x
მეტი
  • 21.05.2024
  • სტატია:134788
  • ვიდეო:351972
  • სურათი:509140
"ჯანდაბას, ბოლო წერტილს მე დავსვამ ამ დისკუსიაში!"-რას წერს მერაბ მეტრეველი

image


ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი ლელა წურწუმიას ახალი იმიჯით სრულიად ერის აღშფოთებას და მათ ორაზროვან შეფასებებს "ფეისბუქის" პირად გვერდზე ეხმაურება და ქართული ესტრადის ვარსკვლავს მართალია იმიჯს უწონებს, თუმცა ახალი სიმღერის ტექსტს კი - უწუნებს:


"ჯანდაბას, ბოლო წერტილს მე დავსვამ ამ დისკუსიაში!
ლელა წურწუმია იმ კლიპში ნამდვილად გემოვნებიანად გამოიყურება, მაგრამ ნამდვილად უგემოვნობას მღერის.

მორჩა, დავიშალეთ!"- წერს მერამ მეტრეველი სოციალურ ქსელში.


შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, საზოგადოებამ ლელა წურწუმიას ახალი ვიდეოკლიპი იხილა. სიმღერის პრემიერა გადაცემაში "მხოლოდ ლელასთან" შედგა. რეჟისორ ზაზა ორაშვილის მიერ, კომპოზიტორ მაია კაჭკაჭიშვილის სიმღერაზე - "აღარ მინდა მე შენთან" გადაღებულ ვიდეორგოლში ლელა წურწუმია საკმაოდ ორიგინალური და თამამი იმიჯით წარსდგა, რასაც საზოგადოებაში ორაზროვანი შეფასებები მოჰყვა. სოციალური ქსელის მომხმარებელთა ნაწილმა მომღერალს ახალი იმიჯი მოუწონა, ნაწილმა კი ის ზედმეტი სითამამისა და მისი ასაკისთვის "შეუფერებელი" "ლუქების" გამო მკაცრად გააკრიტიკა.






0
671
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
671