x
მეტი
  • 15.05.2024
  • სტატია:134674
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508999
ბრაზილიაში G20-ის სამიტზე მიწვეული პუტინი შესაძლოა დააკავონ
image
ბრაზილიის პრეზიდენტი ლულა და სილვამ აცხადებს, რომ ბრაზილია არის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს კონვენციის მხარე და პასუხისმგებელია მის შესრულებაზე.



ბრაზილიის პრეზიდენტმა ლულა და სილვამ განაცხადა, რომ კრემლის ხელმძღვანელი ვლადიმერ პუტინი თავის ქვეყანაში G20-ის სამიტზე იქნება მიწვეული. თუმცა, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ის იქ შეიძლება დააკავონ. ამის შესახებ Terra იუწყება.



ლულა და სილვას თქმით, რუსეთის პრეზიდენტს მოუწევს მისი ვიზიტის „შედეგების შეფასება“.


"თუ პუტინი მოვა ბრაზილიაში G20-ის შეხვედრაზე, მან იცის, რა შეიძლება მოხდეს" - თქვა პოლიტიკოსმა ბერლინში გამართულ პრესკონფერენციაზე.


შეგახსენებთ, რომ G20-ის სამიტი მომავალ წელს რიო-დე-ჟანეიროში გაიმართება.


შეგახსენებთ, რომ ბრაზილიის ლიდერმა პუტინის დაკავება 11 სექტემბერს G20 სამიტზე ვიზიტის შემთხვევაში დაუშვა. ბრაზილიამ ხელი მოაწერა რომის სტატუტს, რამაც გამოიწვია საერთაშორისო კრიმინალური სასამართლოს შექმნა. ბრაზილიის პრეზიდენტმა იმ დროს განაცხადა, რომ საჭირო იქნებოდა სასამართლოში გაწევრიანებისას საკუთარი სასამართლო სისტემის გადახედვა, პუტინზე გადაწყვეტილება რომ მიიღონ.



შეგახსენებთ, რომ 2023 წლის მარტში, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ პუტინის დაპატიმრების ორდერი გამოსცა, მას ბრალი ედებას სამხედრო დანაშაულში, რომელიც დაკავშირებულია უკრაინიდან ასობით ბავშვის უკანონო დეპორტაციასთან.

0
264
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
264
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0