x
მეტი
  • 01.06.2024
  • სტატია:135029
  • ვიდეო:351972
  • სურათი:509391
მოსკოველ ბიზნესმენს ბანკში 85 მილიონი რუბლი ყალბი დოლარებით გადაუხურდავეს
imageერთ-ერთი კომპანიის 52 წლის გენერალურმა დირექტორმა სახელად სერგეიმ გადაწყვიტა ფულის დაზოგვა და 85 მილიონი რუსული რუბლის დოლარში, მომგებიან კურსით გადახურდავება.(დაახლოებით 920 000 $) ის ნაცნობის მეშვეობით დაუკავშირდა ვინმე "ბანკის თანამშრომელს", რომელიც ამ საქმის მოკვარახჭინებას დაპირდა .




თაღლითმა "ურალსიბ" ბანკის მმართველთა საბჭოს ერთ-ერთ წევრად წარადგინა თავი.




9 ნოემბერს ბიზნესმენი ბანკის ერთ-ერთ ოფისში მივიდა. საშვის გამოყენებით, თაღლითმა მსხვერპლი უსაფრთხოების განყოფილების გავლით შეიყვანა ბანკის ერთ-ერთ განყოფილებაში. იქ სერგეიმ თავისი მილიონები გადასცა თაღლითს და სანაცვლოდ სპეციალური პაკეტებში შეფუთული დოლარები მიიღო.. ფულის გაცვლის შემდეგ, „ბანკის თანამშრომელმა“ ბიზნესმენს სთხოვა დალოდებინა. სანამ ტრანზაქციაზე შესაბამისი საბუთები არ მომზადდებოდა.




ლოდინის დროს სერგეიმ გადაწყვიტა დოლარის შემოწმება, გახსნა პაკეტი და მიხვდა, რომ ისინი ყველა პრინტერზე იყო დაბეჭდილი, იტყობინება გამოცემა"Ведомости".





მამაკაცმა ამის შემდეგ ბანკის თანამშრომლებს მიმართა და მათ უპასუხეს, რომ თაღლითი მათთან არ მუშაობდა, უბრალოდ მანამდე მივიდა და ტრანზაქციისთვის საკანი იქირავა.




ბანკის თანამშრომლებმა განაცხადეს, რომ მან ბანკს მიმართა თხოვნით საბანკო ოპერაციებისთვის საკნების დაქირავება, რომელიც მისი თქმით, უძრავი ქონების ტრანზაქციისთვის სჭირდებოდა.


ტრანზაქციის განსახორციელებლად მან მიიღო საშვი ბანკიდან და გარიგების მეორე მხარისთვისაც კიდევ ერთი საშვი გამოაწერინა .


მომხმარებელთა მოსაცდელ ოთახში კუპიურების გაცვლის შემდეგ თაღლითი გაუჩინარდა. ქურდს სამართალდამცავი ორგანოები ეძებენ.




მსგავსი ისტორია მოხდა 2023 წლის ივლისში: ბიზნესმენმა გაყიდა ბინა მოსკოვში და მასში აღებული 45 მილიონი რუბლის დოლარში გადაცვლა მოინდომა . . ის ასევე, ნაცნობების მეშვეობით დაუკავშირდა „ბანკის წარმომადგენელს პრესნენსკაიას სანაპიროზე“ და საკრედიტო დაწესებულების ოფისში გაცვლის დროს მიიღო ყალბი 500, 000 $ ამ შემთხვევაშიდაც თაღლითმა გაქცევა მოახერხა.

0
287
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
287
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0