x
მეტი
  • 15.05.2024
  • სტატია:134656
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508989
ნიკოლა სარკოზისა და კარლა ბრუნის იახტაზე გადაღებულმა პიკანტურმა ფოტოებმა ინტერნეტქსელი დაიპყრო
image


საფრანგეთის რესპუბლიკის 23-ე პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი თავისი მშვენიერი მეუღლის, 55 წლის კარლა ბრუნის გარემოცვაში თავისუფლებით ტკბება. პაპარაცებმა სუპერმოდელი და 68 წლის საფრანგეთის ყოფილი ლიდერი მათი მეგობრის, ცნობილი ფრანგი მსახიობისა და რეჟისორის კრისტიან კლავიერის პატარა იახტაზე დასვენებისას დააფიქსირეს. ფოტოგრაფებმა წყვილს პიკანტური კადრები გადაუღეს, რომელიც ინტერნეტქსელში სულ რამდენიმე საათში ვირუსივით გავრცელდა.


image


შეგახსენებთ, რომ სარკოზიმ და ბრუნიმ ურთიერთობა ოფიციალურად 2008 წელს დააკანონეს, თუმცა წყვილის ირგვლივ აჟიოტაჟი დღემდე არ ცხრება. ცნობილი წყვილი საერთო ქალიშვილს, ჯულიას ზრდის, რომელიც 11 წლისაა.


image


პაპარაცებმა კარლა ბრუნი და ნიკოლა სარკოზი მაშინ "გამოიჭირეს" როდესაც წყვილი კუნძულებს იბიცასა და ფორმენტერას შორის საზღვაო გასეირნებაში გაემგზავრა.


image


საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი იახტიდან წყალში მაშინ ხტებოდა, როდესაც სუპერმოდელი მაისურითა და მოკლე ჯინსის შორტით მზეს ეფიცხებოდა და ირუჯებოდა.

imageimage


სარკოზის საზღვარგარეთ გამოჩენამ ბევრი გააკვირვა, რადგან გასული წლის სექტემბერში ექს-პრეზიდენტს 2012 წლის საარჩევნო კამპანიის უკანონო დაფინანსების საქმეზე ერთწლიანი შინაპატიმრობა მიესაჯა. იმავე წლის მარტში მას კორუფციის საქმეზე კიდევ ერთწლიანი შინაპატიმრობაც შეეფარდა, თუმცა საფრანგეთში ის საზოგადოების წინაშე პირველად მიმდინარე წლის ივნისში გამოჩნდა, როდესაც პარიზში "Bvlgari"-ს ბრენდის პრეზენტაციაზე მეუღლეს, კარლა ბრუნის თან ახლდა.



imageimageimageimageimage







0
482
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
482