x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134527
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508648
დაღლილობა და წონის მატება? - ნიშნები, რომ ორგანიზმს სასწრაფოდ სჭირდება უჯრედისი
უჯრედისი (საკვები ბოჭკოები) უდავოდ მნიშვნელოვანი ელემენტია რაციონში. გვხვდება ბოსტნეულში, ხილში, მწვანილში, თხილში და მარცვლეულში. როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, უჯრედისი უნდა მივიღოთ ახალგაზრდობის, ჯანმრთელობის, სიმსუბუქის და დღეგრძელობის მხარდასაჭერად.



image



საკვებ ბოჭკოებზე უარის თქმისას ჩნდება არასასურველი სიმპტომები და ჯანმრთელობის პრობლემები. რა ნიშნები მიუთითებს, რომ ორგანიზმს სასწრაფოდ ესაჭიროება უჯრედისი?



image



დაღლილობა ჭამის შემდეგ


თუ არ მიირთმევთ საკმარის უჯრედისს, შეიძლება იგრძნოთ დაღლილობა ჭამის შემდეგ. ამ სიმპტომს იწვევს სისხლში გლუკოზის მაღალი დონე. შაქარი მატულობს ჭამის შემდეგ, რადგან საკვები ნივთიერებები სისხლში შეღწევას იწყებს.



image



ჭამის შემდეგ დაღლილობის თავიდან ასაცილებლად უჯრედისის მიღება გაზარდეთ. კუჭ-ნაწლავის ტრაქტში მოხვედრისას უჯრედისი ანელებს საკვები ნივთიერებების ათვისებას. ასე სისხლში შაქრის დონე უფრო სტაბილური დარჩება ჭამის შემდეგ.



image



მადის მომატება და ჭარბის წონა



საკვების, რომელიც უჯრედისს არ შეიცავს, მონელება სწრაფად ხდება. ამ მიზეზით ჭამის შემდეგ შიმშილს სწრაფად გრძნობთ. ხშირი ჭამით კი ზედმეტი კილოგრამები შესაძლოა მოიმატოთ.



უჯრედისი ხელს უწყობს შიმშილის წინააღმდეგ ბრძოლას და ხელს უშლის წონის მატებას. საკვები ბოჭკოები სივდება და კუჭში ადგილს იკავებს. ასე დიდი ხნით დანაყრდებით. უჯრედისი ხელს უწყობს მადის კონტროლს, ზედმეტ ჭამას თავიდან გაცილებთ და ნორმალური წონის შენარჩუნებაში გეხმარებათ.



image



„ცუდი“ ქოლესტერინის მაღალი დონე



ვიცით, რომ ქოლესტერინი იყოფა „კარგად“ და „ცუდად“. „ცუდი“ ქოლესტერინი სისხლძარღვების კედლებზე ილექება და ქოლესტერინის დაფების წარმოქმნას ხელს უწყობს. შედეგად, იწვევს სისხლძარღვებში ათეროსკლეროზულ ცვლილებებს, არღვევს სისხლის მიმოქცევას და ზრდის გულის იშემიური დაავადების, ინფარქტისა და ინსულტის განვითარების რისკს.



image



2019 წელს ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ სისხლში „ცუდი“ ქოლესტერინის დონის მატების ერთ-ერთი მიზეზი უჯრედისის არასაკმარისი რაოდენობით მოხმარებაა. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ უჯრედისი წვრილ ნაწლავში მოხვედრისას ქოლესტერინის ნაწილაკებს უერთდება და ხელს უშლის მათ სისხლში შეღწევას. უჯრედისის წყალობით ქოლესტერინის ნაწილი გამოიყოფა ორგანიზმიდან.



image


საჭმლის მონელების დარღვევის და სხვადასხვა დაავადების განვითარება



ადამიანის ნაწლავში ბაქტერიების ფართო სპექტრი ცხოვრობს. ზოგიერთი მათგანი სასარგებლოა და მონაწილეობს საკვების დაშლაში, ზოგი პასიურია და არ თამაშობს განსაკუთრებულ როლს საჭმლის მონელებაში და იმუნიტეტის შენარჩუნებაში. მათ შორის არის პათოგენებიც, რომელიც ბევრ უსიამოვნებას იწვევს, საჭმლის მონელების დარღვევიდან სერიოზული დაავადების განვითარებამდე.



image



ნაწლავებში მიკროფლორის ბალანსი დიდწილად დამოკიდებულია უჯრედისზე. როდესაც უჯრედისი თითქმის არ არის რაციონში, სასარგებლო მიკროორგანიზმები კვდება, ხოლო პათოგენები – იზრდება. ასე სხეულის იმუნური დაცვა სუსტდება. ჯანმრთელობის პრობლემები იწყება.



უჯრედისის მოხმარების გაზრდით სიტუაცია იცვლება, რადგან ის არის მთავარი საკვები სასარგებლო მიკროორგანიზმებისთვის. უჯრედისის წყალობით სასარგებლო ბაქტერიები იზრდება, მრავლდება და პათოგენური ბაქტერიების რაოდენობა მცირდება.



image



არასასურველი შედეგების თავიდან ასაცილებლად ყოველდღე მიიღეთ დაახლოებით 30 გრამი უჯრედისი (დაახლოებით 400 გრამი ხილი და ბოსტნეული). ეს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სტანდარტია.

0
85
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
85