x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134549
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508610
რატომ ითვლებოდა ჩამოხრჩობა ყოველთვის ყველაზე სამარცხვინო სიკვდილით დასჯად?

თავისი ისტორიის მანძილზე კაცობრიობამ მოიგონა სიკვდილით დასჯის საკმაოდ დიდი რაოდენობა. მათ შორის არის სრულიად “ეგზოტიკურიც", რომელიც ჩვენი თანამედროვეებისთვის ძნელად აღსაქმელია. მაგრამ ნებისმიერ დროს და ყველა ქვეყანაში ჩამოხრჩობა ყველაზე სამარცხვინო სასჯელად ითვლებოდა. ასე კლავდნენ მოღალატეებს, შეთქმულებს, მოძალადეებს, მკვლელებს და ქურდებს. კეთილშობილური წარმოშობის კაცისთვის ჩამოხრჩობა იყო უკიდურესი, საშინელი დამცირება. რატომ ჰქონდა სიკვდილით დასჯის ყველაზე ცნობილ მეთოდს ასეთი ცუდი რეპუტაცია?image

შედარებით ბოლო დრომდე, ისტორიული თვალსაზრისით, დამნაშავეთა სიკვდილით დასჯა საჯაროდ ხდებოდა. ეს იყო ნამდვილი თეატრალური წარმოდგენა, სადაც თავს იყრიდა როგორც სამართალში ჩართული ადამიანები, ისე უსაქმური დამთვალიერებლების ბრბო. ხალხი წინასწარ იკრიბებოდა მოედანზე და ცდილობდა ეშაფოტთან უფრო ახლოს ადგილი დაეკავებინა. იქიდან ყველაზე კარგად ჩანდა მთავარი - თავად ანგარიშსწორების პროცესი.

თავად „შემთხვევის გმირმა“ კარგად იცოდა, რომ მას ბოლო საჯარო გამოჩენა ექნებოდა, რომლითაც მას გახსენებდნენ. ამიტომ, ბევრი სიკვდილით დასჯილი იქცეოდა ხაზგასმული ღირსებით და სრულ ზიზღს ავლენდა სიკვდილის მიმართ. ეს განსაკუთრებით ეხებოდა კეთილშობილური წარმოშობის ადამიანებს. მაყურებელს სულ სხვა ინტერესი ჰქონდა. არავის სურდა, რომ სპექტაკლი ხანმოკლე ყოფილიყო. ყველაზე დიდი სიხარული დამსწრეებისთვის სიკვდილით დასჯილის ხანგრძლივი ტანჯვა იყო. ცივილიზებული სიკვდილით დასჯათაგან ყველაზე სანახაობრივი იყო ჩამოხრჩობა.image
აღსრულების სპეციფიკა ყველასთვის კარგად იყო ცნობილი. ამიტომ, თუ ხელისუფლებას სურდა არისტოკრატის დამცირება და გათელვა, მას ჩამოხრჯობას უსჯიდნენ. ეს იყო "ღარიბი კაცის სიკვდილით დასჯა", უღირსი დიდგვაროვანისთვის ან ვაჭრისთვის.

მსჯავრდებულს ძალიან უმართლებდა, თუკი მარყუჟი ყელზე მაშინვე უჭერდა და სწრაფად კვდებოდა. მაგრამ ხშირად ხდებოდა, რომ ადამიანი დიდხანს და მტკივნეულად კვდებოდა დახრჩობისგან. გარდა ამისა, ჩამოკიდებისას ხდება ნაწლავებისა და შარდის ბუშტის უნებლიე დაცლა. ერთი სიტყვით, ხდება ყველაფერი, რისი დანახვაც ნებისმიერ ადამიანს არ სურს. უფრო მეტიც, ამას აკვირდებოდა ათასობით დამთვალიერებელი და უბრალო ხალხი. ნებისმიერ დიდგვაროვანს სურდა „კეთილშობილი სიკვდილი“. ერთ დროს ეს იყო თავის მოკვეთა. შუა საუკუნეებში არსებობდა სასჯელთა რთული სისტემა, რომელიც ითვალისწინებდა არა მხოლოდ წარმომავლობას, არამედ დანაშაულსაც. ალქაჯებს და ჯადოქრებს წვავდნენ ან ახრჩობდნენ, ფალსიფიკატორებს ყელში ტყვიას ასხამდნენ, მოღალატეებს ნაწილებად ჭრიდნენ. თავის მოკვეთა იყო განკუთვნილი არისტოკრატებისთვის, მათ შორის მეფეებისთვის.image
საფრანგეთში აშენდა ნამდვილი ჩამოხრჩობის ქარხანა საკუთარი სახელით “მონფოკონი". უყსულო სხეულებს ყრიდნენ სახრჩობელას ქვეშ არსებულ ხვრელში, სადაც ყაჩაღებისა და ქურდების გვამების გვერდით იხრწნებოდა ჰერცოგებისა და ბარონების ცხედრები, რომლებმაც შეურაცხყოფა მიაყენეს მეფეს. შეიძლება ითქვას, რომ ჩამოხრჩობილი დიდგვაროვანის დამცირება მისი სამარცხვინო სიკვდილის შემდეგაც გაგრძელდა. თავის მოჭრა სულ სხვა საქმეა. თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართა, მსჯავრდებულს არ ჰქონდა დრო, გაეგო რა მოხდა. ბრბო მხოლოდ იმ შემთხვევაში იღებდა სიხარულს, თუ დამნაშავე სიმხდალეს გამოიჩენდა ან ჯალათი ერთი დარტყმით ვერ კლავდა. იარაღით, ხმლით ან ნაჯახით მოკვლა საპატიო სიკვდილად ითვლებოდა იმ ადამიანისათვის, რომელიც იმ დროს თითქმის ყოველთვის მეომარი იყო. დიდგვაროვან ქალბატონებს ასევე თავს ჰკვეთდნენ. ასე გარდაიცვალა ეშაფოტზე 1536 წელს ჰენრი VIII-ის ცოლი ანა ბოლეინი, ხოლო 1587 წელს ინგლისის დედოფალი მარია სტიუარტი.image
ევროპაში კეთილშობილურ და უპატივცემულო სიკვდილით დასჯას შორის დაყოფა არსებობდა მე-20 საუკუნის დასაწყისში. მხოლოდ საფრანგეთმა მთლიანად მოიშორა სენტიმენტები მე-18 საუკუნეში რევოლუციის დროს და გილიოტინაზე გაგზავნა ყველა, განურჩევლად წარმოშობისა. დღესდღეობით, შარიათის კანონებით მცხოვრებ ზოგიერთ ისლამურ ქვეყანაში სასჯელთა დაყოფის გარკვეული მსგავსება ჩანს.





0
385
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
385
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0