x
მეტი
  • 17.05.2024
  • სტატია:134702
  • ვიდეო:351972
  • სურათი:509038
რუსეთში ბავშვთა სათამაშო მოედანზე სტალინის ბიუსტი დადგეს - კრემლმა რეაგირება მოახდინა ამ ფაქტზე
image

კიროვის ოლქში, ქალაქ ორლოვის ბავშვებისთვის განკუთვნილ ერთ-ერთ სათამაშო მოედანზე იოსებ სტალინის ძეგლი დადგეს. მოსახლეობის ნაწილი უკმაყოფილო დარჩა ხელისუფლების გადაწყვეტილებით და დაუკავშირდა პროკურატურას, იუწყება «Подъем».ი


ძეგლი 24 ოქტომბერს დილით ოფიციალურად გაიხსნა. ღონისძიებაზე მიწვეული იყვნენ სტალინის შვილთაშვილი სელიმ ბენსაადი და ფელიქს ძერჟინსკის ძმის შვილთაშვილი ვლადიმერ ძერჟინსკი.

image


ბენსაადის პრეს ატაშეს ვადიმ გორჟანკინის თქმით, ბიუსტზე თანხა რუსეთის ფედერაციის კომუნისტური პარტიის ადგილობრივი განყოფილების ინიციატივით, ქალაქის მცხოვრებლებმა შეაგროვეს.


ადგილმდებარეობის უჩვეულო არჩევანი ადგილობრივმა ხელისუფლებამ იმით ახსნა, რომ საბჭოთა ხელისუფლების პერიოდში სტალინის ძეგლი მდებარეობდა იქ, სადაც ახლა საბავშვო მოედანია.


საპასუხოდ პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა რეგიონულმა საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ და ორლოვის სხვა მაცხოვრებლებმა პროტესტის ნიშნად პროკურატურას განცხადება გაუგზავნა ძეგლის დამონტაჟებასთან დაკავშირებით.



ამ ინფორმაციით დაინტერესდა კრემლიც, კომენტარი გააკეთა პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დიმიტრი პესკოვმა.


როგორც პესკოვმა აღნიშნა, მსგავსი ინიციატივები ადგილობრივი მუნიციპალური ხელისუფლების პრეროგატივაა. სტალინის ბიუსტის გახსნა საბავშვო პარკში სიახლე იყო თავად პრესმდივნისთვისაც.



„ბავშვთა პარკში? მართალი გითხრათ, ეს პირველად მესმის თქვენგან. ჩვენ აუცილებლად გავიკითხავთ, ვინ მიიღო ეს გადაწყვეტილება“, - უპასუხა პესკოვმა ჟურნალისტებს.


0
221
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
221
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0