x
მეტი
  • 02.05.2024
  • სტატია:134568
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508706
,,ყველაზე ძვირადღირებული ქალიშვილები მსოფლიოში"- გოგონები, რომლებმაც თავიანთი ქალწულობა აუქციონზე გაყიდეს

აუქციონებში მონაწილეობისას შეგიძლიათ ნახოთ გასაყიდად გამოტანილი ყველაზე უცნაური ლოტები. მაგრამ ყველაზე შეუსაბამო და შოკისმომგვრელი საქონელი არის გოგონების ქალწულობა. ქალიშვილობის გასაყიდად გატანისას ქალბატონები ადგენენ მინიმალურ ფასს და მიუთითებენ მისი შეძენის პირობებზე. წარმოგიდგენთ გოგონებს, რომლებმაც აუქციონზე ამგვარად ივაჭრეს:


1. ნატალი დილანი

ნატალიმ თავისი ქალწულობა გასაყიდად გამოაცხადა ლეგალური ბორდელის Moonlite Bunny Runch-ის მეშვეობით. ნატალიმ ფულის შოვნის ეს გზა აირჩია მაშინ, როცა შეიტყო, რომ მისმა დამ რამდენიმე ათასი დოლარი გამოიმუშავა პროსტიტუციით სულ რაღაც სამ კვირაში. გოგონამ ვაჭრობის დაწყება საჯაროდ გამოაცხადა ცნობილ სატელევიზიო შოუში პირდაპირ ეთერში. მალე ნატალის შესაძლებლობა მიეცა გაეყიდა ქალიშვილობა 3 700 000 დოლარად.image


2. გარსიელა იატაკო

პერუელ მოდელ გარსიელა იატაკოს ფული ძალიან სჭირდებოდა და ქალიშვილობის გაყიდვაზე უკეთესი ვერაფერი მოიფიქრა. კათოლიკე პერუელებმა გოგონას ეს ქმედება დაგმეს, მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდა მოდელი დედისთვის სამკურნალო თანხას აგროვებდა. ასეთი ზეწოლის ქვეშ მოდელმა რეკლამა წაშალა. ერთი თვის შემდეგ, ჯიუტი კანადელი მზად იყო გოგონას ანგარიშზე 1, 500, 000 დოლარი გადაერიცხა, მაგრამ მან კატეგორიულად უარი თქვა. მაშინვე პერუელებმა კვლავ დაიწყეს გარსიალას დაგმობა და მისი დადანაშაულება, რომ სურდა რაიმე გზით გამხდარიყო ცნობილი. image


3. კატარინა მიგლიორინი

კატარინა ბრაზილიიდანაა. გოგონა ცნობილი გახდა ქალიშვილობის 780 000 დოლარად გაყიდვით. აუქციონში გამარჯვებული იაპონელი იყო, რომლის ვინაობა უცნობია. გარიგების პირობების თანახმად, შეხვედრა უნდა შემდგარიყოვსაერთაშორისო წყლებზე დაფრენილ თვითმფრინავში, რათა თავიდან აეცილებინა რაიმე გადასახადი. კატარინა ამტკიცებდა, რომ მის ქმედებას პროსტიტუციასთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა და მშობლიურ ქალაქში ღარიბი ოჯახებისთვის სახლების აშენებას აპირებდა.image

4. კეტი კობლერსონი

2004 წელს ტეხასელმა 24 წლის ამერიკელმა ქალმა ქალწულობაზე უარის თქმა გადაწყვიტა. ძვირფასი ლოტი გამოჩნდა eBay-ზე და მყისიერად გამოიწვია ბევრი პოლემიკა. კეტის თქმით, ამ ნაბიჯის გადადგმისკენ მას უზარმაზარმა ვალმა აიძულა. გოგონამ გარყვნილებს სთხოვა, არ შეეწუხებინათ, რადგან პირველი სექსუალური გამოცდილება მისთვის კომფორტულ გარემოში უნდა მომხდარიყო. რამდენიმე ადამიანი მაშინვე დათანხმდა, რომ შემოთავაზებული პროდუქტის მყიდველები გამხდარიყვნენ და 100 000 დოლარი შესთავაზეს. ჟურნალისტებმა ვერასოდეს გაარკვიეს, ვინ გახდა გოგონას რჩეული.image


5. ალინა პერჩა

ეს კიდევ ერთი სწავლა მოწყურებულ სტუდენტზე. 18 წლის ასაკში ალინამ დატოვა რუმინეთი და სასწავლებლად გერმანიაში წავიდა. ენობრივი ბარიერის გამო სტუდენტს გაუჭირდა სამსახურის შოვნა. ნატალი დილანის გახმაურებული საქმით შთაგონებულმა ალინამ გადაწყვიტა ქალიშვილობა 70000 დოლარად გაეყიდა. მაგრამ მისი მოლოდინი არ გამართლდა და 45 წლის იტალიელისგან მხოლოდ 14000 დოლარის მიღება შეძლო. მამაკაცმა გოგონას ვენეციაში ავიაბილეთის საფასური გადაიხადა, ქალაქი დაათვალიერებინა და სასტუმროს მდიდრული ნომერი უქირავა. ალინა იძულებული გახდა ორი სამედიცინო გამოკვლევა გაეტარებინა, რამაც დაადასტურა, რომ ვენეციაში ჩასვლის დროს იგი ქალწული იყო.image


6. როზი რეიდი

2004 წელს ინგლისელმა სტუდენტმა სასოწარკვეთილი ნაბიჯი გადადგა. იმის მტკიცებით, რომ მას არ ჰქონდა საკმარისი ფული სწავლის საფასურის დასაფარად, განათავსა რეკლამა თავისი ქალწულობის გასაყიდად. როზიმ აღნიშნა, რომ ის ლესბოსელი იყო არასდროს უკოცნია მამაკაცს. რეკლამას 2000-ზე მეტი ადამიანი გამოეხმაურა. გოგონამ აირჩია 44 წლის ინჟინერი, რომელმაც ყველაზე მაღალი ფასი შესთავაზა: $13, 000. გარიგება ლონდონის სასტუმროს ერთ-ერთ ნომერში შედგა. გვერდით ოთახში როზის 26 წლის შეყვარებული გოგონა ელოდებოდა. მოგვიანებით როზიმ აღიარა, რომ თავისი ისტორიით სურდა მთავრობის ყურადღების მიპყრობა ლონდონში ძვირადღირებული განათლების პრობლემაზე.image


0
898
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
898
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0