x
მეტი
  • 13.05.2024
  • სტატია:134738
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508930
"მე და რობერტ სტურუა პირველად ჩამოვედით კაპიტალისტურ ქვეყანაში" - გია ყანჩელი
image


"ერთხელ....


-მე და რობერტ სტურუა პირველად ჩამოვედით კაპიტალისტურ ქვეყანაში' მაშინდელ დასავლეთ გერმანიაში. პატარა სასტუმროში დაგვაბინავეს, დილით სასაუზმოდ ჩავედით. ავიღე რბილი, ხრაშუნა ფუნთუშა, წავუსვი კარაქი, მოვკბიჩე პირველი ლუკმა და გაოცებულმა წამოვიძახე:


- რობიკ, ამ კარაქს რაღაც უცნაური გემო აქვს!



ის თავის ფუნთუშას ძლივს ძლივს მოშორდა და თანაგრძნობით შემომხედა:


- უცნაური გემო ჰქონდა იმ კარაქს, რომელსაც აქამდე ჭამდი...


ახლა კი ზოგჯერ ვფიქრობ: იქნებ ვცდებოდი უფრო მნიშვნელოვან საკითხებში?


იქნებ მთელი ცხოვრება სხვანაირად უნდა მეცხოვრა?


სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ამ კითხვაზე პასუხი ვერასდროს გავიგებ..."


გია ყანჩელი.ნაწყვეტი РОССИЙСКАЯ ГАЗЕТА-სთან მიცემულ ინტერვიუდან (10.08.2005 წელი)




“ხელოვნებას და მუსიკას რომ შეეძლოს რაღაცის შეცვლა, ამისთვის საკმარისი იქნებოდა ბახის, ბეთჰოვენის, მოცარტის, შუბერტის, შუმანის და მთელი რიგი გენიოსების მუსიკა, ან უდიდესი ფერწერა და ა.შ და ა.შ.


მაგრამ მსოფლიო არ იცვლება. სამწუხაროდ, ის ხდება უფრო ბოროტი, უფრო აუტანელი. ჩემი აზრით, ეს ყველაფერი გამომდინარეობს ფანატიზმიდან. რელიგიური ფანატიზმი, ნაციონალური ფანატიზმი, შენი ხალხის, შენი ქვეყნის დაყენება განსაკუთრებულ საფეხურზე და დამოკიდებულება სხვა ხალხების მიმართ ქედმაღლური. ეს არის ნაციონალური ფანატიზმი და ამის გამოვლინებები საქართველოში დღეს, სამწუხაროდ, გრძელდება.


ასე დაიწყო ფაშიზმის ჩასახვა გერმანიაში, 30-იან წლებში. ეს კადრები, რომლებსაც ვხედავ ანტვერპენში, ქართული არხები მაქვს, არ ვიცი, ჩემთვის ეს გაუგებარი ამბავია. ეს ადამიანები თავის თავს თვლიან პატრიოტებად და სამშობლოს დამცველებად. ამ დროს ვერ წარმოუდგენიათ, რაოდენ დიდ ზარალს აყენებენ ჩემს ქვეყანას და ჩემს ხალხს.”


ნაწყვეტი ინტერვიუდან ფილმისთვის "ვერცხისფერი მზე"-ჩაწერილია ჰამბურგში 2018 წელს.ავტორი თეონა ჯორბენაძე




ზუსტად ოთხი წლის წინ, 2019 წლის 2 ოქტომბერს გარდაიცვალა გია ყანჩელი-თანამედროვე ეპოქის ერთ-ერთი უდიდესი კომპოზიტორი.

0
322
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
322
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0