x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134554
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508613
რუსმა ბიზნესმენმა და ბლოგერმა განარისხა კუნძულ ბალის მცხოვრებლები, როცა მეგობარ გოგოსთან ერთად მოპედით გადახტა ოკეანეში
image
რუსმა ტურისტებმა ყველგან "გამოიჩინეს" თავი, სადაც კი ჩავიდნენ დასასვენებლად.


ამჯერად რუსმა ბიზნესმენმა და ბლოგერმა სერგეი ლოსენკომ "გამოიჩინა" თავი, მეგობარ გოგონასთან ერთად, როცა მოპედით გადახტა კუნძულ ბალში სავალი ნაწილიდან ოკეანეში.


რუსი ბიზნესმენის მოქმედებამ ძალიან განარისხა ადგილობრივები და ბიზნესმენს და მის მეგობარ გოგონას კრიტიკის "ქარიშხალი" დაატეხეს თავს: "ვის შეეძლო ასეთი უმსგავსობის ჩადნა თუ არა რუსს?.


ესაა უკულტურობის და ადგილობრივი ტრადიციების ფეხქვეშ გათელვა.
ეს ბიზნესმენი და მისი მეგობარი ქალი ეტყობა საკუთარ სამშობლოში მიეჩვივნენ ასეთ უღირს საქციელს"-ასეთ კომენტარებს დებენ ბალის მცხოვრებლები რუსი ბიზნესმენის და მისი მეგობარი გოგოს ქმედებაზე.

შემთხვევა ბალიზე მოხდა პორტ ტანახ-ამპოში, ტურისტულ კუნძულ კარანგასემ რიჯენსიზე, სადაც რუსმა ბიზნესმენმა გასართობად მოპედით ტრიუკის ჩვენება გადაწყვიტა მეგობარ გოგოსთან ალინა ოშუტინსკაიასთან ერთად.



ბიზნესმენმა "ინსტაგრამის" საკუთარ გვერდზე ატვირთა ამ შემთხვევის ამსახველი სურათები, სადაც ალინა ცალ ფეხზე დგას მოპედის სავარძელზე.
image
ბალელმა პოლიტიკოსმა ნილუხ ჯელანტიკმა რუსი ბიზნესმენის ქმედებას უღირსი და უპასუხისმგებლო უწოდა, გარემოს დაცვის დეპარტამენტის უფროსმა კი რუს ბიზნესმენს "ბარბაროსი" და ვანდალი" უწოდა.


მეთევზეებმა მოპედი ოკეანიდან ამოიღეს მას შემდეგ, რაც კოსენკომ განაცხადა, რომ მოტოროლერს მეთევზეებს ჩუქნიდა და ასე ორიგინალური ხერხით ცდილობდა ქველმოქმედების გაკეთებას.


ამ ამბით ადგილობრივი პოლიციაც დაინტერესდა და მოპედი, რომელიც რეგისტრაციაში გატარებული არ აღმოჩნდა მეთევზეებისგან ნივთმტკიცების სახით ამოიღო და პოლიციის დეპარტამენტში წაიღო.


ადგილობრივი ხელისუფლება კი კომპენსაციის გადახდის მერე აპირებს რუსი ბიზნესმენის და მისი მეგობარი გოგოს იძულების წესით გაძევებას ბალიდან.

imageimageimageimageimage
რუსი ბიზნესმენი და მისი გარემოცვა კუნძულზე.

imageimageimageimageimage








0
384
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
384