x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134528
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508648
"იმედმა" და "პოს ტივიმ" დამირეკეს, ლგბტ პროპაგანდის გრანტი მოიგო "მთავარმაო" - ნიკა გვარამია
image"იმედმა და პოსტივიმ დამირეკეს, ლგბტ პროპაგანდის გრანტი მოიგო მთავარმაო???? მთავარმა გრანტი კი მოიგო (გასკდით გულზე ქოცნო), მაგრამ ყოველგვარი მიზნობრიობის გარეშე. რაც შეეხება პროპაგანდაში "გრანტებს", მაგას ბიძინა აცხადებს და იმედი, პოსტვ და რ2 იგებენ ყოველთვის


ps ქოცებო, ასეთი რა რეიტინგი ამოუვიდა "ახალს" თქვენს შიდა კვლევებში, რომ მარტო ჩვენზე ხართ გადმორთულები?-წერს სოციალურ ქსელში ნიკა გვარამია.


მამუკა მდინარაძე მალევე გამოეხმაურა პარტია “ახლის” დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას განცხადებას, რომელმაც დაადასტურა, რომ “მთავარმა” გრანტი მოიგო, თუმცა, ყოველგვარი მიზნობრიობის გარეშე.


მდინარაძის თქმით, უკვე ღიად დასტურდება, რომ აღნიშნული პირები საკუთარ ქვეყანას ყიდიან, რასაც ხალხი არ დაუშვებს.



“საოცარი ინფორმაციები ვრცელდება.

უკვე იმაში გვარწმუნებენ, მილიონებს მიზნობრიობის გარეშე გვაძლევენო…

უკვე ღიად ადასტურებენ, რომ საკუთარ ქვეყანას, საქართველოს ყიდიან, მაგრამ თავად ქვეყანა და ხალხი არ დაუშვებს ამას!

სამშობლო არ იყიდება!” - წერს მამუკა მდინარაძე..

0
317
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
317
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0