x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134527
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508648
რატომ არის მნიშვნელოვანი ცილოვანი კვება და რომელი პროდუქტებია მისი წყარო?
image


რა არის პროტეინი? რატომ არის მნიშვნელოვანი ცილოვანი კვება და რომელი პროდუქტებია მისი წყარო? - ეს ის კითხვებია, რომლებიც სპორტდარბაზში ფეხის შედგმისთანავე ჩნდება.


გარდა ამისა, ცილოვანი კვება წონის კორექციისთვის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და ჯანსაღი მეთოდია მთელი მსოფლიოს მასშტაბით.


რა უნდა ვიცოდეთ ცილის, იგივე პროტეინის შესახებ და რომელი პროდუქტები უნდა მივიღოთ იმისათვის, რომ როგორც ვიზუალურად, ისე ჯანმრთელობის თვალსაზრისით სასურველ შედეგს მივაღწიოთ?


პროტეინი იგივე ცილა ამინომჟავებისაგან შემდგარი ჯაჭვის ერთობლიობაა. საკვებისგან მიღებული პროტეინები საჭმლის მონელების პროცესში ამინომჟავებად იშლება, საიდანაც ორგანიზმი უკვე თავის ცილებს აშენებს.


ცილას უამრავი სასიცოცხლო ფუნქცია აკისრია. იგი ორგანიზმის საშენი მასალაა და კუნთოვანი ქსოვილის საფუძველს წარმოადგენს. ამავდროულად, ის ენერგეტიკულ ფუნქციასაც ასრულებს. საინტერესოა, რომ ცილების ათვისებას უფრო მეტი ენერგია სჭირდება, ვიდრე ნახშირწყლების ან ცხიმის. აღნიშნულ ენერგიას კი ორგანიზმი ცხიმის წვის ხარჯზე იღებს. ჭარბ წონასთან ბრძოლაში ცილოვან კვებას წამყვანი როლი სწორედ ამიტომ ენიჭება.


მსოფლიო ბაზარზე სხვადასხვა ცილოვანი დანამატი ფართო სპექტრითაა წარმოდგენილი, თუმცა მისი შერჩევისას ყურადღება უნდა მივაქციოთ შემადგენლობას. რეკომენდებულია, უპირატესობა მივანიჭოთ ორგანული ნედლეულისგან დამზადებულ პროდუქტს. პროტეინის ყველაზე მნიშვნელოვან წყაროს რძის პროდუქტისგან მიღებული ცილა წარმოადგენს.

image


რძის ცილა და მისი სასარგებლო თვისებები


ცილია კუნთებში ამინომჟავების გრძელვადიან და სტაბილურ მიწოდებას უზრუნველყოფს. კიდევ ერთი ჯადოსნური თვისება ისაა, რომ იგი ხელს უწყობს კუნთის დაშლის პროცესის შეჩერებას, რაც ძლიერი სხეულის ჩამოყალიბებისათვის უმნიშვნელოვანესია. სწორედ ამიტომ შეიქმნა ცილოვანი პროდუქტი Stay Strong ორგანული ცილისაგან - რძისგან. ეს არის ორმაგი ცილა, ერთ ჯადოსნურ ბოთლში, მათთვის, ვისთვისაც ჯანსაღი ცხოვრების წესი მნიშვნელოვანია.

ნელი მონელებისა და ათვისების გამო, ცილის მიღება ძირითადად რეკომენდებულია ძილის წინ, ან კვების შუალედებში. ტრენერები კი, ცილოვანი პროდუქტის მიღებას ხშირად ვარჯიშის შემდეგაც გვირჩევენ. Stay Strong-ის მოსახერხებელი შეფუთვა აღნიშნულ რეკომენდაციასაც იდეალურად პასუხობს. დასალევი პროდუქტის მიღება შეგვიძლია როგორც ხემსად, ისე ვახშმად ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ვითარებაში.


პროტეინის სწორი დოზირება


პროტეინი კვების რაციონის ყოველდღიური შემადგენელი ნაწილი უნდა იყოს, თუმცა დღის განმავლობაში მისი დოზირება სხვადასხვა ფაქტორზეა დამოკიდებული, იქნება ეს წონა, სქესი თუ ასაკი. აშშ-ის მედიცინის აკადემიის ზოგადი რეკომენდაციით, ზრდასრულებმა თავიანთი წონის თითოეულ კილოგრამზე ყოველდღიურად 0, 8 გრამი პროტეინი უნდა მიიღონ ან წონის ყოველ 9-10 კილოგრამზე - 7 გრამი. მაგალითად, თუ დაახლოებით 90 კილოგრამს იწონით, ყოველდღიურად 70 გრამი ცილა უნდა მიიღოთ.


აღსანიშნავია, რომ ბევრი ჩვენგანი, განსაკუთრებით კი ბავშვები, დღის განმავლობაში საკმარისი რაოდენობით პროტეინს ვერ იღებს. მიზეზი შეიძლება იყოს გადატვირთული გრაფიკი, არაჯანსაღი კვებითი ჩვევები და სხვა, თუმცა ორგანიზმისთვის ცილის შესაბამისი რაოდენობით მიღება Stay Strong-ის მეშვეობით მარტივად არის შესაძლებელი.


პროდუქტი დამზადებულია პრემიუმ ხარისხის ნედლეულისგან და ორგანიზმს სასარგებლო მაკროელემენტებით ამარაგებს. მისი მიღება რეკომენდებულია როგორც სპორტსმენებისთვის, ისე ნებისმიერი ჩვენგანისთვის. ის სწრაფი, მარტივი და სწორი არჩევანია ყველასთვის, ვინც ჯანსაღ ცხოვრების წესს მისდევს.


R





0
84
შეფასება არ არის
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
84
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0