x
image
თამილა გურაშვილი
Mediator image
დემურ გიორხელიძე: "ეს ჭაობია გასანგრევი და ამ ჭაობის შემქმნელი უდამპლესი ნაგავი გასატანი!"

image
არის ერთი უაღრესად ღრმა პლასტი, რომელსაც ქართველები ვერ გრძნობენ და ზერელობის გამო. ის, რაც საღ აზრსა და საღი განსჯის უნარს გისპობს, თავმოწონებისა და საკუთარი არარაობის შესანიღბად იყენებენ, - თან უსუსარად გვიმტკიცებენ, რომ"ისნიც კაცნი არიან! საკუთარი აზრი აქვთ! ორიენტირებულები არიან!" ანუ, მყარად უნდათ ის, რისი ქონაც პრაქტიკულად
შეუძლებელია იმ გზათ, რა გზასაც ადგანან!
საქმე ისაა, რომ როცა საზოგადოებაში მძლავროს ფობიები, - ეს ყოველთვის არის საზოგადოების ინტელექტუალური სიმწირის ნიშანი, მისი პოლიტიკური და ინტელექტუალური ელიტის უვარგისობისა და უმაქნისობის ნიშანი!
ნებისმიერი აღვირახსნილი ფობია, - რუსოფობია, დასავლოფობია და ა.შ.,
ძირს უთხრის და უდიდეს საფრთხეს უქმნის ამ საზოგადოების/ქვეყნის სახელმწიფოს ეროვნულ უსაფრთხოებას, რადგან, საზოგადოების აზროვნება და რეალობის აღქმა სიყალბეზე და მცდარ წარმოდგენებზე გადაჰყავს; წარმოქმნის ყალბ საფრთხეებს, აყალიბებს მტრების შესახებ ყალბ წარმოდგენებს და ნიღბავს უპასუხისმგებლობას, სრულ უმეცრებას პოლიტიკურ საკითხებთან მიმართებაში.
ყალბ საფრთხეებსა და მუდმივ ხურუშიან და ატრუებულ მისწრაფებას იყო მუდმივ კონფლიქტში ისე, რომ არ ესმოდეს კომფლიქტის საფუძველი, ფლანგავდეს საკუთარ შესაძლებლობებს და აფერხებდეს საკუთარ განვითარებას.
აი, ეს უმწიფარი და უზნეო, დამანგრეველი და უსაშველოდ პრიმიტიული წარმოდგენები ღრღნის დღეს საქართველოს და მას დასასრულისკენ მიაქანებს!
არადა, როცა საკუთარი სახელმწიფო გაქვს, სხვა პასუხისმგებლობა, უმაღლესი პროფესიონალიზმი, საკუთარ საოცარ კულტურაზე დაფუძნებული
ცოდნა და განათლება, პასუხისმგებლობა და პროფესიული წესიერება გჭირდება
და არა ვირეშმაკული ხუნტრუცი, ვირეშმაკების გაღმერთება, ვირეშმაკული აზრებით ყელყელაობა და დამპალი იდეოლოგიით გათახსირება და უყალბესი იდეა-ფიქსების მიდვნება!
p.s. როცა საზოგადოება/ქვეყანა/სახელლმწიფო მცდარ გზისა და მცდარიწარმოდგნების ტყევობაში ექცევა, იგი ვეღარ წყვეტს სასიცოცხლო პრობლემებს, საფრთხეს უქმნის საკუთარ მომავალს ეროვნული უსაფრთხოებისთვის უდიდესი საფრთხის შექმნის გზით და მიდისგონებააღზნებულობის იმ სტადიამდე, რომელიც გამორიცხავს საღად აზროვნებასა და საღ პრაგმატულ გადაწყვეტილებებს. სწორედ ეს ჭაობია გასანგრევი და ამ ჭაობის შემქმნელი უდამპლესი ნაგავი გასატანი!" - წერს პოლიტიკოსი დემურ გიორხელიძე

0
297
1-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
297
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0