x
მეტი
  • 30.04.2024
  • სტატია:134528
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508648
კიდევ ერთი მძლავრი დარტყმა რუსეთის ეკონომიკისათვის, სამომავლოდ ავსტრიაც აპირებს აკრძალოს რუსული აირის იმპორტი

image
ავსტრიის ენერგეტიკის სამინისტრომ მოამზადა კანონპროექტი რომლის მიხედვითაც ავსტრიის ხელისუფლება სრულად იტყვის უარს რუსულ გაზზე, თუმცა ეს არ ეხება წელს და მომავალ წელს მისაღებ გადაწყვეტილებას.


ავსტრია რუსულ აირზე უარს მთლიანად იტყვის 2027 წლიდან-ამგვარი სათაურით წერს სტატიას გაზეთი "Kleine Zeitung".

ავსტრია მოქმედებაზე გადავა წელსვე და რუსული აირის იმპორტს მაქსიმალურად შეამცირებს, ამჟამად ავსტრია რუსული აირის იმპორტს უკვე 60%-დე ზღუდავს, მომდევნო წლებში იმპორტი კიდევ უფრო შემცირდება, 2027 წელს კი ავსტრია საერთოდ შეწყვეტს რუსული აირის იმპორტს.

2023 წელს ავსტრიაში რუსული აირის იმპორტი შადგენდა 98%-ს, თებერვლისთვის ეს მაჩვენებელი ჩამოვიდა 87%-ზე, ამჟამად ავსტრიის აირის იმპორტი რუსეთიდან 60 %-ია.

აშშ-ს ადმინისტრაციამ დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებასთან კოორდინირებით აკრძალა რუსული ალუმიინის, სპილენძის და ნიკელის იმპორტი რუსეთიდან.

"დღეს, აშშ-ს ფინანსთა სამინისტრომ დიდ ბრიტანეთთან ერთად აკრძალა რუსული ალუმინის, სპილენძის და ნიკელის იმპორტი, ეს აკრძალვები მიმართულია რუსეთისათვის შემოსავლების შესაზღუდად-ასეთი განცხადება დევს აშშ-ს ფინანსთა სამინისტროს პრეს-რელიზში.

გრძელვადიან პერსპექტივაში ეს აკრძალვები სერიოზულად დაარტყამს რუსეთის ბიუჯეტს, რადგან აშშ და დიდი ბრიტანეთი დიდი რაოდენობით მოიხმარდნენ რუსულ ალუმინს, სპილენძს და ნიკელს, ამასთან ერთად ლონდონის ბირჟა იყო ერთგვარი შუამავალი რუსეთსა და ევროპის ქვეყნებს შორის აღნიშნული მეტალებით ვაჭრობაში.






0
169
4-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
169