x
მეტი
  • 28.04.2024
  • სტატია:134565
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508622
„რადიტორი“ – მომაკვდინებელი ენერგეტიკული სასმელი, რომელიც ასი წლის წინ „აფრთიანებდა“
დღეს ყველამ ვიცით რეკლამის წყალობით, რომ რედბული (Red Bull) აფრთიანებს. რა აფრთიანებდა ხალხს ადრე, ამ ენერგეტიკული სასმლის გამოჩენამდე? რა თქმა უნდა, სხვა ენერგეტიკული სასმელი! ეს სასმელები არა გუშინ, არამედ 100 წლის წინ გამოჩნდა. გიამბობთ, ყველაზე პირველ სასმელზე, რომელიც დაპატენტებული და სერტიფიცირებულია აშშ-ში.



image


ჩვენს დროში მიღებულია ენერგეტიკული სასმელების შემადგენლობის წაკითხვა შიშით, ენაზე დაჭერით და ეჭვით თავის ქნევით. მრავალი E და უცნობი ქიმიური ნაერთები, რომლებიც შედის ამ სასმელებში, ადამიანის ორგანიზმზე საკამათო სარგებელს ახდენს, ეს რბილად რომ ვთქვათ.



image



სხვა საქმეა ენერგეტიკული სასმელი „რადიტორი“, რომელიც 1918 წელს ბრენდმა Bailey Radium Laboratories გამოუშვა ნიუ–ჯერსიში, აშშ–ში. პროდუქტი შეიცავდა მხოლოდ სამ მარტივ კომპონენტს და არანაირ E–ს და სხვა გემოს გამაძლიერებელს და საღებავს.



1/3 გამოხდილი წყალი.

რადიუმის 1/3 იზოტოპი 226.

1/3 რადიუმის იზოტოპი 228.



პრინციპში, ეს ყველაფერია. ბოლო ორი კომპონენტის გათვალისწინებით, სულაც არ არის გასაკვირი, რომ სასმელი ბაზარზე შემოვიდა მრავალმნიშვნელოვანი სლოგანებით „მარადიული ნათება“ და „მკვდარსაც გააცოცხლებს“.



image

იმ დროს მთელი დღით ენერგიის მოზღვავება ცოტას აინტერესებდა, ამიტომ ამ ჯოჯოხეთური კოქტეილის მთავარი მიზანი მამაკაცებში პოტენციის გაზრდა იყო. სასმელი ძვირი ღირდა, ამიტომ მხოლოდ ძალიან მდიდრებს შეეძლოთ მისი ეფექტის შეფასება.



ერთ–ერთი ასეთი მდიდარი კაცი, რომელიც გულგრილი არ იყო მამაკაცური ჯანმრთელობის მიმართ, იყო იბენ ბაიერსი. მილიონერი, სიმპათიური, პროფესიონალი გოლფის მოთამაშე, რომელიც დიდ ყურადღებას აქცევდა საკვების და ფარმაცევტულ სიახლეებს. „რადიტორსაც“ გვერდი არ აუარა. მისი შემქმნელები ჰპირდებოდნენ მხნეობას, მგზნებარებას და რკინის პოტენციას. იბენი ფოლადის მაგნატის, ალექსანდრე ბაიერსის მემკვიდრე იყო, ამიტომ სასმლის ფასი საერთოდ არ აღელვებდა.



image


სავარაუდოდ, ენერგეტიკული სასმლის შემქმნელები არ ცრუობდნენ, თორემ რით შეიძლება აიხსნას ის ფაქტი, რომ ბაიერსი „რადიტორის“ დიდი მოყვარული გახდა. ფლეიბოიმ და სპორტსმენმა მოასწრო რადიუმის იზოტოპის1500 ბოთლის დალევა, სანამ პრობლემებს შეამჩნევდა. 1932 წელს სასმლის მრავალწლიანი მომხმარებელი გარდაიცვალა მტანჯველი სიკვდილით ქალას ძვლების გათხელების შედეგად.



image


იბენ ბაიერსი დაკრძალეს ტყვიის კუბოში, რადგან მისგან გამოსხივებამ შეიძლება სასაფლაო რამდენიმე საუკუნის განმავლობასი გარიყულ ზონად აქციოს. ამ შემთხვევის შემდეგ კომპანიამ Bailey Radium Laboratories თავისი „ფეთქებადი ენერგეტიკულის“ წარმოება შეწყვიტა და დაიხურა. მსოფლიოში პირველი სერტიფიცირებული ენერგეტიკული სასმლის მსხვერპლის ზუსტი რაოდენობა უცნობია.



ასევე დაგაინტერესებთ:

1. ქალმა გამოაქვეყნა ვეგანური წყლის რეცეპტი და ინტერნეტი ააფეთქა

2. რეჯი სპირსის უცნაური ამბავი – ადამიანი, რომელმაც საკუთარი თავი ამანათით სხვა კონტინენტზე გააგზავნა (ნაწილი მეორე)

3. სახიფათო ახალი ტრენდი TikTok–დან: ქალები საკუთარ ვაგინალურ გამონადენს სუნამოდ იყენებენ

4. გაჩვენებთ, როგორ მზადდება სწრაფი მომზადების ატრია, რომელიც მთელ მსოფლიოში უყვართ

5. გამოვლინდა მავნე ნივთიერებები ცნობილი ბრენდების ჰიგიენის საშუალებებსა და კოსმეტიკაში

6. როგორ ფიქრობთ, რატომ შეიძინა იაპონიამ სსრკ-დან უზარმაზარი რაოდენობით გატეხილი მინის ბოთლი?

7. გრანდიოზული საპირველაპრილო ხუმრობა BBC–ის ისტორიიდან

8. 7 პროდუქტი ჩინეთიდან, რომელთაც ყურადღება უნდა მიაქციოთ

9. 14 ფაქტი, რომელიც დროზე წარმოდგენას შეგიცვლით

10. ნამდვილი ქიმიური ექსპერიმენტი „მებრძოლთა კლუბიდან“

უფრო მეტი იხილეთ აქ: Yoona-ს არხი


0
70
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
70