ფოტოგრაფია ოხ, ეს უხერხული მომენტები: ცნობილი ადამიანების ყველაზე უცნაური და სასაცილო საქორწინო კონფუზები 2023, 25 ოქტომბერი, 11:59 ვინც რაც არ უნდა თქვას, ქორწილის ყველაზე მნიშვნელოვანი და დასამახსოვრებელი მომენტი მაინც ფოტოსესიაა, და სულ არ აქვს მნიშვნელობა როგორია ბანკეტი, რადგან გარკვეული პერიოდის შემდეგ სტუმრებს ისიც კი არ ემახსოვრებათ კონკრეტულად რა მიირთვეს თქვენს სადღესასწაულო სუფრაზე, მაგრამ აი, სამახსოვრო ფოტოები კი სამუდამოდ დარჩება, თუ არ გსურთ ისეთ სასაცილო სიტუაციებში საკუთარი თავის ხილვა როგორშიც ეს ცნობილი ადამიანები აღმოჩნდნენ, მაშინ წინასწარ საგულდაგულოდ შეარჩიეთ როგორც თქვენი საქორწინო სამოსი, ასევე პოზებიც! ფიქრობთ რომ მდიდარი და ცნობილი ადამიანების საქორწინო ცერემონიები ხარვეზების გარეშე ტარდება? ძალიანაც ცდებით, ამის დასტურად კი, წარმოგიდგენთ ვარსკვლავური ქორწილების ყველაზე უცნაურ და სასაცილო ფოტოებს, რომლებიც კარგად გაგახალისებთ.სელინ დიონი1994 წელს სელინ დიონი მონრეალის ღვთისმშობლის ტაძარში ცოლად საკუთარ მენეჯერს, რენე ანჯელილის გაჰყვა. მომღერალმა გადაწყვიტა, რომ მისთვის მხოლოდ ფატა საკმარისი არ იქნებოდა და საკუთარ ქორწილში სამკილოგრამიანი საქორწინო თავსაბურავით გამოცხადდა.2000 წელს წყვილმა საქორწინო ცერემონია ლას-ვეგასის ეკლესიაში კვლავ გაიმეორა, რომელიც ლეგენდარული მომღერლისთვის საგანგებოდ, მეჩეთად გადაკეთდა, რადგან სელინს სურდა "ათას ერთი ღამედან" არაბთა მეფის ცოლად ეგრძნო თავი, მაგრამ რატომღაც ის კვლავ ჰელოუინის კოსტიუმში აღმოჩნდა.პიტერ ანდრეპიტერ ანდრე 2005 წლის ამ ფოტოსესიის დროს აშკარა უხერხულობას გრძნობდა, რაც ან საცოლის კაბის მოცულობით იყო გამოწვეული, რომლის წყალობითაც ის საკუთარ რჩეულს ახლოსაც კი ვერ ეკარებოდა, ანდაც მას შეყვარებულის ტიარის გამო რცხვენოდა.კეილი კუოკომიუხედავად იმისა, რომ კეილი კუოკო რაიან სვიტინგს დიდი ხნის წინ დაშორდა, მსახიობის თაყვანისმცემლებს მოსვენებას არ აძლევს ის ფაქტი, თუ რას აკეთებს ჩოგბურთელი ამ 2013 წლის ფოტოზე. შესაძლოა პატარძლისთვის მას საქორწინო წვივსაკრავის მოხსნა სურდა, მაგრამ ვერ იპოვა და ამის გამო განაწყენდა? ვინ იცის....კიმ კარდაშიანისავარაუდოდ, კიმ კარდაშიანი კრის ჰამფრისთან გადაღებული ამ ფოტოს გამო აშკარად უხერხულობას განიცდის, რადგან რეალითი- შოუს ვარსკვლავის მზერა მხოლოდ ერთ რამეზე მიანიშნებს: "იეეეს, როგორც იქნა საკუთარ თავზე დავიქორწინე!". სამწუხაროა, რომ კიმი და კრისი ამ მხიარული წვეულებიდან ერთმანეთს მალევე, ზუსტად 72 დღის შემდეგ დაშორდნენ.კრისტინა აგილერაროგორც ჩანს, კრისტინა აგილერა ერთ-ერთია იმ პატარძლებს შორის, ვისთვისაც კადრში ეფექტურად გამოჩენა პრინციპულად მნიშვნელოვანია, ამიტომაც მომღერალი თავის რჩეულ ჯორდან ბრეტმანს ყურადღებას საერთოდ არ აქცევს, რომელიც მისი კაბის კალთებში გახვეული მის კოცნას ამოდ ლამობს.ვიქტორია და დევიდ ბექჰემებივიქტორია ბექჰემის მზერაში ცხადად იკითხება: "რითი ვფიქრობდი, როცა ჩვეულებრივი თაიგულის ნაცვლად ამ იკებანას ვარჩევდი?!"ქეით მიდლტონი და პრინცი უილიამისამეფო ოჯახი 2011 წლის ამ ფოტოს ინტერნეტსივრციდან გაქრობაზე ალბათ ყველაზე მეტად ოცნებობს. შეგვიძლია მხოლოდ ვივარაუდოთ, რა დაუვარდა ქეით მიდლტონს ასეთი ძვირფასი ბუკინგემის სასახლის აივანზე, რომ მან საკუთარ თავს ათასობით ადამიანის წინაშე დაჯდომის უფლება მისცა, ისე ისიც საინტერესოა რატომ არ შეეცადა საცოლის დახმარებას თავად პრინცი უილიამი?
|