x
მეტი
  • 14.05.2024
  • სტატია:134654
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508986
80 წლის მილიარდერმა თავის ქონება მაროკოელ მებაღეს დაუტოვა
image

80 წლის მილიარდერმა, ნიკოლას პუეჩმა გადაწყვიტა 10 მილიარდი ევრო ანდერძით საკუთარ მებაღეს დაუტოვოს.




Hermès-ის მოდის სახლის 80 წლის მემკვიდრემ გადაწყვიტა თავისი ქონება მაროკოელ მებაღესა და მის ოჯახს დაუტოვოს . ამის შესახებ გამოცემა El País წერს.


შვეიცარიაში მცხოვრებმა, ფრანგმა მილიარდერმა ნიკოლას პუეჩმა მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი მოდის სახლის დირექტორთა საბჭოს თანამდებობა 2014 წელს დატოვა. თუმცა, ის კვლავ ფლობს "ჰერმესის" აქციების 5, 7 პროცენტს. პუეჩის პირადი ქონება დაახლოებით 10 მილიარდ ევროდ არის შეფასებული.



ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ მარტოხელა და უშვილო მამაკაცმა მოულოდნელად გადაწყვიტა თავისი უკანასკნელი სურვილის შეცვლა. პუეჩის 2011 წლის ანდერძის თანახმად, მისი ქონება საქველმოქმედო ფონდ „ისოკრატეს“უნდა გადაცემოდა. თუმცა, დეკემბრის დასაწყისში, შვეიცარიულმა მედიამ შეიტყო, რომ ჯერ კიდევ 2022 წლის ოქტომბერში, პუეჩმა გაუგზავნა წერილი თავის ადვოკატს, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ აპირებდა აეყვანა მებაღე და გადაეცა მისთვის ქონება.


სავარაუდო ახლად გამომცხვარი მილიარდერის ვინაობა არ სახელდება, თუმცა ცნობილია, რომ ის 51 წლისაა, მაროკოდან არის და დაქორწინებულია ესპანელ ქალზე. წყვილს ორი შვილი ჰყავს.


"ისოკრატეს" ფონდმა დაიჩივლა, რომ პუეჩის გადაწყვეტილება იყო "მოულოდნელი და ცალმხრივი". გარდა ამისა, მათ განაცხადეს, რომ ფონდის საქმიანობას, საზოგადოების საკეთილდღეოდ, ახლა უკვე „ემუქრება გარემოებები, რომელთა კონტროლი შეუძლებელია“.


ამ დროისთვის ანდერძის შეცვლის პროცესი დასრულებული არ არის და უცნობია, კონკრეტულად რა თანხას მიიღებს მილიარდერის მებაღე. თუმცა, ითვლება, რომ მას და მის ოჯახს შეუძლიათ მიიღონ წელიწადში დაახლოებით 40 მილიონი ევრო (დაახლოებით 115 მილიონი ლარი) მხოლოდ პუეჩის დივიდენტებიდან და აქტივებიდან.

0
364
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
364
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0