x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134528
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508648
დედამიწა უცნობ ტერიტორიაზე შევიდა: პლანეტაზე ტემპერატურა მატულობს და არავინ იცის რატომ
image
მკვლევარები თვლიან, რომ თუ პლანეტის კლიმატური სისტემა აგვისტომდე ვერ დასტაბილურდება, ჩვენ გაურკვეველი მომავლის წინაშე დავდგებით.




გასული 10 თვის განმავლობაში დედამიწა სულ უფრო და უფრო მეტ კლიმატურ რეკორდებს აწყობს: 2024 წლის მარტი კვლავ გახდა ყველაზე ცხელი ისტორიაში. უფრო მეტიც, ბოლო 12 თვის განმავლობაში პლანეტის საშუალო გლობალურმა ტემპერატურამ 1, 5 ცელსიუსს გადააჭარბა, წერს Futurism.



შედეგად, მეცნიერები მივიდნენ დასკვნამდე, რომ დედამიწაზე ბოლო 100 000 წლის განმავლობაში ყველაზე ცხელი პერიოდი დაიწყო. ყველაზე საშინელი ის არის, რომ მეცნიერებს ჯერ კიდევ არ შეუძლიათ პლანეტის ამ უეცარი დუღილის ახსნა. ასევე ვერ გააკეთებენ პროგნოზს, რა მომავალი ელის კაცობრიობას და პლანეტას. ფაქტიურად, დედამიწა "უცნობ ტერიტორიაზე" შევიდა.



გარემოსდამცველები გამუდმებით ცდილობენ გაიგონ, თუ რა იწვევს დედამიწაზე ტემპერატურის ასეთ მკვეთრ ზრდას. ადრე პლანეტის დუღილის მთავარ დამნაშავედ ითლებოდა ელ ნინიო, რომელიც დომინირებს წყნარ ოკეანეში და არღვევს ქარის რეგულარულ რეჟიმს, რაც იწვევს უჩვეულოდ თბილ ამინდს. გაითვალისწინეთ, რომ ეს ფენომენი მეორდება და ყოველ 2-7 წელიწადში ერთხელ ხდება.




სამწუხაროდ, ნასას კოსმოსური კვლევების ინსტიტუტის დირექტორის გევინ შმიდტის თქმით, ელ-ნინიოს ეფექტი აღარ არის საკმარისი იმის ასახსნელად, თუ რა ხდება დედამიწის კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით. თუ სიცხის ტალღა არ დასტაბილურდება 2024 წლის აგვისტომდე, როდესაც ელ-ნინიო დაიკლებს, მსოფლიო აღმოჩნდება „ამოუცნობ ტერიტორიაზე“.



თუ ეს მოხდება, შეიძლება ეს მხოლოდ ერთ რამეს ნიშნავდეს: პლანეტის დათბობა უკვე ფუნდამენტურად შეცვლის კლიმატური სისტემის ფუნქციონირებას და ეს ხდება ბევრად უფრო ადრე, ვიდრე მეცნიერები ელოდნენ.




დედამიწის კლიმატის პრობლემის გადაწყვეტა არის"მარტივი": საკმარისია გლობალური სათბურის გაზების ემისიების რადიკალურად შემცირება. თუმცა, როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს, ამის გაკეთება ძალიან რთულია - ამ დროისთვის, სათბურის გაზების გამონაბოლქვი, სამწუხაროდ, მხოლოდ იზრდება.



Carbon Majors-ის მონაცემთა ბაზის სტატისტიკა მიუთითებს, რომ „ჩვენი პლანეტის გამანადგურებლებს“ შორის მთავარი არის 57 სამრეწველო და სამთავრობო საწარმოა, რომლებიც სახიფათო ემისიებს გამოყოფს. ბევრი მათგანი ნავთობკომპანიაა, რომელსაც ინვესტორები და სახელმწიფოები ფლობენ.


ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის გეოფიზიკური და კლიმატის საშიშროების პროფესორის, ბილ მაკგუაირის თქმით, უბრალოდ „მასების განათლება“ შეიძლება იყოს დასაწყისი დედამიწის კლიმატური კრიზისის დასაძლევად, მაშინაც კი, თუ ადამიანების უმეტესობა მზად არ არის მოისმინოს „შემაძრწუნებელი პროგნოზი“.



გაითვალისწინეთ, რომ დღეს არა მხოლოდ ხმელეთზე მიაღწია ტემპერატურის წარმოუდგენელ მატებას, არამედ ოკეანის ზედაპირზეც, რომელიც ფაქტიურად დუღს. ადამიანის აქტივობის გამო, ოკეანეში მთელი სიცოცხლე საფრთხეშია.

0
90
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
90
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0