x
მეტი
  • 15.05.2024
  • სტატია:134657
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508989
ცნობილი გახდა, ვისთან ღალატობდა ბრიტნის სპირსი ქმარს
image

ამერიკელი მომღერლის ბრიტნი სპირსის რომანის შესახებ ცნობილი გახდა ფიტნეს მწვრთნელთან, სემ ასგართან განქორწინების შემდეგ. ამის შესახებ წერს Page Six.



გამოცემის ცნობით, 41 წლის მომღერალმა 37 წლის შინამოსამსახურესთან, პოლ რიჩარდ სოლიზთან გააბა ინტიმური ურთიერთობა.


დაახლოებით ერთი წლის წინ პოპ-მომღერალმა დაიქირავა მამაკაცი სახლის დასალაგებლად და ნაგვის გასატანად. გავრცელებული ინფორმაციით, მალე სპირსის ახლობლებმა შეამჩნიეს, ვარსკვლავი ზედმატად ბევრ დროს ატარებდა სოლიზთან.



ცნობილია, რომ მომღერლის სავარაუდო საყვარელს ადრე ჰქონდა პრობლემები კანონთან: მას ბრალი წაუყენეს იარაღის უკანონო შენახვასა და აკრძალული ნივთიერებების გავრცელებაში.


სოლიზმა Us Weekly-თან საუბარში აღნიშნა, რომ სპირსი განქორწინების შემდეგ თავს მშვენივრად გრძნობს, მაგრამ პირდაპირ არ უსაუბრია იმაზე, აქვს თუ არა მასთან ინტიმური ურთიერთობა. გარდა ამისა, მან ბრიტნი სპირსს ფენომენალური ქალი უწოდა.

image

41 წლის ბრიტნი სპირსის და 29 წლის სემ ასგარის განქორწინების შესახებ აგვისტოს შუა რიცხვებში გახდა ცნობილი. დაშორების მიზეზი, მამაკაცის თქმით, სერიოზული უთანხმოება იყო. ამის გარდა სემ ასგარიმ ბრიტნი სპირსთან განქორწინება მოითხოვა ჭორების გამო. გამოცემის წყარომ განმარტა, 41 წლის ბრიტ­ნი სპირ­სი ერთ-ერთ ში­ნა­მო­სამ­სა­ხუ­რეს­თან ღალატობდა.რა თქმა უნდა საუბარია ზემოთ ნახსენებ პოლ რიჩარდ სოლიზზე.


წყვილთან დაახლოებული წყაროები ირწმუნებიან, რომ სპირსი ურთიერთობის დროს არაერთხელ სცემდა ქმარს, მათ შორის ძილის დროსაც.



"ბრიტ­ნის საკ­მა­ოდ არამ­ყა­რი ფსი­ქი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა აქვს და ქმარ­ზე ფი­ზი­კუ­რა­დაც ძა­ლა­დობ­და. ერთხელ მძი­ნა­რე­საც და­ეს­ხა თავს და თვა­ლი ჩა­უ­ლურ­ჯა" - წერს მე­დია.


ქვემოთ გთავაზობთ ვიდეოს, სადაც პაპარაცებმა ბრიტნი სპირსი თავის ახალ საყვარელთან ერთად დააფიქსირეს.

0
135
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
135
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0