x
მეტი
  • 02.05.2024
  • სტატია:134568
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508706
წარსულის რარიტეტული კადრები, რომლებიც აუცილებლად უნდა ნახოთ!
image


რამდენ საიდუმლოს ინახავს ისტორია და რა იშვიათად გვეძლევა ხოლმე შანსი მასთან ოდნავ მაინც მიახლოების. დღეს, სწორედ ასეთი უნიკალური შესაძლებლობა გვეძლევა. დღევანდელ სტატიაში წარმოგიდგენთ საინტერესო მოვლენების ამსახველ ფოტოებს, რომლებიც დროებით წარსულში დაგვაბრუნებს და ბევრ საინტერესო მოვლენაზე აგვიხელს თვალს.


image



"Casino de Paris"-ის კულისებს მიღმა, 1968 წლის დეკემბერი


image



წყვილი, რომელიც კოსმოსური ხომალდის "აპოლო 8"-ის გაშვებას აკვირდება, 1968 წელი


image



ნიუ-იორკის პატარა ბინადრები ღამის ჩახუთულობას თავს სახანძრო კიბეზე აღწევენ, 1900-იანი წლების დასაწყისი



image



ნიუ-იორკი, 2001 წლის 11 სექტემბერის საშინელი ტრაგედია


image



ელვის პრესლის ფანი ფილადელფიაში გამართულ მისსავე კონცერტზე, 1957 წლის 6 აპრილი


image


ძირძველი ამერიკელის ერთ-ერთი ადრეული ფოტო მგელთან ერთად გადაღებული, ცნობილია რომ ინდიელები ამ მტაცებლებს პატივს სცემდნენ და მათთან მეგობრობდნენ კიდეც


image



22 წლის "WASP"-ის მშვენიერი პილოტი შირლი სლეიდი, საფრენი ჩაფხუტით, სათვალითა და ხელთათმანით, 1943 წელი


image


გამომგონებელი ჩარლზ ს.ლ. ბეიკერი და მისი თანაშემწე გათბობის-რადიატორის სისტემის დემონსტრირებისას, 1906 წელი



image


პატარძალი ცოტა ხნის წინ დაბომბილი სახლიდან საკუთარი ქორწილის აღსანიშნავამიემართება, ლონდონი, 1940 წლის 4 ნოემბერი


image


ბობი გიბი, პირველი ქალი, რომელმაც 1966 წელს ბოსტონის მარათონი გაირბინა, ის ნომრის გარეშე მირბოდა, რადგან ქალებს შეჯიბრებაზე როგორც წესი, არ უშვებდნენ


image


პატარა ავტომრბოლელი, 1930 წელი


image


ჯგუფ "Kiss"-ის წევრები მშობლების გარემოცვაში, 1976 წელი



image


ინუიტი ბიჭს მშვილდის სროლას ასწავლის, დაახლოებით 1920 წელი


image


მერძევე "ლონდონური ბლიცის" დროს (ნაცისტური გერმანული თვითმფრინავების მიერ დიდი ბრიტანეთის დაბომბვა 1940 წლის 7 სექტემბრიდან 1941 წლის 10 მაისამდე), 1940 წელი


image


თქვენ წინაშეა "Apple"-ის ცნობილი მხატვარი, სიუზან კარე, რომელმაც შექმნა მრავალი შრიფტი, სიმბოლო და გამოსახულება "Apple"-ისთვის, "Next"-ისთვის, "Microsoft"-ისთვის და "IBM"-ისთვის, 1980-იანი წლები


image


ორი ქაშმირელი გიგანტი ამერიკელ ფოტოგრაფ ჯეიმს რიკალტონთან ერთად, 1903 წელი


image


ველოსიპედის ტარებას მოწყურებული გოგონა, 1961 წელი



image


ჰიპი მამა ქალიშვილთან ერთად სეირნობისას, ამსტერდამი, 1968 წელი


image


მარინა ხინესტა, 17 წლის აქტივისტი, ჟურნალისტი და მთარგმნელი, ბარსელონაში მდებარე სასტუმრო "Colón"-ის სახურავზე, 1936 წელი



image


ამერიკელი ჰარპუნით თევზაობის დროს ოჯიბვეს ტომის წარმომადგენელი, მინესოტა, 1908 წელი



image


ოაზისი გიზაში, 1917 წელი


image


ძაღლისთვის ორცხობილა დღეისთვის არ არის, ლონდონი, 1939 წელი


image


როგორც ჩანს, ბიკინი ყველას არც უწინ მოსწონდა. თქვენ წინაშეა მეტისმეტი სიშიშვლით აღშფოთებული ერთკაციანი აქციის მონაწილე გოგონა ტრანსფარენტით ხელში, რომელზე დატანილი ტექსტის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ აქტივისტი ყველა "უწმინდურს" ჯოჯოხეთში უშვებს, მაიამი - ბიჩი, 1980-იანი წლები


image


მოცეკვავეები წარმოდგენამდე დროს ჭადრაკის თამაშით კლავენ, 1958 წელი








0
427
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
427