x
მეტი
  • 30.04.2024
  • სტატია:134528
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508648
გავრცელდა სრულიად ახალგაზრდა მადონას აქამდე უცნობი ფოტოები, სადაც თითქმის შეუძლებელია მისი ამოცნობა
image

65 წლის მომღერლის ამოცნობა თითქმის შეუძლებელია.


მომღერალმა მადონამ, რომელმაც გასულ ზაფხულს გრანდიოზულად აღნიშნა 65 წლის იუბილე, ყველას კარგად მოეხსნება ნამდვილი პოპ კერპია და თაყვანისმცემელთა უზარმაზარი არმია ჰყავს მთელ მსოფლიოში.


არტისტის ბევრ გულშემატკივარს ახსოვს მისი კარიერის დასაწყისი: მომღერალმა შტურმით დაიპყრო პოპ სცენა, რა დროსაც გამოავლინა უპრეცედენტო ნიჭი და არტისტულობა, თუმცა რა თქმა უნდა ამ ფონზე საკმაოდ სკანდალური გამოხტომებითაც გამოირჩეოდა, რაც კარგად ახსოვს მის ერთგულ ფანებს.



ამჯერად ინტერნეტში გამოჩნდა 18 წლის მადონას, ანუ უფრო სწორად ლუიზა ჩიკონეს ფოტოები, ფსევდონიმი "მადონა" გაცილებით მოგვიანებით გამოჩნდა.


ბალეტის ძელთან მდგარი გამხდარი გოგონა საერთოდ არ ჰგავს დღევანდელ მომღერალს, რომელსაც ბევრი პლასტიკური ოპერაციის გამო მგონი თვითონაც აღარ ახსოვს, როგორ გამოიყურება სინამდვილეში.

image


შეგახსენებთ, მადონას კარიერა სწორედ ბალეტით დაიწყო, მას შემდეგ.როდესაც მკაცრი მამის დაყოლიება მოახერხა.

image

მალევე მადონამ მიჩიგანის უნივერსიტეტი მიატოვა და 1978 წელს ნიუ იორკში მოცეკვავის კარიერის გასაგრძელებლად გაემგზავრა. მოგვიანებით, მადონამ ეს ამბავი ასე გაიხსენა:

image

"როცა ნიუ-იორკში აღმოვჩნდი, პირველად ვიმგზავრე თვითმფრინავით, პირველად გავაჩერე ტაქსი, ყველაფერი პირველად ხდებოდა. და აქ ჩამოსულს, ჯიბეში მხოლოდ 35 დოლარი მქონდა. ეს ჩემი ყველაზე გაბედული საქციელი იყო"

image

imageimage

მას ცოტა ფული ჰქონდა და ამიტომაც, გარკვეული დროის მანძილზე სიღატაკეში ცხოვრობდა; მუშაობდა დაბალანაზღაურებად სამუშაოებზე, მათ შორის დანკინს დონათშიც. ასევე პოზირებდა შიშველი, სწავლობდა მართა გრეჰემთან და პერლ ლანგთან. მოგვიანებით კი მოდერნ ბალეტის მოცეკვავეების რამდენიმე დასთან ერთად გამოდიოდა. მათ შორის იყვნენ ელვინ ეილი და უოლტერ ნიკს დენსერსი.

image

მადონას აღმავლობა იწყება 1982 წლიდან, როდესაც მან შეძლო ხმისჩამწერ კომპანია „საია რეკორდსთან“ (ახალი ტალღის ლეიბლი, რომელიც „უორნერ ბრაზერს რეკორდსს“ ეკუთვნოდა) სინგლების გამოშვებაზე კონტრაქტის გაფორმება.


მადონას პირველი სინგლი „Everybody“ (1982 წლის 24 აპრილი), რომელიც მომღერალმა თვითონვე დაწერა და რომლის პროდიუსერიც მარკ კამინსი იყო, „ბილბორდის“ საუკეთესო საცეკვაო და საკლუბო მუსიკის ჰიტ-აღლუმების ლიდერად იქცა

0
191
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
191
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0