x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134556
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508613
ავტრალიელმა ქალმა, რომელიც 228 კილოგრამს იწონიდა 146 კილოგრამი დაიკლო და აი, როგორ ფორმაშია

image
34 წლის ჯესიკა ფერომ ვიქტორიას შტატის ქალაქ მელბურნიდან, ჯოჯოხეთის გზა გამოიარა სკოლიდან დაწყებული, რადგან მუდამ განსხვავდებოდა თანატოლებისგან სიმაღლით და დიდი წონით, რის გამოც არა მარტო თანატოლების, არამედ უფროსკლასელების და მასწავლებლებლების მხრიდან დაცინვის ობიექტი ბევრჯერ გამხდარა.
ჯესიკა ქუჩაშიც ბევრჯერ გამხდარა ბულინგის მსხვერპლი, რამაც ჯერ კიდევ თინეიჯერობის ასაკში თვითმკვლელობის სურვილიც კი გაუჩინა მას, მაგრამ გოგონამ შესძლო და ყველაზე და ყველაფერზე მაღლა დადგა, როცა გადაწყვიტა ნებისმიერი ხერხით დაეკლო წონაში. მისი წონა კი გეომეტრიული პროგრესიით მატულობდა, რაც გოგონას ბიჭებთან ურთიერთობაშიც უშლიდა ხელს, მას არავინ ეკარებოდა და მეტსახელად "სქელოც" კი შეარქვეს.
გოგონა სწრაფი კვების ობიექტებში მიირთმევდა მანამდე მსუყე და კალორიულ საკვებს, რის გამოც ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები გაუჩნდა დიდი წონის გამო: მაღალი წნევა, გაძნელებული სუნთქვა, აუტანელი ტკივილები ზურგში და სახსრებში. ფეროს უკვე სძულდა საკუთარი თავი, მუდმივად სტრესულ მდგომარეობაში იმყოფებოდა, მუდმივად აღგზნებული იყო და ნევროზიც "აიკიდა". ვერ ჯდებოდა სტანდარტულ სავარძლებზე, ვერ სარგებლობდა საზოგადოებრივი ტრანსპორტით და თვითმფრინავით.
ყოველივე ამან ჯესიკას უზარმაზარი მოტივაცია მისცა და მანაც დაიწყო ზრუნვა იმისათვის, რომ წონაში დაეკლო.
ჯესიკამ დაიწყო დიეტის დაცვა ვარჯიშის პარალელურად, პირველ ეტაპზე ძალიან გაუჭირდა, მაგრამ მას უკან არ დაუხევია პრობლემების წინაშე და გააკეთა ყოველგვარი ოპერაციების გარეშე ის, რასაც ასიდან ერთი ადამიანი თუ მიაღწევდა.
ჯესიკა, რომელიც ასე გამოიყურებოდა დიეტამდე და ვარჯიშის დაწყებამდე.

imageimageimage
ჯესიკა ადრე და ახლა.

imageimageimageimageimageimageimageimageimageimage













0
464
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
464