x
მეტი
  • 20.05.2024
  • სტატია:134765
  • ვიდეო:351973
  • სურათი:509113
არაიდეალურები: 9 ვარსკვლავი, რომელსაც თავისი არასრულყოფილი სხეულის საერთოდ არ რცხვენია
image


თუ ჯერ კიდევ ებრძვით საძულველ ცელულიტს, მაშინ იცოდეთ რომ ცნობილმა ადამიანებმა ეს უმადური საქმე უკვე დიდი ხნის წინ მიატოვეს. მათ ყველაფრის მიუხედავად მიიღეს საკუთარი თავი და შეწყვიტეს თავიანთი სხეულის ნაკლოვანებებზე ამაო ფიქრი, თუმცა ზოგჯერ აბეზარი პაპარაცები მაინც ახერხებენ საცურაო კოსტიუმებში მათ "გამოჭერას" და მათივე დეფექტების მთელი ბრწყინვალებით საჯაროდ გამოფენას, თუმცა უნდა ითქვას რომ ეს ვარსკვლავებს ყველაზე ნაკლებად ადარდებთ.





კიმ კარდაშიანი


image


კიმი უკვე დიდი ხანია მიეჩვია, რომ საზოგადოების ყურადღება მის ფორმებს, კერძოდ კი, უკანალს ეთმობა. კარდაშიანს საკუთარი თავის შეულამაზებლად წარმოჩენა არ ერიდება, პირიქით, მას საკუთარი სხეულის დეფექტებიც კი მოსწონს. ამერიკელი ფოტომოდელი თვლის, რომ ცელულიტი და სხვა ნაკლოვანებები მას ჩვეულებრივ მოკვდავებთან კიდევ უფრო აახლოს, ისე კიმი ბევრს სწორედ მისი ღიაობისა და გულწრფელი ფოტოების გამო უყვარს.





ეშლი გრემი



image


პოპულარული ამერიკელი პლუს-ზომის მოდელი ეშლი გრემი გოგონებს საკუთარი თავის მიმღებლობისკენ მოუწოდებს. ამ კატეგორიაში ერთ -ერთი წარმატებული მოდელი თავისი სხეულის "Photoshop"-ში დამუშავების კატეგორიული წინააღმდეგია და მხოლოდ იმ კომპანიებთან თანამშრომლობს, რომელთა კონტრაქტშიც არის პირობა, რომლის მიხედვითაც მისი ფოტოები არ უნდა რედაქტირდეს.





პერის ჰილტონი


image



მიუხედავად იმისა, რომ პერისი სპორტით აქტიურად არის დაკავებული, მზაკვრული ცელულიტი მისი სხეულის დატოვებას მაინც არ ჩქარობს, მაგრამ ვარსკვლავს ეს სულაც არ აწუხებს, ცნობილი მსახიობი, მოდელი და ბიზნეს ქალბატონი კვლავ განაგრძობს ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრებას პირველ რიგში საკუთარი ჯანმრთელობისთვის, ხოლო ლამაზი კანი მისთვის უკვე - მეორე ადგილზეა.





სკარლეტ იოჰანსონი


image

კაცები იოჰანსონის ფუმფულა ფორმებზე გიჟდებიან, მაგრამ სინამდვილეში მისი რეალური ფიგურა რეტუშირებული ფოტოებისგან მკვეთრად განსხვავდება. მსახიობს უკანალი "ფორთოხლის კანით" აქვს დაფარული, მისი მკერდი კი ოდნავ დაშვებულია. მიუხედავად ამისა, სკარლეტი თავს შესანიშნავად გრძნობს და დიდად არც ის ფაქტი ანაღვლებს თუ მისი არასრულყოფილი ფორმების გამო ვინმეს იმედები გაუცრუვდება.





ალესანდრა ამბროსიო


image


"Victoria's Secret"-ის ბრენდის ულამაზესი მოდელი რეალურ ცხოვრებაში ჩვეულებრივი ქალივით გამოიყურება, თუმცა რეტუშირებულ ფოტოებზე ამბროსიო - ნამდვილი სრულყოფილებაა. ხშირად მოდელები და მსახიობები საკუთარი სხეულის ნაკლოვანებებს ყურადღებას არ აქცევენ, რადგან მშვენივრად ესმით, რომ არსებობს ირეალური ცხოვრება, სადაც ყველა და ყველაფერი სრულყოფილია, და არის რეალობა, სადაც სრულყოფილი არავინაა და რომ დეფექტებიც ყველას აქვს.






ისკრა ლოურენსი


image

ბრიტანელმა პლუს-ზომის მოდელმა ერთ-ერთ ინტერვიუში აღიარა, რომ არ არსებობს დიდი წონის ადამიანი ცელულიტის გარეშე, და რომ ის საშუალო წონის ადამიანებსაც აქვთ. ასე რომ, გოგონებო სანერვიულო არაფერია, "ფორთოხლის კანი" თითქმის ყველას აქვს.





ალიშა ქისი


image


სწორად შერჩეული რაკურსი და ფიგურაც თითქმის სრულყოფილი ხდება, მაგრამ სინამდვილეში ყველაფერი სხვაგვარადაა. ალიშა ქისმა ყველა ხალხური საშუალება და საუკეთესო კოსმეტიკური პროცედურები საკუთარ თავზე დატესტა, წყლის მიღების რეჟიმიც დაიცვა და ცელულიტის დაშლის სპეციალური ვარჯიშებიც აკეთა, თუმცა მომღერლის რამდენიმე წლიანმა ბრძოლამ შედეგი ვერ გამოიღო. ერთ დღესაც ალიშამ მტკიცედ გადაწყვიტა, თავი მეტი აღარ დაეტანჯა და ცხოვრებისგან მხოლოდ სიამოვნება მიეღო.





კრისტინა აგილერა


image


ორმოცი წლისთვის კრისტინამ წონაში საგრძნობლად მოიმატა, თუმცა პოპ-ვარსკვლავს ფუმფულა ფორმები საკმაოდ უხდება. მომღერლს ერთ იმიჯში იშვიათად ნახავთ, მომღერალი ხან ხდება, ხანაც იმატებს. ასეთი ექსტრიმისგან კრისის კანმა ელასტიურობა დაკარგა და კანზე ბორცვები, ჩაღრმავებები და ცელულიტი გაუჩნდა. როგორც მომღერალმა თავის ერთ - ერთ ბოლო ინტერვიუში აღნიშნა ის ჭარბ წონასთან და მის შედეგებთან ბრძოლით დაიღალა, ამიტომ საკუთარი სხეულის მიღება გადაწყვიტა, თუმცა ეს მომღერლის პირველი ასეთი განცხადება არ არის, ვინ იცის შეიძლება პოპ-დივა უახლოეს მომავალში გამხდარი კვლავ ვიხილოთ.





უმა თურმანი


image


კანზე არსებული ბორცვები და ჩაღრმავებები თავადაც მოგეხსენებათ რომ არა მხოლოდ ჭარბწონიანი ქალბატონების პრობლემაა. უმა თურმანს "ფორთოხლის კანი" და სტრიები მშობიარობის შემდეგ გაუჩნდა, თუმცა ლამაზმანს ეს ზღვის სანაპიროზე დასვენებასა და ღია საცურაო კოსტიუმით გარუჯვაში ხელს არანაირად არ უშლის.







0
228
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
228