x
მეტი
  • 28.04.2024
  • სტატია:134572
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508651
მამაკაცს, რომელსაც მობილურიც არ ჰქონდა, მილიონერი აღმოჩნდა - მთლიანი თანხა კი ქველმოქმედებას მოახმარა
image

ტერი კანი აშშ-დან საიდუმლო მილიონერი აღმოჩნდა, რომელმაც მთლიანი თანხა ქველმოქმედებას მოახმარა.




ამერიკელი მამაკაცი საიდუმლო მილიონერი აღმოჩნდა და მთელი თავისი ქონება დაუტოვა ბავშვებსა და ვეტერანებს. ამის შესახებ The Washington Post-ი იტყობინება.




ტერი კანიმ ინდიანაპოლისიდან, ინდიანას შტატი, იცოცხლა 77 წლამდე. ამ დროის განმავლობაში მან 13 მილიონი დოლარის ქონება დააგროვა. როგორც მისი ანდერძით გაირკვა, მთელი ეს თანხა ორი წლის განმავლობაში მთლიანად ქველმოქმედებასუნდა მოხმარდეს. მამაკაცს მეგობრები თითქმის არ ჰყავდა და მისმა ადვოკატმა დუეინ აიზეკმაც კი არ იცოდა, თუ რა ქონებას ფლობდა მისი კლიენტი.



ადვოკატის თქმით კანმა მთელი ცხოვრება საავადმყოფოში იმუშავა, ქონება კი დედისგან ერგო, რომელიც შემდგომ წარმატებული ინვესტიციების წყალობით დააგროვა. ამავდროულად, ის უკიდურესად ეკონომიური იყო. აიზეკმა თქვა, რომ მის კლიენტს მობილური ტელეფონიც კი არ ჰქონდა და თუ ქუჩიდან დარეკვა დასჭირდებოდა, გამვლელებს სთხოვდა ტელეფონს. გარდა ამისა, კანმა აკრძალა ფულის დახარჯვა თავის ნეკროლოგზე, რადგან როგორც თვითონ თქვა: „ეს ფუჭი დანახარჯი იქნებოდა, რადგან არავინ დაინტერესებულა ჩემი ცხოვრებითო“.


2021 წელს კანის გარდაცვალების შემდეგ, საქველმოქმედო და არაკომერციულმა ორგანიზაციებმა მიიღეს შეთავაზებები აიზეკისგან ფულის მიღების შესახებ. ემი ჰილდებრანდმა ვეტერანთა ფონდიდან აღიარა, რომ არ დაიჯერა, როცა ადვოკატმა მისწერა და მილიონი დოლარის აღება სთხოვა. მან იფიქრა, რომ ეს იყო მორიგი თაღლითობა.


დეკემბრის ბოლოს, კანის მთელი ქონება გადანაწილდა არაკომერციულ ორგანიზაციებზე, რომლებიც უზრუნველყოფენ ჯანდაცვას, ვეტერანთა მომსახურებას და ბავშვთა სპორტულ და საგანმანათლებლო პროგრამებს.


გასულ თვეში ვწერდით ანალოგიურ შემთხვევაზე.კონტეინერში მცხოვრები ჯეფი ჰოლტი, რომელსაც ტელევიზორიც კი არ ჰქონდა, მილიონერი აღმოჩნდა, რომელმაც მთლიანი თანხა 3, 8 მილიონი დოლარი, იმ დასახლებას უანდერძა სადაც მთელის სიცოცხლე ცხოვრობდა.

0
294
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
294
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0