x
მეტი
  • 28.04.2024
  • სტატია:134564
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508622
"ყველგან გვხვდებოდნენ პატიმრები..."- თეთრი ზღვა-ბალტიის არხი, რომელის მშენებლობასაც ათასობით ადამიანი შეეწირა
image

სტალინს უყვარდა მდინარეები და ყველაფერი, რაც მათთან იყო დაკავშირებული. სწორედ მის დროს (ათასობით ადამიანის სიცოცხლის ფასად) გაიყვანეს გიგანტური თეთრი ზღვა-ბალტიის არხი. (Беломорканал) სწორედ მისი დაკვეთით დამზადდა იმ დროისთვის სანიმუშო ორთქლზე მომუშავე გემები - იმდენად მდიდრული, რომ ხალხი მათ ბელადის იახტებს უწოდებდა.


გთავაზობთ ნაწყვეტს მწერალ ალექსეი ივანოვის ისტორიულ-დოკუმენტური წიგნიდან „რეჩფლოტი. რუსეთის იმპერიის და საბჭოთა კავშირის მდინარის ფლოტის ისტორია"



საუკეთესო საუკეთესოსთვის. სტალინის ორთქლის გემები



თეთრი ზღვის არხი იქცა ამხანაგ სტალინის დიდი მიღწევების სიმბოლოდ. ეს წყლის გზა ონეგას ტბიდან თეთრ ზღვამდე იყო ჩაფიქრებული პეტრე I-ის მიერ, მაგრამ პეტრემ ვერ შეასრულა თავისი გეგმა. სამაგიეროდ ეს სტალინმა გააკეთა: მას გაცილებით მეტი მონა ჰყავდა. მშენებლობა 1931 წლის ბოლოს დაიწყო. ასეთი დიდი პროექტისთვის შეიქმნა სპეციალური შრომითი ბანაკი და თავად პროექტი რკინიგზის სახალხო კომისარიატის უფლებამოსილებიდან გადავიდა შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატზე.


წელიწადნახევრის განმავლობაში, ასი ათასმა პატიმარმა, ჩრდილოეთის საშინელ ტყეებსა და ჭაობებში, ხელით გათხარეს გიგანტური თხრილები წყალგამყოფების გასწვრივ, ააშენეს ათეულობით კაშხალი, ორმოცდაათი დამბა და ხუთი ჰიდროელექტროსადგური.


არხის მარშრუტზე აშენდა 19 ჯებირი. ხელისუფლებას არ დაუთვლია, მშენებლობის დროს რამდენი „არხის ჯარისკაცი“ დაიღუპა.ამხანაგ სტალინისთვის არაფერს იშურებდნენ. ზოგადად, თეთრი ზღვის არხი 200 კილომეტრზე მეტ მანძილზე გადაიჭიმა.





საწყალოსნო გზის გახსნა დაგეგმილი იყო 1933 წლის 2 აგვისტოს, მაგრამ არხმა მუშაობა უფრო ადრე დაიწყო: ივნისში ბალტიისპირეთიდან სამხედრო ხომალდების ჯგუფი მისი გავლით თეთრ ზღვაში გადაიყვანეს.

თავად სტალინმა გადაწყვიტა არხის შემოწმება ოფიციალურ გახსნამდე. 18 ივლისს, ლენინგრადში, ვოროშილოვის, კიროვის და იაგოდას თანხლებით, სტალინი ავიდა ორთქლის გემ "ანოხინზე, ონეგის ტბის საუკეთესო ხომალდზე.


"ანოხინმა" პარტიული ლიდერები ლადოგის და ონეგის გავლით, ახლად გაჭრილ არხზე გაიყვანა..

image

სტალინი იდგა ხიდის პირას, ეწეოდა ჩიბუხს და ათვალიერებდა შიშველ ნაპირებს, გასუფთავებულს მრავალსაუკუნოვანი ტყეებისგან და უბედრუკ ყაზარმებისგან. დიახ, მან, სტალინმა, დააკავშირა ორი ზღვა დამ ან აჯობა თავად პეტრე დიდს. ის არის გენიოსი.


მაქსიმ გორკიმ აიღო ვალდებულება, რომ ხალხს მოუყვეს ბელადის გენიალურობის შესახებ. სტალინის მიღწევების გასაცნობად მან შეკრიბა ასზე მეტი ადამიანი - მწერლების დელეგაცია, რომელშიც შედიოდა საბჭოთა ლიტერატურის მთელი კოჰორტა: ალექსეი ტოლსტოი, ლეონიდ ლეონოვი, მიხაილ ზოშჩენკო, ვალენტინ კატაევი, ილფი და პეტროვი, მარიეტა. შაგინიანი, ვერა ინბერი და მრავალი სხვა.

image


მწერლები ექსკურსიაზე მაშინ წავიდნენ, როცა არხზე ორკესტრებმა უკვე დაუკრეს მარშები.



1933 წლის 17 აგვისტოს ისინი იმავე "ანოხინში" ჩასხდნენ და თეთრი ზღვის არხით ბელადის გზა განვლეს. მოგზაურობა ექვს დღეს გაგრძელდა. შედეგად, ერთი წლის შემდეგ გამოიცა წიგნი, რომლის ავტორიც 36 მწერალი იყო. მათი შთაბეჭდილებები შეაჯამა მწერალმა ალექსანდრე ავდეენკომ:


”ჩვენ - რუსული მიწის სინდისი და სიამაყე - მივცურავდით ერთი ბანაკის პუნქტიდან მეორეში და ყველგან გხვდებოდნენ პატიმრები ახალ ფორმაში, დაბანილები და გაპარსული, ბედნიერები, მორცხვები, გასხივოსნებულები და შეუძლებელი იყო იმის დაჯერება, რომ ეს იყო. ზუსტად 58-ე მუხლი“.

image

საფლავის ბოძები, რომლის ქვეშაც ათიათასობით „არხის ჯარისკაცი“ იწვა, უხმოდ ჩაწვა წვიმების შედეგად: მხოლოდ ორთქლის გემებმა იცოდნენ, რამდენი ადამიანი წაიყვანეს დამღუპველ მშენებელობაზე და რამდენი ადამიანი დააბრუნეს უკან.



1936 წელს კი მხატვარმა დიმიტრი ნალბანდიანმა თავისი მოლბერტი თეთრი ზღვის არხის სანაპიროზე დადგა. შექმნა ფერწერული ტილო "სტალინი, კიროვი, ვოროშილოვი და იაგოდა თეთრი ზღვის არხზე". ნალბანდიანმა პარტიული ლიდერები გამოსახა "ანოხინის"გემბანზე, რომელიც არხის გასწვრივ მიცურავს; ლიდერები საუბრობენ, ათვალიერებენ სივრცეს. მაგრამ მხატვარს მალე მეხი დაარტყა თავს : სახალხო კომისარი იაგოდა ხალხის მტერი აღმოჩნდა და აღიარა კიდეც, რომ მან გორკი მოწამლა. ნალბანდიანმა ნაჩქარევად წაშალა იაგოდა და მის ნაცვლად გემბანის მოაჯირზე გადაკიდებული მოსასხამი მიახატა.


image

0
311
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
311
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0