისმიერი ქვეყნის მთავრობისთვის, იცავს მათ გადაწყვეტილებებს.

რატომ არ აწყობს ეს საერთაშორისო სამართლის ნორმით მისაღები კანონი (და არა ‘რუსული კანონი’), ქართულ ე.წ. ‘ოპოზიციას’, არის ის, რომ მემარცხენე და ჩრდილოვანი ფრონტიდან მართული და დაფინანსებული ძალები, ვერ მოახდენენ ზეგავლენას საქართველოს ბედზე.

შეძლებისდაგვარად მარტივად დავწერე.

აქვე, ჩემს საყვარელ და საფიცარ სამშობლოს მოვახსენებ, ოფიციალური წყაროების ინფორმაციით, რომელზეც მაქვს წვდომა;


მიშა სააკაშვილი წმინდანად და წამებულად დიდი ხანია, აღარ ითვლება აშშ-ში, იგივე უცხოური აგენტების ყალბი დასკვნების მიუხედავად; არც პოლიციელებზე თავდასხმა მართლდება, საქართველოს მთავრობის სახლის ნიკა მელიას და ნაცების მიერ შტურმის დროს, როცა გამოყენებული იყო ტერირისტული მეთოდები, ე.წ. ‘ოპოზიციის’ მხრიდან, სახელმწიფოს გადატრიალების მცდელობით, მიშა სააკაშვილის წაქეზებით პირდაპირ ეთერში, პოლიციის და სამართალდამცველების დაუმოეჩილებლობისკენ მოწოდებებით, რაც პორდაპირ ტერორიზმის ხელშეწყობად კვალიფიცირდება, საერთაშორისო სამართლის ნორმებით.

საქართველოს მთავრობის დანაშაული ის არის, რომ იმ გადატრიალებაში მონაწილეები კი გაასამართლეს, მაგრამ განაჩენში არ შეეზღუდათ მომავალი პოლიტიკური და საზოგადოებრივი საქმიანობის უფლება.

ამ ყველაფერს, კანონთან ‘უცხოეთის აგენტების შესახებ’

არაფერი აქვს საერთო.

კიდევ ერთხელ, როგორც ჩემი ქვეყნის შეგნებული მოქალაქე, ვხელმძღვანელობ კანონების შედარებით.

არ შეიძლება, ხალხის დამსჯელი იარაღი - პარტია, რომელიც ოფიციალურად არ გასანართლდა- ყოველ ნაბიჯზე და ყველა მომენტში, ყველა საშუალებად იყენებდეს, საკუთარი ხალხის წასაქეზებლად, ქვეყანაში არასტაბილური სიტუაციის შესაქმნელად, მაშინ როცა, არც ხალხის უკანონო ძარცვა-დახვრეტა-წამებაზე, ძალაუფლების გადამეტებაზე, საქართველოს მიწების გასხვისებაზე რუსეთზე, წაგებულ ომის ინსცენირებაზე, ინსცენირებულ გამარჯვებაზე, ხალხის ქონების მისაკუთრებაზე, დაშინებაზე, ტერორზე, გენოციდზე, ისტირიული ძეგლების განადგურებაზე, პრეზიდენტის და მისი ამალის აღვირახსნილობაზე და ნარკოტიკებით სარგებლობის ფაქტებზე, არ შემდგარა საერთაშორისო ექსპერტების მიერ დაკომპლექტებული სასამართლო, რომ მთელი სერიოზულობით მიგვეთხოვა პასუხი მათგან და არ გეთრიათ ის 6 პიჯაკი, ტერორისტზე და სადისტზე და მის მიერ განხორციელებული გენოციდის და სამშობლოს ღალატის საქმეზე თვალი არ დაგეხუჭათ და ქართული ოცნება, თქვენ მოგეთხოვებათ ამაზე პასუხი და ხართ თანამონაწილეები ხალხის გაურკვევლობაში!



დიახ, თქვენი ოროსნების- ღარიბაშვილისნაირი იდიოტების დანიშვნით დარჩა ეს ქვეყანა წარსულში და ხალხი ცდილობს, თავი დააღწიოს მათზე თავს მოხვეულ ხან ყოფილ ჭურჭლის მრეცხავ მინისტრზე, ხან მის საყვარლებზე, ხან ყოფილი კრიმინალი პრეზიდენტის ინტრიგანი საყვარლებისგან და თანამეინახეებისგან.


და ეს ყველაფერი სრულებით არ ამართლებს ხალხზე ნაჯახის აღმართვას.

არც პოლიციელი გეცოდებათ, არც ხალხი.

ძალადობა და მისი ხელშეწყობა და მასში თანამონაწილეობა არ მართლდება არც ერთ მხარეს.


რაც შეეხება ჩემს პოზიციას- მე იურიდიული განათლება მაქვს და მხოლოდ კანონის მხრიდან და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე ვუყურებ სურათს.


ჩემი აზრი არ არის საინტერესო, რადგან არ ვარ არც ერთი პროცესის მონაწილე. ვარ მხოლოდ უცხოეთში მაცხოვრებელი საქართველოს მოქალაქე და ჩემს აზრს ვაფიქსირებ.

მაგალითისთვის, დღეს რომ დავაფუძნო NGO აშშ-ში, მსგავსი კანონის ქვეშ მოექცევა ჩემი საქმიანობა აშშ-ში და ვალდებული ვარ, აშშ-ს იუსტიციის სამინისტროს ჩავაბარო სრული ანგარიში.



და კიდევ: ვაშინგტონში ვარ დღეს. ძალიან დიდი პატივს ვცემ ამ ქალაქს. პენსილვანიის ავენიუზე გული მიჩქარდება, იმდენად ახდენილი ოცნებაა ჩემი აქ ყოფნა.

ამ ქუჩებში უვლია ჯონ კენედის, ელეონორ რუზველტს, რონალდ რეიგანს, მერილინ მონროს, ლინკოლნს.


ამ ადამიანების სტატუსი ამ ქვეყანაში ღმერთის ტოლია და მათი ღვაწლის მიუხედავად, ლუპით აკვირდებიან მათ, დემოკრატიის პრინციპია, გამჭვირვალობა და ობიექტურობა.


ამ ქუჩების, პენსილვანიის ავენიუს და რუსთაველის გამზირის მტვერს გეფიცებით, მე მხოლოდ ჩემი ქვეყნის და ხალხის ბედნიერება მამოძრავებს, ამდენს რომ ვწერ. და მომთხოვნი ვარ როგორც მიშა სააკაშვილის, ასევე სხვა შემდეგი პრეზიდენტების მიმართ.



ჩემი და რომ ჩემი დაა, ოჯახის სიწმინდეზე წინ სამშობლოს ინტერესს ვაყენებ, ასეთია წესი.

ვისაც გწყინთ- ისტორიამ განსაჯოს.

მშვიდობა და ბედნიერება ჩემს სამშობლოს და ხალხს!

გაავრცელეთ ვისაც არ გეზარებათ და საჭიროდ ჩათვლით."-წერს სოციალურ ქსელში აშშ-ი გადაბარგებული ცნობილი ტელესახე იუნა შაფათავა.

0
324
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
324
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0