x
მეტი
  • 09.05.2024
  • სტატია:134680
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508878
"ქოცები" ავრცელებენ ინფოს შიდა წყაროებში, რომ ის დააპატიმრონ"- ვისზე საუბრობს გია ხუროშვილი

image


აშშ-ში მცხოვრები ყოფილი მაღალჩინოსანი, გია ხუროშვილი საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის თემას სოციალურ ქსელში ეხმაურება და "ქოცების" მიერ შიდა წყაროებში გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით აცხადებს რომ მეხუთე პრეზიდენტის დასაპატიმრებლად მტკიცებულებები გროვდება:


"ქოცები ავრცელებენ ინფოს შიდა წყაროებში, რომ ზურაბიშვილის წინააღმდეგ აგროვებენ მტკიცებულებებს, რომ იმპიჩმენიტის შემდეგ ის დააპატიმრონ და ციხეში ჩასვან!


ამ ინფორმაციის გავრცელებას ორი მიზანი აქვს:
1. შოკის ეფექტი: ანუ საზოგადოებამ მისი იმპიჩმენტი მიიღოს და უფრო მეტზე “ინერვიულოს”!…..


2. თუ ბიძინა დასავლეთმა საბოლოოდ გააშიშვლა და დაასანცირა თავისი მილიარდებით, მაშინ ბიძინა წავა ვა ბანკზე და სალომეს მიუსვავს მიშას პუტინის დავალებით!….

ჯერ ჯერობით ერი ისევ ბიძინას რეჟისურით დადგმულ ფილმს ვუყირებთ, სადაც მოვლენების განვითარება საგარეო ფაქტორებზეა დამოკიდებული!


ტერორიზმი უნდა დასამარდეს!"- წერს გია ხუროშვილი.


შეგახსენებთ, საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ ევროპაში, მთავრობის უნებართვო ვიზიტების განხორციელებით, ქვეყნის კონსტიტუციის დარღვევა დაადგინა. აღნიშნულ გადაწყვეტილებას პლენუმის 9 მოსამართლედან მხარი არ დაუჭირა სამმა მოსამართლემ: ირინა იმერლიშვილმა, გიორგი კვერენჩხილაძემ და თეიმურაზ ტუღუშმა. კონსტიტუციის დარღვევის გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირეს მოსამართლეებმა: მერაბ ტურავამ, ევა გოცირიძემ, გიორგი თევდორაშვილმა, ხვიჩა კიკილაშვილმა, მანანა კობახიძემ და ვასილ როინიშვილმა.


აღნიშნულ გადაწყვეტილებას დღის ბოლოს თავად სალომე ზურაბიშვილიც გამოეხმაურა, რომელმაც განაცხადა რომ ის გადადგომას არ აპირებს და რომ იქნება იქ, სადაც აქამდე იყო. უცვლელად გთავაზობთ პრეზიდენტის მიერ გავრცელებულ მიმართვას:


"არსად არ მივდივარ. არ გადავდგები, არ გადმოვდგები. ვიქნები იქ, სადაც ვიყავი, სადაც ვარ მთელი ცხოვრება და რისთვისაც ჩამოვედი, დავრჩი, ქუჩაში ვიდექი ჩვენი ევროპული და დემოკრატიული მომავლისთვის. დღეს ერთი ქვით მოკლეს ევროპული მომავალი და დემოკრატიაც. ქვეყანაში, სადაც არანაირი ბალანსი არსებობას შტოებს შორის, ის ქვეყანა დემოკრატიულ ქვეყნად ვერ ჩაითვლება", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.







0
575
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
575